EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჩხუბი ქართველ ძიუდოისტებს შორის იაპონიაში »
კატეგორია: სპორტიავტორი: Sportsmani
თარიღი: 2018-11-28 14:01:53
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრები ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ოსაკადან თბილისში დაგეგმილზე ადრე დაბრუნდნენ. გავრცელებული ინფორმაცით, მიზეზი ნაკრების წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირება იყო. როგორც სხვადასხვა ფეისბუკგვერდზე წერენ შავდათუაშვილსა და მარგველაშვილს ნაკრების დანარჩენი წევრებ დაუპირისპირდნენ. მიზეზი კი ბოლო პერიოდში ძიუდოს ფედერაციაში განვითარებული მოვლენები გახდა, როგორც ცნობილია ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღდეგ გამართულ ძიუდოსიტების საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან შავდათუაშვილი და მარგველაშვილი თავს იკავებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით დაპრისპირებაში არ მონაწილეობდა ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი.
“უკვე რამდენიმე ადამიანი ღიად საუბრობს ძიუდოს ფორუმებზე, რომ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რამაც ტურნირზე გამსოვლაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა. ეს ამბავი ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, სანამ სანდო წყარომ არ დამიდასტურა.
მორალის კითხვის დაწყებას არ ვაპირებ და რამენაირად თვითონ მოგვარდნენ ამ ამბავში. უბრალოდ, ეს ამბავიც თუ მიჩქმალა ძიუდოს ფედერაციამ და რაიმე არ მოიმოქმედა ამ უტოპიის დასასრულებლად, მაშინ…არ ვიცი რა, კომენტარის გაკეთების ღირსიც არ არის ის კოშმარი, რაშიც ახლა ვართ.”- წერს ფეისბუკგვერდი We Love Judo
როგორც სოციალურ ქსელში წერენ ხელჩართული ბრძოლისას მძიმე დაზიანებები მიიღო ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა.
საქართველოს ნაკრები ოსაკაში გრანდ სლემზე წარუმატებლად გამოვიდა, გუნდმა ვერცერთი მედლის მოპოვება ვერ მოახერხა მოახერხა, ნაკრების რამდენიმე წევრი ტურნირზე საერთოდ არ გამო ვიდა, ფედერაციამ მიზეზად ტრავმები დაასახელა.
akhalitaoba.ge