EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« პატრიარქმა დაუშვა ნათლულებს შორის ქორწინება – ლევან სუთიძე »
კატეგორია: სხვაავტორი: Juloboy
თარიღი: 2018-11-28 19:10:51
„ტაბულას” ჟურნალისტი და რელიგიური ექსპერტი ლევან სუთიძე სოციალურ ქსელში წერს:
„პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება რომ დაუშვა და ამით ტრადიცია ამოაყირავა, რაღაც არ მგონია ის ეკლესია მაინცდამაინც გაოცებული იყოს სალომე ზურაბიშვილის ოჯახური თავისებურებებით.
სულიერი ნათესაობის საკითხი არის წმიდა წყლის კანონიკური. ათასწლეულის წინ მსოფლიო კრებამ რატომ დაადგინა ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის ქორწინების აკრძალვა, ეგ იკვლიონ ისტორიკოსებმა – დრო გავიდა და კანონიკა ტრადიციისა და ლოგიკის შუქზე უნდა გადაიხადოს. სულიერი ნათესაობა ტრადიციის საკითხია და უსასრულოდ თუ განავრცობ, გამოვა, რომ პატრიარქის ნათლულები ერთი მამის შვილები არიან და მათი ქორწინებით ინცესტი დაკანონდა. არავითარი “დიდი გადაცდომა” და მძიმე ცოდვა ეს არ შეიძლება იყოს.
რომის კათოლიკე ეკლესიის კანონიკური კოდექსი არ კრძალავს ქორწინებას ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის, შესაბამისად „დასავლეთ ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში” ქალბატონი ზურაბიშვილის ქორწინება მის პოლიტიკურ კარიერას ვერანაირად მიაყენებდა ზიანს. არაფერს ვამბობ პროტესტანტებზე,” – წერს სუთიძე.
nevsmarkers.ge