EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დღეიდან თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა დაიწყეს მუშაობა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Demien
თარიღი: 2018-12-08 01:59:59
შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების" ფარგლებში დღეს თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა დაიწყეს მუშაობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს კრიმინალური პოლიციის ახალ დანაყოფს, რომელმაც ეტაპობრივად, სრულად უნდა ჩაანაცვლოს კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის მოძველებული ინსტიტუტი.
უწყების ცნობით, მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.
„წარმოდგენილი მართლწესრიგის ოფიცრების შერჩევა მოხდა არსებული თანამშრომლებიდან, მათ რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს და დღეიდან დაიწყეს მუშაობა თბილისის კრიმინალური პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში.
პარალელურად, ღია კონკურსის მეშვეობით მოხდა მოსახლეობიდან მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა, რომლებიც ამჟამად ინტენსიურ სწავლებასა და მომზადებას გადიან.
ეტაპობრივად, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ თბილისის მასშტაბით, ხოლო მოგვიანებით მთელს საქართველოში დაინერგება.