EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მიჩიგანურმა სტარტაპმა Rivian-მა ლოს ანჯელესში პიკაპი R1T წარმოადგინა »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: admin
თარიღი: 2018-12-08 02:14:01
ამერიკულმა სტარტაპმა Rivian-მა პირველი ელექტრო პიკაპი წარმოადგინა. ელექტრომობილი გაყიდვაში 2020 წლიდან იქნება
მიჩიგანურმა სტარტაპმა Rivian-მა ლოს ანჯელესში გამართულ ავტომობილების გამოფენაზე პირველი ელექტრო პიკაპი R1T წარმოადგინა. ელექტრომობილს აქვს 4 ელექტრო ძრავა, მისი სიმძლავრე 764 ცხენის ძალაა და მაქსიმალური სისწრაფე 200 კილომეტრი საათში. პიკაპს სიჩქარის 100 კილომეტრამდე განვითარებისთვის სულ 3 წამი სჭირდება.
წარმოდგენილია ელექტრო პიკაპის რამდენიმე ვერსია.ელექტრომობილს მოდიფიკაციიდან გამომდინარე დატენვის შემდეგ 370-დან 640 კილომეტრის გავლა შეუძლია. 5,5 მეტრის სიგრძის პიკაპი მისაბმელით 3500 კილოგრამის გადატანას ახერხებს.
R1T-ს ილინოისის შტატის ქალაქ ნორმალში Mitsubishi Motors-ის ყოფილ ქარხანაში ამზადებენ. Rivian-მა ეს ქარხანა შარშან 16 მილიონ დოლარად შეიძინა.კომპანიას გეგმავს 2025-2026 წლებისთვის ყოველწლიურად 50-60 ათასი ავტომობილის აწყობას.
ელექტრო პიკაპის სერიული წარმოება 2020 წლიდან დაიწყება. საბაზო ვერსიის ღირებულება 61 500 დოლარია.