EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ლიჩის სასარგებლო თვისებები, უკუჩვენება »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2018-12-08 02:19:13
ლიჩის ( ლათ. Litchi chinensis) შესახებ ევროპელებმა მე -17 საუკუნეში შეიტყვეს. ტაილანდში, აფრიკაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და ჩინეთში, უძველესი ხილის ჯიში “ლიჩი” ძველ დროშივე იყო ცნობილი.
ეს ნაყოფი ჩინეთში მოიხსენიება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში. ლიჩი არის მცენარე, რომელიც იზრდება ყველგან. ლიჩის ნაყოფს იყენებენ საკვებში, მისგან აკეთებენ ღვინოს.
ლიჩის შეძენა შესაძლებელია დიდ სუპერმარკეტებში. ნაყოფს აქვს კიდევ ერთი სახელი „ ჩინური ალუბალი“. ის მართალია არ გავს ალუბალს, ის არის დაფარული გლუვი კანით, შიგნით თეთრი ჟელეს მსგავსი ნაყოფით და მუქი კურკით. ასეთი აღწერილობის გამო ჩინელები მას „დრაკონის თვალსაც“ უწოდებენ. კანი და კურკა საკვებად არ გამოიყენება, რბილობს აქვს ქლიავის და თეთრი ყურძნის გემო.
ლიჩის შემადგენლობა:
ლიჩი ხასიათდება სასიამოვნო გემოთი. მდიდარმა ქიმიურმა შემადგენლობამ გახადა ის პოპულარული აზიელ ხალხში. ის ლიმონთან მიმართებაში ერთ საფუხერზე მაღლა დგას C ვიტამინის შემადგენლობით: 100 გრ რბილობი შეიცავს 39 მგ C ვიტამინს.
ჩინური ალუბალი შეიცავს 7.1 გრ. ხოლინს ან ვიტამინ B4, რომელიც აუცილებელია ტვინისა და ღვიძლისათვის. გარდა B4 ლიჩი შეიცავს ვიტამინებს:
B1,
B2,
B3,
B5,
B6,
Q7.
მაკროელემენტებს შორის ლომის წილი უჭირავს კალიუმს. ლიჩში კალიუმის რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე ყველში, კვერცხში და რძეში. 10 ცალი ნაყოფის მიღება დღეში ავსებს ორგანიზმს კალიუმით.
ლიჩი მეორე ადგილზეა მაკროელემენტების შემცველობით – ის შეიცავს ფოსფორს, მისი რაოდენობაა 33 მგ. 100 გრ. ლიჩი უკან იტოვებს ფოსფორის შემადგენლობით კივს, ქლიავს, პომიდორს, ვაშლს და ბანანს.
ლიჩის სასარგებლო თვისებები:
ჩინეთში, ლიჩი – პატივსაცემი ხილია, იმიტომ, რომ ის ბევრი საუკეთესო თვისებების მატარებელია.
მონელებას უწყობს ხელს.
ლიჩი ორგანიზმს მძიმე საკვების გადამუშავებაში ეხმარება,რომელიც ტვირთავს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს. ნაყოფი შეიცავს ნივთიერებას – რომელიც პანკრეასის სტიმულატორია, გამოყოფს პანკრეასის წვენს, რომელიც ეხმარება მძიმე საკვების გადამუშავებაში.
გულის კუნთის მასტიმულირებელი
კალიუმით, რომელიც მდიდარია ლიჩის ნაყოფი – აუცილებელი ელემენტია გულისთვის. იმ შემთხვევაში, თუ სხეულს არასაკმარისი კალიუმის შემადგენლობა აქვს, ნაყოფი ავსებს ბოჭკოებს ნატრიუმით.
ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგო:
ლიჩი არის ერთადერთი ხილი, რომელიც შეიცავს ოლიგომერის პოლიფენოლს ქიმიურ ნაერთს ან ოლიგონოლს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია.
იცავს კანს სიბერისაგან:
ოლიგონოლს, რომელსაც შეიცავს ლიჩი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს კანის გაცვლით პროცესებს, ხელს უწყობს დამოუკიდებლად დამატენიანებელი ზეთების წარმოქმნას. ლიჩის რეგულარული გამოყენება კანის მდგომარეობაზე მკვეთრად დადებითად მოქმედებს: კანი ხდება ელასტიური, ქრება ნაოჭები და ასაკობრივი ლაქები.
აძლიერებს იმუნიტეტს:
გრეიფრუტში და მანდარინში ბევრად ნაკლებია C ვიტამინი, ვიდრე ლიჩში. ამ ვიტამინის არსებობა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რადგან ის აძლიერებს ორგანიზმს, რომელიც იოლად ებრძვის ვირუსებს, ინფექციებს და დაავადებებს.
ანემიის სამკურნალო:
ოპერაციების, ან მშობიარობის შემდეგ, როცა ადამიანი კარგავს სისხლს, მედიკოსები ურჩევენ პაციენტებს მიიღონ ლიჩის ნაყოფი. ლიჩი ეკუთვნის ამ პროდუქტების ჯგუფს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს სპილენძს.
ნაყოფის ერთ-ერთი იშვიათი თვისება სექსუალური სურვილის ზრდაა. ამიტომ მას ” სიყვარულის ნაყოფს” უწოდებენ.
სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინების სიუხვის გამო იგი ძალიან სასარგებლოა თმებისა და ფრჩხილებისათვის.
უკუჩვენებები:
ლიჩის ნაყოფის მიღება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აწუხებს სახსრები და დიაბეტი. აგრეთვე სიფრთხილით უნდა გამოიყენენონ, მათ ვისაც აწუხებს ალერგია.
გაფრთხილება:
ნაყოფის მიღებისას აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ლიჩის კურკა, რომელიც შხამიანია.