EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 14 დეკემბერს თბილისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2018-12-13 20:06:45

14 დეკემბერს თბილისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

energy-management

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 14 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე დიდუბის რაიონში შეზღუდვა შეეხება სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრის, დიღმის მასივის I, V კვარტლების, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ნინო ჯავახიშვილის, ესმა ონიანის, ჭოხონელიძის, ბოხუას, მიხეილ ჭიაურელის, ახმეტელის, ჩაჩავას, მიხეილ იოსელიანის, მიქელაძის და რონდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ამასთან, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე დროის შუალედში, ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება სამტრედიის, აგლაძის, ხოშარაულის და ალექსი გოგოლაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა დავით აღმაშენებლის გამზირის მცხოვრებლებს შეეხება. ამასთან, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა მიხეილ წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს შეეხება.
 
ელექტროენერგიით მომარაგება შეიზღუდება მთაწმინდის რაიონშიც. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლებს შეეხება.
 
ასევე, ისნის რაიონში 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქინძმარაულის, ნაკადულის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გარდა ამისა, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო საბურთალოს რაიონში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის, დოლიძის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ამაზე მიზეზით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ოთარ ჩხეიძის, ნუცუბიძის, თოფურიას და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ელექტრომომარაგება შეიზღუდება ვაკის რაიონშიც. საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბაგების დასახლების, უჩანეიშვილის და იმედაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ამასთან, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
როგორც „თელასის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო კრწანისის რაიონში,
 
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ათონელის ქუჩის მცხოვრებლებს შეეხება.
 
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხეხილ-სანერგე მეურნეობის მცხოვრებლებს.
 
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:თორნიკე ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ასევე, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VI და VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
როგორც „თელასის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. კომპანიის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.