EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თვითმართვად მანქანა-სასტუმროში ძილი, მუშაობა და სარეცხის გარეცხვა იქნება შესაძლებელი »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2019-01-12 19:46:04
თვითმართვადი მანქანების მომრავლება ადამიანებს უფრო და უფრო მეტ დროს უტოვებს პროდუქტიულობისთვის. დროის საჭესთან გატარების მაგივრად მგზავრობის დროს ბევრი სხვა საქმის გაკეთება შეიძლება, მათ შორის ფილმების ყურება, მაილებზე პასუხის გაცემა და ა.შ. კომპანია Aprilli-ს თვითმართვადი სასტუმროს კონცეფცია კი ამ ჩამონათვალს კიდევ უფრო ზრდის.
საუბარია თვითმართვად ავტომობილზე, რომელიც სასტუმროს ოთახივით არის მოწყობილი - მასში შესაძლებელია ძილი, მუშაობა და სარეცხის გარეცხვაც კი.
შარშან ცოლთან ერთად დატვირთულ რეჟიმში მომიწია მოგზაურობა, რა დროსაც გავიაზრე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დრო, რომელიც ქალაქიდან ქალაქში გადასაადგილებლად არის საჭირო, მათ შორის ძილისთვის და მუშაობისთვის. ამ დროს მივხვდი, რომ ავტომობილების ინტერიერის ამ აქტივობებზე მორგებას დიდი პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს. - სტივ ლი, კონცეფციის ავტორი
ამ დროისთვის თვითმართვადი სასტუმრო მხოლოდ კონცეფციის დონეზე არსებობს, თუმცა მისი განხორციელება სავსებით რეალისტურია. ფუტურისტული იდეები, მათ შორის მიმტანი რობოტები და მაღაზიები მოლარეების გარეშე თავდაპირველად კონცეფციის დონეზე შეიქმნა და ზოგიერთ ადამიანს გიჟურადაც კი ეჩვენებოდა. თუმცა ეს იდეები დღეს უკვე განხორციელებულია, რაც თვითმართვადი სასტუმროს კონცეფციის რეალობაში გადმოტანის ალბათობას ამაღლებს.
პროექტი ჯერ მხოლოდ კონცეფციის დონეზეა, თუმცა მისი განხორციელება რეალისტური