EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ნახევარი ქალაქი დადის ნიღბებით »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2019-01-13 10:37:33

ნახევარი ქალაქი დადის ნიღბებით

H1N1

ნახევარი ქალაქი დადის ნიღბებით, დეფიციტია და ლამისაა აქციები დაიწყოს ნიღბების მოთხოვნით: 
➡ ის, რასაც თქვენ იყენებთ უხშრესად, არის ე.წ ქირურგიული ნიღაბი:
➡ გრიპის სეზონზე ნიღბის ქუჩაში ტარებას დიდი აზრი არ აქვს, სწრაფად კონდენსირდება და გამოყენებისათვის უვარგისი ხდება.
➡ უნდა გამოიცვალოთ დანოტივებისთანავე, ან 2-3 სთ. ში ერთხელ. 
➡ აღნიშნული ნიღაბი ინფიცირებული(ან, პოტენციურად ინფიცირებული) ადამიანისგან იცავს სხვებს.
➡ ჯანმრთელი ადამიანების მიერ მის გამოყენებას შესაძლებელია ქონდეს მექანიკური დაცვის მომენტი, ვინაიდან ნაკლებად იკიდებთ ხელს ცხვირ-ტუჩს არეში. გიცავთ შედარებით დიდი ზომის ნაწილაკებისგან, მაგრამ ის ატარებს მცირე ზომის ნაწილაკებს. 
➡ მრავალი კვლევის თანახმად, 
დამოუკიდებლად, მხოლოდ ნიღბის გამოყენება არ ამცირებს ავადობის რისკს, აუცილებლად უნდა დავიბანოთ ხელები ხშირად, თბილი წყლითა და საპნით. კომბინაცია ამცირებს ავადობის რისკს, მათ შორის ინფიცირებული ოჯახის წევრის შემთხვევაში. 
➡ 0.3 მიკრონზე ნაკლები ზომის ნაწილაკებს არ ატარებს ნიღაბიN95. შესაბამისად მას მეტად აქვს ჯანმრთელი ადამიანის დაცვის ფუნქცია, თუმცა არა სრულყოფილი.
➡ ქირურგიული ნიღბის მოხმარების მხოლოდ 1 სწორი გზა არსებობს:ცისფერი(ან სხვა ფერადი) ზედაპირი გარეთ.თუ ორივე მხარე თეთრია, აუცილებლად ნახავთ ნიშნულს, საით უნდა იყოს მიმართული ესა თუ ის მხარე. 
➡ თეთრი და ფერადი მხარე, რომ თითქოსდა სიგნალია, დაავადებულს უკეთია თუ ჯანმრთელს, მითია! არანაირი მსგავსი სიგნალი, ნიშანი, ინდიკატორი არ არსებობს))
➡ 1-1 კიდეში არსებული რკინა უნდა მოთავსდეს მჭიდროდ ცხვირზე.
➡ ნიღაბი უნდა ფარავდეს როგორც პირს, ასევე ცხვირის ნესტოებს სრულად!
➡ მიიღეთ ადკვატური რაოდენობის სითხე, იძინეთ კარგად, იკვებეთ ჯანსაღად, ხშირად გაანიავეთ ოთახი, ნუ ივლით საზ. თავშეყრის ადგილებში. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ოჯახის ექიმს/პედიატრს.
 
‼ და კიდევ ერთხელ: ბანანით არც გრიპის ვირუსი შეგეყრებათ და არც შიდსის :)
ბორის მჟავა, წყალბადის ზეჟანგი, სოდა და ძმანი მათნი ვერც დაგიცავენ ვირუსისგან და ვერც გიმკურნალებენ.
შესაბამისად- მოეშვით თვიშემოქმედებას.
ვაქცინაცია(არც გრიპის და არც სხვა) აუტიზმს არ იწვევს!
‼ მომავალ წელს მაინც აიცერით. 
კიდევ კარგი ლუგარის მსგავსი ლაბორატორიები არსებობს დედამიწაზე, თორემ აქამდე ან შავი ჭირი ამოგვწყვეტდა ან ყვავილი.
 
გისურვებთ ჯანმრთელობას