EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« განსხვავება გრიპსა და გაციებას შორის »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2019-01-13 10:43:54

განსხვავება გრიპსა და გაციებას შორის

fever-measuring

შემოდგომა - ზამთრის სეზონზე გრიპი და გაციება ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რასაც ბავშვებსა და მოზარდებში დიდი ყურადღება ეთმობა.
 
თუმცა სეზონური გაციების დროს, პაციენტების უმეტესობამ არ იცის, რომ გრიპსა და გაციებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
 
ორივე მათგანს განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს და მკურნალობაც სხვადასხვაგვარია.
 
სპეციალისტების ინფორმაციით, გრიპს იწვევს ოთხი სახეობის ვირუსი. გაციებას კი იწვევს 200-მდე სახეობის რინოვირუსი. 
 
გრიპი „მიზანში იღებს“ ცხვირს, ყელს და ფილტვებს. გაციების სამიზნეა მხოლოდ ცხვირი და ყელი. 
 
ამასთან, ექიმების ცნობით, გაციებისგან განსხვავებით, გრიპი მძიმე დაავადებაა.
 
გრიპის დროს სიმპტომები არის უეცარი. გაციების დროს ეტაპობრივად იმატებს. გრიპის დროს ტემპერატურა დამახასიათებელია. გაციების დროს კი იშვიათად იმატებს.
 
ტკივილი და მტვრევის შეგრძნება გრიპის დამახასიათებელი სიმპტომებია. გაციების დროს შესაძლოა საერთოდ არ იყოს. ასევე გრიპს ახასიათებს კანკალი. რაც გაციებასთანკავშირში გამორიცხულია. სისუსტე და გაბრუება ახასიათებს გრიპს და არ ახასიათებს გაციებას. ცემინება და გაჭედილი ცხვირი გრიპს ახასიათებს იშვიათად. გაციების შემთხვევაში კი ხშირია. ყელის ტკივილი უფრო აღინიშნება გრიპის დროს ვიდრე გაციებისას, ასევე დამახასიათებელია ხველა და თავის ტკივილი გრიპის შემთხვევაში.
 
სპეციალისტების განმარტებით, გრიპისა და გაციების დროს სასურველია პაციენტმა მიიღოს ბულიონი. რადგან, ბულიონში შემავალი ნივთიერება კარნოსინი, ადამაინის ორგანიზმს იცავს ვირუსებისგან.
 
ამასთან, გაციებას და გრიპს არანაირი კავშირი არ აქვს სიცივესთან. გაციებას იწვევს ვირუსი.
 
სპეციალისტების თქმით, სტატისტიკურად, პანდემიური სეზონის დროს გრიპის ვირუსით 1000-მდე ადამიანი ავადდება. ამიტომ, საზოგადოებას მოუწოდებენ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.