EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« შემოდგომაზე შარდის ბუშტს მოფრთხილება სჭირდება »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2013-01-30 23:29:21
ვისაც ქრონიკული ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება) აქვს, მშვენივრად იცის, როგორი სიმწვავით იცის თავის შეხსენება ამ დაავადებამ შემოდგომაზე. თუ ასეთი რამ დაგემართათ, გირჩევთ:
* აიღოთ 1 წილი შვიტისა და 1 წილი გვირილის ყვავილი, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღოთ 5 წუთი, 1 საათის შემდეგ გადაწუროთ და მიიღოთ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე.
მკურნალობის კურსი 10 დღეა.
* აიღოთ 2 წილი ოხრახუშის თესლი და 3 წილი დათვის კენკრა, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხათ 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩეროთ 6 საათი, შემდეგ ხარშოთ 7-10 წუთი, გადაწუროთ და მთელი დღის განმავლობაში სვათ.
მკურნალობის კურსი 1 კვირაა.
* შეგიძლიათ, აიღოთ ნიახური და ფესვიანად მოხარშოთ, გადაწუროთ და მოხარშული ფესვი დღის განმავლობაში სურვილისამებრ მიირთვათ, ნახარში კი დღეში 3 ჭიქა მაინც უნდა დალიოთ.
მკურნალობის კურსი 10 დღეა.
ცხვირზე გაღიზიანებულ კანს მოგიშუშებთ...
ქრონიკული სურდო, გარდა იმისა, რომ არღვევს ცხვირით სუნთქვის პროცესს, ვნებს ცხვირის კანსაც. აქერცლილი, გაწითლებული, შეშუპებული ცხვირით ადვილად ამოიცნობთ ქრონიკული სურდოთი დატანჯულ ადამიანს.
თუ სიცივეში ცხვირი გიწითლდებათ, დილა-საღამოს (ოღონდ არა შინიდან გასვლის წინ) გაიწმინდეთ ცაცხვის ყვავილის ტკბილი ნახარშით.
კვირაში 2-3-ჯერ ცხვირზე მონაცვლეობით დაიდეთ გვირილის ჯერ ცხელ, მერე კი ცივ ნახარშში ამოვლებული საფენები. ნახარში ასე მზადდება: 1-2 სადილის კოვზ გვირილის მშრალ ყვავილს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და 10 წუთი ადუღოთ, გააცივოთ და გადაწუროთ.
აიღეთ ალოეს ახალგამოწურული წვენი, დაუმატეთ ორჯერ ნაკლები მოცულობის წყალი, დოლბანდი რამდენიმე ფენად გაკეცეთ, ამ სითხეში ამოავლეთ, ოდნავ გაწურეთ და ისე დაიდეთ შეწითლებულ სახეზე 15 წუთით.
მკურნალობის კურსი 20-25 პროცედურაა (დღეგამოშვებით).
სასარგებლოა კომბოსტოს ცოცხალი წვენიც. მასში უნდა ამოავლოთ ბამბის ფთილა ან დოლბანდის ტამპონი და დაიდოთ სახეზე 15-20 წუთით.
პროცედურა უნდა გაიმეოროთ დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსი 20-25 პროცედურას მოიცავს.
შეგიძლიათ სცადოთ მწიფე პომიდვრის ნიღაბიც: უნდა გახეხოთ და ყოველდღე 15 წუთით დაიდოთ სახეზე.
მკურნალობის კურსი 20 პროცედურაა.
"ადამის გული" რომ არ დაავადდეს
"ადამის გული" - ხატოვნად ასე უწოდებენ წინამდებარე ჯირკვალს - რომ არ დაგიავადდეთ, ასე უნდა მოიქცეთ:
არაქისი ტაფაზე კარგად მოხალოთ, გააცივოთ, გაფცქვნათ და როდინში დანაყოთ, მერე აიღოთ 2 სუფრის კოვზი დანაყილი არაქისი, ჩაყაროთ თერმოსში, დაამატოთ 3 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ტუხტის ფესვი და დაასხათ 0,5 ლ მდუღარე რძე, გააჩეროთ ღია თერმოსში 20 წუთი, შემდეგ მჭიდროდ დაახუროთ თავზე და კიდევ 10 საათი გააჩეროთ.
უნდა მიიღოთ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20-40 წუთით ადრე. სასურველია, ბოლო ულუფას დააყოლოთ 1 პატარა თავი ხახვი და 1-2 კბილი ნიორი. მკურნალობის კურსი 10 დღეა. ორკვირიანი შესვენების შემდეგ აუცილებელია კურსის გამეორება.
სასარგებლოა წაბლის ქერქიც: აიღეთ 25 გრამი, დააქუცმაცეთ და დაასხით 250 მლ სპირტი, 10 დღე გააჩერეთ სიბნელეში, დროდადრო შეანჯღრიეთ, 10 დღის შემდეგ კი გადაწურეთ. უნდა მიიღოთ დღეში 2-ჯერ - 40-50 წვეთი, გაზავებული ცოტაოდენ წყალში.