EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« წყალბადის ზეჟანგით გრიპის მკურნალობა ტყუილი და ხიფათის შემცველია »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: Demien

თარიღი: 2019-01-13 10:59:01

წყალბადის ზეჟანგით გრიპის მკურნალობა ტყუილი და ხიფათის შემცველია

წყალბადის ზეჟანგი-პერეკისი

„ღორის გრიპის" გავრცელებისთანავე უამრავმა საიტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია წყალბადის ზეჟანგზე და ის ლამის პანაცეად მოიხსენია.
თან აღნიშნული ინფორმაცია სულაც არ ეკუთვნის სამხედრო მედიცინის ერთ–ერთ კორიფეს, ივან ნეუმივაკინს. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ პროფესორს ამ თემაზე საერთოდ არასდროს არ უსაუბრია. უბრალოდ მეტი დამაჯერებლობისათვის ძალზე ცნობილ და ავტორიტეტულ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს "მიაწერეს" დეზინფორმაცია.
აშშ-ს მინესოტას მომწამვლელი ნივთიერებების კონტროლის ცენტრის მეცნიერმა-ტოქსიკოლოგმა ენ არენსმა განაცხადა, რომ არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული მონაცემები წყალბადის ზეჟანგის "ღორის გრიპის" ან საერთოდ გრიპის სამკურნალოდ გამოსაყენებლად არ არსებობს.
დააკვირდით, რა აწერია წყალბადის ზეჟანგის კოლოფს: "მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის"!
რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ გარეგანად. 
აღნიშნული პრეპარატის დანიშნულებაა ნაკაწრიდან, ჭრილობიდან ან ტროფიკული წყლულის არსებობის პირობებში დაზიანებულ ადგილს მისი სპეციფიკური "შუშხუნა" მოქმედებიდან გამომდინარე ჭრილობაში ჩაბუდებული მიკრობები "გამოაძევოს" ჭრილობიდან.
პერორალურად მიღებისას კუჭში მოხვედრისას (თუნდაც წყალთან განზავებული წყალბადის ზეჟანგის პირობებშიც), იწყება რეაქცია კუჭის წვენსა და წყალბადის ზეჟანგს შორის, რასაც შესაძლოა უამრავი გართულება მოჰყვეს.
 
დავლიოთ თუ არა წყალბადის ზეჟანგი - რას გვირჩევენ ამერიკელი ექიმები?
 
ქართულ ინტერნეტსივრცეში ბოლო დროს ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ,
რომ წყალბადის ზეჟანგი არის უნიკალური სამკურნალო საშუალება მრავალი დაავადების წინააღმდეგ, ვრცელდება ვიდეორგოლებიც, რომელთა ავტორები გვირჩევენ წყალბადის ზეჟანგის რეგულარულ მიღებას ინფექციების პროფილაქტიკისთვის, ალერგიის, სიმსუქნის და სიმსივნის სამკურნალოდაც კი.
 
გვესაუბრება ექიმი თამარ მამაცაშვილი, მკურნალი.გე-ს მთავარი რედაქტორი:
 
- ჩვენ დავინტერესდით, არსებობდა თუ არა ანალოგიური ინფორმაცია ამერიკის მოსახლეობაში, შევისწავლეთ არაერთი საინფორმაციო წყარო და აღმოჩნდა, რომ ამ პრობლემით ამერიკელი ექიმებიც არიან შეშფოთებულნი. იქაური მოსახლეობაც მოხიბლა ცნობამ იმის შესახებ, რომ წყალბადის ზეჟანგი უნივერსალური სამკურნალო საშუალება ყოფილა და იქაც
მასობრივად დაიწყეს მისი მიღება.
 
ექიმები გაოცებულები არიან, რომ 21-ე საუკუნეში ასეთ საკითხზე უხდებათ განგაშის ატეხვა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ადამიანები ადვილად ექცევიან საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული არასწორი მოწოდებების გავლენის ქვეშ.
 
ამერიკელი ექიმები  აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ არ გამოიყენონ წყალბადის ზეჟანგი დასალევად, რადგან შეიძლება შედეგად
შეკითხვა ექიმს
- ჩემ დას გამუდმებით სჭირდება ნემსების დარტყმა დუნდულაზე, ისეთი დაავადება სჭირს, რომ აუცილებელია და სულ ნემსები ირტყას, იმდენი საშუალება არ გვაქვს, რომ ექთანს ფული გადავუხადოთ ამიტომ მაინტერესებს არის სადმე ისეთი დაწესებულება, რომ შემასწავლონ, როგორ...
რეანიმაციაში ამოყონ თავი. უკვე აღინიშნა ადამიანთა მოწამვლის არაერთი შემთხვევა. იყო კუჭისა და საყლაპავის ლორწოვანის დამწვრობის შემთხვევები, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა, როდესაც ადამიანები წყალბადის ზეჟანგის კონცენტრირებულ (35%-იან ან უფრო მეტი კონცენტრაციის) ხსნარს მოიხმარენ.
 
მისი ორგანიზმში მოხვედრისას კუჭში გამოთავისუფლდება დიდი რაოდენობით ჟანგბადი, რომელიც უკეთეს შემთხვევაში კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებას და ღებინებას იწვევს, უარეს შემთხვევაში კი უფრო სერიოზული დაზინებები შეიძლება გამოიწვიოს, არის რისკი, რომ ჟანგბადის ბუშტუკები კაპილარული ქსელით მოხვდება სისხლის მიმოქცევის წრეში, გადაინაცვლებს ტვინისკენ და გამოიწვევს კრუნჩხვას და ინსულტის მსგავს დაზიანებას. ასეთ შემთხვევაში წყალბადის ზეჟანგის მიღება შეიძლება ლეტალურადაც კი დასრულდეს.
 
მინესოტის მომწამლავ ნივთიერებათა კონტროლის სისტემის ტოქსიკოლოგი ენ არენსი აღნიშნავს, რომ არავითარი მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები წყალბადის ზეჟანგის იმ ეფექტების შესახებ, რის რეკლამირებასაც ეწევიან სხვდასხვა საიტები, არ არსებობს. მისი მიღება მხოლოდ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.
 
წყალბადის ზეჟანგი არის ანტისეპტიკური საშუალება. კანის დაზიანებულ უბანთან, ან ლორწოვან გარსთან კონტაქტისას, გამონთავისუფლდება აქტიური ჟანგბადი, ამ დროს ხდება მექანიკური გასუფთავება და ორგანული ნივთიერებების ინაქტივაცია (პროტეინები, სისხლი, ჩირქი).
ანტისეპტიკური მოქმედება არ არის მასტერილებელი, მისი გამოყენებისას ხდება მიკროორგანიზმების მხოლოდ დროებითი შემცირება.
დიდი რაოდენობით ქაფის წარმოქმნა ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას და წვრილი სისხლძარღვებიდან სისხლდენის შეჩერებას.
 
მიღების ჩვენებებია:
ლორწოვანი გარსების ანთებითი დაავადებები, ჩირქოვანი ჭრილობები, ზედაპირული ჭრილობებიდან კაპილარული სისხლდენა, სისხლდენა ცხვირიდან. დეზინფექციისა და დეზოდორირებისათვის: სტომატიტი, ტონზილიტი, გინეკოლოგიური დაავადებები.
 
 
იმის გამო, რომ ჩვენში წყალბადის ზეჟანგის დასალევად გამოყენების მოწოდება რუსული საიტებიდან შემოვიდა, გთავაზობთ ინფორმაციას რუსული წყაროდანაც:
 
რატომ არ შეიძლება წყალბადის ზეჟანგის დალევა?
 
ინტერნეტში ვრცელდება სასწაულებრივი რეცეპტები, რომლებიც წყალბადის ზეჟანგის დალევას გვთავაზობენ. ზოგიერთი მათგანი ნაკლებად საშიშია, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის.
 
თუ გავითვალისწინებთ, რომ ზეჟანგი ყველა ცოცხალ ორგანიზმს ანადგურებს, მისი ზემოქმედებით ნადგურდება არ მხოლოდ მავნე, არამედ ორგანიზმისთვის საჭირო სასარგებლო ბაქტერიებიც, დალევის შედეგად კი განადგურდება კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა და თქვენ შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.
 
ინსტრუქციაში მითითებულია, რომ ზეჟანგი მხოლოდ გარეეგანი ხმარებისთვის გამოიყენება და მისი დალევა აკრძალულია.
ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ზეჟანგის განზავებით დაბალ კონცენტრაციამდე შესაძლებელი გახდება მისი დალევა. მაგრამ მედიცინას ჯერ არ შეუსწავლია რა მოქმედებას მოახდენს ადამიანის ორგანიზმზე განზავებული წყალბადის ზეჟანგი. არ არის გამორიცხული, რომ დროთა განმავლობაში მისი მიღების შემდეგ გარკვეული პათოლოგიური ცვლილებები განვითარდეს.
 
ნუ დაგვავიწყდება, რომ გარეგანი გამოყენებისასაც კი წყალბადის ზეჟანგი ზოგჯერ ძლიერ დამწვრობას ან ალერგიულ რეაქციას იწვევს და მის გამოყენებას არაერთი უკუჩვენება აქვს.
ამიტომ აჯობებს მკაცრად მივსდიოთ პრეპარატის ინსტრუქციას.