EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ისტორია სოფ.ხიდისთავის შესახებ »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2019-01-13 12:01:53

ისტორია სოფ.ხიდისთავის შესახებ

khidistavi

1964 წლის მაისში ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპედიციამ (რ. გიორგაძე, ალ. კალანდაძე) მდინარეების კალაშისა და გუბაზოულის შესაყარში აღმოაჩინეს მეზოლითური ნამოსახლარი.მოპოვებულ ძეგლებშია ბრინჯაოს თოხები, ბრინჯაოს ბარი, სპილენძის ზოდები, სპილენძის ქვაბი და ა.შ.
 
ხიდისთავის ძველი სახელწოდებაა ოცხანა. ის იყო ბასილეთის სასოფლო საზოგადოების ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები ოცხანა, ბასილეთი და მეწიეთი. აქ მოდიოდა ვაზის ჯიში ოცხანური საფერე. XVI საუკუნეში ოცხანას მოსახლეობა შეადგენდა 20 კომლს. თემი როსტომ გურიელმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს. 1870-იან წლებში საზოგადოების მოსახლეობა 400 კომლს შეადგენდა. ოცხანაში მოქმედებდა ბაზარი და ამიტომ ხიდისთავი ქალაქადაც მოიხსენიებოდა.1903 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა.
 
სოფელში დგას ობელისკი, რომელიც აღმართულია იმის ნიშნად, რომ 1905 წლის რევოლუციის დროს აქ სიტყვით გამოვიდა იოსებ სტალინი. სტალინის სახელი ეწოდა საბჭოთა პერიოდში მოქმედ კოლმეურნეობას, რომლის ძირითადი საქმიანობა მეჩაიეობა და მეცხოველეობა იყო.