EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ავტომობილის და რობოტის ჰიბრიდის შექმნაზე Hyundai ორი წელია მუშაობს »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: admin
თარიღი: 2019-01-13 12:30:38
უკვე ორი წელია Hyundai კომპანია Sundberg-Ferar-თან ერთობლივ პროექტ Elevate-ზე მუშაობს. Elevate ავტომობილის და რობოტი ჰიბრიდია, რომელიც ოთხ ფეხზე დგას. ლას ვეგასში გამართულ გამოფენა CES- ზე პროექტის შესახებ დეტალურად Hyundai-ს ვიცე- პრეზიდენტმა ჯონ სუმ ისაუბრა.
როგორც გაირკვა, Elevate-ის ოთხივე ფეხს ბორბალიც გააჩნია, რომლებსაც 360 გრადუსით შემობრუნება შეუძლიათ. თავად ავტომობილის ფეხი საოცრად მოქნილი მექანიზმია, რომელიც იხრება და სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს. გზაზე მოძრაობის დროს Elevate-ის სხვა ავტომობილებისგან გარჩევა რთულია, რადგან მისი “კიდურები” იკეცება. მაგრამ საკმარისია ავტომობილი ქვიან გზაზე ან თოვლში მოხვდეს, რომ ის სრულად გარდაიქმნება. ოთხი “კიდური” მანქანის კორპუსს მაღლა აწევს და რთულ მონაკვეთს რეპტილიასავით გაივლის.
Elevate-ის ძირითადი დანიშნულება სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა იქნება. ავტომობილს შეუძლია ღრმა ნაპრალებზე გადააბიჯოს და კედლებზე გადაძვრეს.Hyundai-ს ინჟინრები არ გამორიცხავენ, რომ Elevate შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების დახმარების მიზნითაც გამოიყენონ. ჯერჯერობით უცნობია ავტომობილ-რობოტის წარმოებაში ჩაშვების თარიღი და მისი ფასი.
popx.ge