EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიები საფრთხეს უქმნის მსოფლიოს, ზოგი კი ამტკიცებს რომ რუსული პროპაგანდაა. »
კატეგორია: სხვაავტორი: admin
თარიღი: 2019-01-30 14:41:10
ამა წლის 16 ივნისს ატლანტაში (ჯორჯიის შტატი, აშშ) აშშ-ის ბიოტერორიზმის თავიდან აცილების სახელმწიფო ლაბორატორიის 80-ზე მეტ მეცნიერსა და მოსამსახურე პერსონალს უცნაურ და ჯერ კიდევ გაურკვეველ ვითარებაში უკონტროლო კონტაქტი ჰქონდათ ციმბირის წყლულის ბაქტერიებთან და არ არის გამორიცხული, ისინი სიცოცხლისთვის ამ ძალიან სახიფათო დაავადებით დასნეულდნენ.
ციმბირის წყლულის ბაცილა (BACILLUS ANTHRACIS) ცხოველებისა და ადამიანის სიცოცხლისთვის ძალიან საშიში ინფექციური დაავადების გამომწვევია. ის ხასიათდება გარემო პირობებისადმი მაღალი შედეგობით,მისი სპორები წლობით ინახება,უძლებს მაღალ ტემპერატურას დასადეზინფექციო საშუალებებსაც კი.
ციმბირის წყლულის ბაქტერიები უკვე გამოიყენეს ტერორისტული მიზნებისთვის, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი: 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ტერორისტებმა ციმბირის წყლულის ბაქტერიებიანი წერილები რამდენიმე მედიასაშუალების ოფისში გაგზავნეს, აგრეთვე, გაუგზავნეს აშშ-ის 2 სენატორს. შედეგად დაავადდა 17 ადამიანი, მათგან დაიღუპა 5. გამოძიებამ დაადგინა, რომ კვალი მიდიოდა ვირუსოლოგთან, რომელიც ცოტა ხნით მუშაობდა ფორტ-დეტრიკში (მერილენდის შტატი) მდებარე ინფექციური დაავადებების სამხედრო სამედიცინო ინსტიტუტში.
სააგენტო «როიტერის» მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 ივნისს ბაქტერიების სახიფათო გაჟონვა მოხდა ატლანტის ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორიაში, სადაც დაცვის განსაკუთრებით მკაცრ ზომებს მიმართავენ, რადგან მისი თანამშრომლები ციმბირის წყლულის ცოცხალ ბაქტერიებზე მუშაობენ!
აღსანიშნავია, რომ მრავალრიცხოვანი ამერიკული «სამედიცინო დაწესებულები», რომლებიც პენტაგონის დაკვეთებს ასრულებენ და რომლებსაც ეს უწყება აფინანსებს, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში სენის გავრცელების საფრთხეს ქმნის. ეს ცენტრები, რომლებიც ბიოტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად არიან მოწოდებულნი, თვითონ წარმოადგენენ საფრთხის ახალ წყაროებს და არა მხოლოდ აშშ-ის მასშტაბით. სუსტი კონტროლის გამო, ასეთი ლაბორატორიებიდან ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულმა ადამიანებმა რამდენიმეჯერ მოიპარეს საშიში მიკრობები და ბიოტექნოლოგიები.
ოფიციალური მონაცემებით, 2006 წლისთვის მხოლოდ აშშ-ში აღრიცხული იყო 400-ზე მეტი ასეთი დაწესებულება, რომლებიც პენტაგონისა და ამერიკული სპეცსამსახურების საიდუმლო პროგრამებზე მუშაობენ. გერმანიაში კი ე.წ. ბიოლაბორატორიების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯროებენ.
«ტერორიზმთან ბრძოლის» ლოზუნგს ამოფარებულმა ვაშინგტონმა რაკეტ საწინააღმდეგო სისტემების დამუშავებასთან ერთად აქტიურად დაიწყო თავდაცვის ბიოლოგიური სისტემის შექმნაც _ როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ამ პროგრამის განხორციელებაში აშშ–ის პარტნიორები არიან: უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი,ყაზახეთი, უბზეკეთი, ყირგიზეთი და სომხეთი, თუმცა თეთრი სახლი რეგულარულად აფართოებს თავდაცვის ბიოლოგიური სისტემის ზონას.
სისტემაში აქტიურად არიან ჩართული ავღანეთი, პაკისტანი,ბურუნდი, კენია, უგანდა, ინდოეთი,ერაყი, ტანზანია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და სხვ.
ამ მიზნებისთვის პენტაგონმა მხოლოდ 2012 წელს 60 მლნ დოლარი დახარჯა. ზემო აღნიშნული ქვეყნების მოსახლეობა ინფორმირებული არარის, რა საიდუმლო პროექტებს ახორციელებს მათ ტერიტორიაზე პენტაგონი. თბილისის აეროპორტთან ახლოს მდებარე ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიას ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ანა ჟვანია, მას კიკურატორობს ატომური, ქიმიური დათავდაცვითი პროგრამების საკითხებში აშშ–ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ენდრიუ ვებერი. ცნობილია ისიც, რომ ამ ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედროები მუშაობენ, ცდები კი მკაცრად არის გასაიდუმლოებული. უცხოურ პრესაში ხშირად იწერება ასეთი ლაბორატორიების შექმნისთაობაზე უკრაინაში, აზერბაიჯანსა დაყაზახეთში. უკრაინაში პენტაგონმარამდენიმე ბიოლოგიურილაბორატორია შექმნა, რომლებიცგანსაკუთრებით საშიშ ორგანიზმებსიკვლევენ. ამერიკელებმა ესლაბორატორიები განალაგესუკრაინის დიდ ქალაქებში: ლვოვში,ოდესაში, ხარკოვში,დნეპროპეტროვსკში, ვინიცაში,ხერსონში, ლუგანსკში და, რა თქმაუნდა, ეს «ცენტრები» მომაკვდინებელსაფრთხეს უქმნის ადგილობრივმოსახლეობას, თუგავითვალისწინებთ იმას, რომ 16ივნისს ინციდენტი მოხდა ამლაბორატორიაში, სადაც კონტროლიგაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე,ვთქვათ, უკრაინაში. იმ ფონზე, რაცახლა უკრაინაში ხდება, საფრთხეგაცილებით იმატებს, რადგანუკრაინელი ნაციონალისტებითდაკომპლექტებულ რადიკალურადგანწყობილ «მემარჯვენე სექტორის»წარმომადგენლებს ხელს ვერავინშეუშლის, თუკი ისინი მსგავსი«ცენტრების» პროდუქციის გასაღებითდაინტერესდებიან. ისიცაღსანიშნავია, რომ ლუგანსკი, სადაცამერიკელებმა ბიოლოგიურიკვლევების ლაბორატორია შექმნეს,არაერთხელ დაბომბეს უკრაინელმანაციონალისტებმა.
აშშ, რომელსაც მსოფლიოზე ბატონობა სურს, არად დაგიდევთ 1972 წლის კონვენციის მოთხოვნებს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ და მსოფლიოში მიკრობიოლოგიურ კვლევებზე ტოტალური კონტროლის დაწესებას ცდილობს.
შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავალი ერთია _ უნდა გასაჯაროვდეს ინფორმაცია აშშ-ის მიერ უცხო ქვეყნებში შექმნილი ყველა «ცენტრისა» და «ლაბორატორიის» მოღვაწეობის შესახებ, აგრეთვე, ამ «ცენტრების» ფუნქციონირებისთვის პენტაგონისა და ქვეყნების მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები. ამ ლაბორატორიების მუშაობაზე მსოფლიოს საზოგადოებრიობამ კონტროლი უნდა დააწესოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ბიოლოგიური იარაღის მძევალი გახდება.
«ნოვოე ვოსტოჩნოე ობოზრენიე»
ru.journal-neo.org
გაზეთი საქართველო და მსოფლიო 2014წელი. ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.