EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის საშიშროებაზე »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2019-01-30 19:11:17
ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის საშიშროებაზე უამრავი მშობელი ღელავს. ტყვია საკვებსა თუ სათამაშოებში არა ერთხელ გახდა მედიის განხილვის თემაც. ეს პრობლემა ჩვენს რეალობაში ახალია და მშობლებს უამრავი კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩებათ. ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე ამ თემაზე ვრცლად საუბრობს.
- ტყვიის შემცველობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არის მომატებული. ძირითადად მომატებულია დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოს გამო. მაგალითად, ტყვიას შეიცავს ბენზინი, თხევადი გაზი, სანელებლები... თუმცა სანელებლებში მაშინ გვხვდება, როდესაც ქიმიურ ნივთიერებებს უმატებენ. განსაკუთრებით, ჩინეთიდან ან ინდოეთიდან შემოტანილ სანელებლებში შეინიშნება, ასევე სხვადასხვა საღებავებში. ჩვენთან ტყვიის შემცველობა მომატებულია სამშენებლო მტვრის გამო. თბილისი ხომ სამშენებლო ქალაქად გადაიქცა. ბევრია უხარისხო საშენი მასალა და თითქმის ყველა მათგანი შეიძლება იყოს ტყვიის შემცველობის. შესაბამისად, ტყვიით მოწამვლა ვითარდება ადამიანის ორგანიზმში მისი ხანგძლივი მოქმედებით და გააჩნია სხვადასხვა კლინიკური სიპტომატიკის მრავალფეროვნება.
- რა სიმპტომები ახასიათებს ტყვიით მოწამვლას?
- ტყვიით მოწამვლას არა ცალკეული კლინიკური გამოვლინებები, არამედ ზოგადი სიმპტომები ახასიათებს. ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ტყვიით მოწამვლა ყველას ემუქრება. თუ პაციენტი სრულფასოვნად იკვებება, მისი ორგანიზმი გაჯერებულია კალციუმით, ცე ვიტამინით და რკინით, მისი ტყვიით მოწამვლა თითქმის ნულის ტოლია... თუ არ იქნება კვებითი ბალანსი, მაშინ შეიძლება ყველას განუვითარდეს. მე ტყვიით მოწამვლის შემთხვევები თითქმის არც შემხვედრია. სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი იყო.
- როგორ უნდა ამოვიცნოთ ტყვიით მოწამვლა?
- ტყვიით მოწამვლის ამოცნობა არც ისე მარტივია. მაგალითად, ნაწლავთა ინფექციამ, კვებითმა ტოქსიკო ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტული კლინიკური ნიშანი, როგორიც არის – ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, მივარდნილობა და ასე შემდეგ... ტყვიით მოწამვლას კი ახასიათებს ქრონიკული ნიშნები - მეხსიერების დაქვეითება, სხვადასხვა ვერბალური აშლილობები, ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტს ადრეული ნიშნები, დაბალი ინტელექტუალური ინდექსი, სმენისა და მეტყველების დარღვევები...
დიაგნოსტირებას რაც შეეხება, ძირითადად, იზომება სისხლში. ადრე თმაშიც იზომებოდა, მაგრამ ის მეთოდი არაინფორმატიულია. უნდა განისაზღვროს კაპილარულ სისხლში და თუ კაპილარულ სისხლში მაღალია, მერე უკვე ვენურ სისხლში გადავდივართ მის გამოკვლევაზე... ტყვია უერთდება ჰემოგლბინს და შესაბამისად, ვითარდება ქრონიკული მოწამვლის სიპტომები. თუ ორგანიზმი გაჯერებულია კალციუმით, ცე ვიტამინით და რკინით, ტყვია აღარ შეუერთდება ჰემოგლობინს და მიუხედავად მისი მაღალი შემცველობისა, შეიძლება არ გამოიწვიოს მოწამვლა. შეიძლება ხუთმა მიკროგრამმა დეცილიტრმა მოგვცეს მოწამვლა და ორმოცდაათმა არა. ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ნუტრიენტული სტატუსით. თუ ბუნებრივად ვერ იღებს პაციენტი რკინას, ცე ვიტამინს და კალციუმს და მოწამვლის მაღალი რისკის ქვეშაა, აუცილებელია, ხელოვნურად მიიღოს ეს მიკროელემენტები და პოლივიტამინური კომპლექსები... ტყვიით მოწამვლის რისკში შედიან - მინის, პლასმასის და რეზინის მწარმოებლები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებსაც შეხება აქვთ ზუსტად ამ ტყვიის ხელსაწყოებთან, ბენზინგასამართი სადგურების მოსამსახურე პერსონალი, მშენებლობაზე მომუშავე პერსონალი, სანტექნიკოსები... სანტექნიკოსები იმიტომ, რომ ჩვენთან არის ძველი წყლის მილები, რომლებიც შეიძლება ტყვიას შეიცავდეს. ამიტომაც მე ყოველთვის რეკომენდაცას ვაძლევ პაციენტებს საკვების მოსამზადებლად, აუცილებლად გამოიყენონ წყალი – ცივი წყლის შემრევიდან... თბილი წყლის შემრევიდან მას შეიძლება ტყვიის ნაწილაკები გამოყვეს...
1970 წლამდე აშენებულ სახლებში იყენებდნენ საღებავებს, რომელიც ტყვიას შეიცავდა და შესაბამისად, 1970 წლამდე აშენებულ სახლები შეიძლება იყვნენ ტყვიით მოწამვლის რისკ-ფაქტორები. აქედან გამომდინარე, ასეთ სახლებში კოსმეტიკური რემონტი უნდა ჩატარდეს, ან ჩამოფხეკილი უნდა იქნას საღებავები... თიხა მაღალი ტყვიის შემცველობით ხასიათდება. ამიტომაც უნდა ვერიდოთ კუსტარულად წარმოებულ თიხას. მისი პირთან შემხები ზედაპირი, სასურველია საღებავით იქნას დამუშავებული. ჩვენ გაჯერებული გვაქვს ქართული კულტურა თიხის სხვადასხვა ჭურჭელით. სასურველია, კარგად იქნას შესწავლილი შემცველობა და თუ ტყვიას შეიცავს, აუცილებელია მაღალი ხარისხის საღებავებით იქნას დამუშავებული... არსებობს ტყვიის შემცველი კოსმეტიკური საშუალებები, ალკოჰოლური სასმელები. ტყვიით მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს რასაკვირველია უხარისხო სათამაშოებმა, რომლითაც ქართული ბაზარი გაჯერებულია - პლასტილინები, საღებავები – ინდური და ჩინური სათამაშოები... პაციენტებს ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ საძინებელში არ უნდა იყოს არანაირი სათამაშო.
შეიძლება მაღალი ხარისხის სათამაშო იყოს, მაგრამ კაცმა არ იცის, მასში არის თუ არა ტყვიის შემცველობა.
- საგანგაშოდ გვქონია საქმე...
- ქვეყანაში განგაში ზედმეტად არის ატეხილი. კი ბატონო, რისკი მაღალია და ყველანაირი პროფილაქტიკური საშუალებები გათვალისწინებული უნდა იყოს: ბავშვებმა ხშირად უნდა დაიბანონ ხელი, რადგან მაქსიმალურად მოვიშოროთ ის შემხები ზედაპირი, რომელიც ტყვიით იყო დაბინძურებული... მაგალითად პასტილინები, ტყლარწი, რომელიც კატასტროფა იყო და კიდევ კარგი, აიკრძალა... ტყლარწი ყველაზე მეტ ტყვიას შეიცავდა და ტყვიის გარდა ისეთ მავნე ნივთიერბებს, რომელმაც შეიძლება ტყვიაზე უარესი ზემოქმედება გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმზე... სხვადასხვა ფერადი რეზინის თმის სამაგრებია, რომლებიც შეიძლება ტყვიის შემცველი იყოს და ისიც მეტ-ნაკლებად აიკრძალა. სათამაშო ინვენტარი ხშირად უნდა დამუშავდეს სხვადასხვა გამწმენდი საშუალებით, ეს იქნება გამდინარე წყალი თუ სპეციალიზირებული ხსნარებით. აუცილებლად სველი წესით დამუშავდეს საკლასო ოთახები, დილას და საღამოს განიავდეს. ყველა მშობელი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ბავშვი სწორად იკვებება. ნებისმიერი ვიტამინი და მიკროელენტი უფრო კარგად იწოვება ბუნებრივი გზით, ეს იქნება ხილი, ბოსტნეული, ხორცი, ბურღულეული... ბოსტნეული აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს და თუ ვერ ვახდენთ ბავშვების ასეთი კვებით უზრუნველყოფას, სახელმწიფოს აქვს სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობით უმწეო ბავშვებს აძლევს სპეციალურ მიკროელემენტებისა და ვიტამინების დანამატს... არ უნდა გამოვიყენოთ გაურკვეველი წარმოებისა და დაბალხარისხიანი მცენარეული და ხალხური მედიცინის საშუალებები, განსაკუთრებით ჩინური და ინდური. თიხის ჭურჭელი, რომელიც არ ვიცით შეიცავს თუ არა ტყვიას.
ასეთი ჭურჭელი ჯობია გამოყენებული იქნას დეკორაციისათვის და არა პირადი მოხმარებისათვის. სუფრაზე, მაგალითად, რამდენჯერმე ხდება თიხის ჭურჭელის გამოყენება... თიხის ფიალებს ერთმანეთს აწვდიან და მე რამდენჯერმე მინახავს, რომ უცხოელები ეჭვის თვალით უყურებდნენ ამ სასმისს და თავად არ სვამდნენ. მათ ჩვენზე მეტი იცოდნენ მაშინ უკვე... მაგალითად, საქართველოს 30% თონის პურს მოიხმარს, მაგრამ იქ საფრთხე არ არის, რადგან თიხა ნატურალურია. თუ გაურკვეველი წარმომავლობის არის თიხა, მაშინ არის საფრთხე.
საკვები ყოველთვის უნდა შევინახოთ მინის ან უჟანგავი რკინის ჭურჭელში და არა გახსნილი კონსერვის კოლოფებში. საკვებად უნდა გამოვიყენოთ როგორც ვახსენეთ აუცილებლად ცივი წყლის შემრევიდან და სასურველია წყალმა რამდენიმე წუთი იდინოს. ასევე საკვები უნდა მომზადდეს გამდინარე წყლით და არა ცისტერნაში დაგროვებული წყლით. ცისტერნის წყალი შეიძლება იყოს როგორც ნაწლავთა ინფექციის წყარო, ასევე სხვადასხვა ქრონიკული მოწამვლის წყარო.
ჩვენ შეგვიძლია დიაგნოსტირება ტყვიით მოწამვლა განვსაზღვროთ სისხლში და შესაბამისად, მკურნალობა მოვახდინოთ ამბულატორიებში და თუ მწვავე შემთხევაა, სტაციონარულ პირობებში. გამოიყენება ორი ძირითადი პრეპარატი. მაღალკვალიფიციური ტოქსიკოლოგები გვყავს, ერთ-ერთი წარმატებული სამსახური გვაქვს ამ მხრივ და მათ კარგად შეუძლიათ ამ დაავადების მართვა.
მანანა გაბრიჭიძე
mshoblebi.ge