EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საქსტატი - სურსათზე, თამბაქოზე, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებზე ფასები გაიზარდა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Nisa
თარიღი: 2019-02-10 21:23:50
საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,2 პროცენტიანი მატება, რაც 0,98 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15,8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5,8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4,7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1,4 პროცენტი), ასევე თევზეული (1,4 პროცენტი).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (12,5 პროცენტი).
„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,0 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (12,3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10,0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (6,5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5,1 პროცენტი), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (2,1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-20,5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-5,0 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 10,1 პროცენტით, რაც 0,66 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (20,0 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3,4 პროცენტით, რაც 0,28 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4,5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1,1 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,7 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,3 პროცენტი)“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
expressnews.com.ge