EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სიცილის ზონა »

კატეგორია: იუმორი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-02-01 17:13:40

 

 
 
 
    – რა ღირს თუთიყუში?

– რომელი?
– აი, ის, შუაში რომ ზის.
– 10 000 დოლარი.
– რა ამბავია, რას აკეთებს ასეთს?                                                                                                                                                                          – ეგ უბრალო თუთიყუში არაა, „კაგებეს" არქივი იცის ზეპირად.
– კაი, მარჯვნივ რომაა, ის?
– ის, გენაცვალე, 20 000 ღირს, „ცეერუს"არქივი  აქვს მაგას
ტვინში.
– არ მინდა არც ეგ. ის რაღა ღირს, მარცხენა?
– 50 000.
– არ გადამრიო, მაგან რაღა იცის ამისთანა?
– ეგ არავინ იცის, მარა ეს ორი თუთიყუში მაგას „ბოსს" ეძახის

 

 

მიხას სტუმრად სიძე და ქალიშვილი ესტუმრა. იქეიფეს, დასაწოლად მარტო ერთი განიერი საწოლი ქონდათ და ყველა ერთად დაწვა; კედელთან სიძე, მერე მიხოს გოგო, მერე მარო და ნაპირში მიხო. ღამე სიძეს გაეღვიძა, ტუალეტში მოუნდა გასვლა და რო გადმოსულიყო ჯერ თავის ცოლს აბობღდება. ცოლს ეგონა მასთან უნდოდა და უთხრა:

- ჯო არ ქნა, სირცხვილია, მშობლები გვერდზე მიწვანანო.
მერე მაროს აბობღდება სიძე. მარომ შეიცხადა:                                                                                                                                          - ჯო, არ დამღუპო, აქ არაფერი ქნა ქმარი გვერდზე მიწევსო.
ბოლოს მიხოს აბობღდება სიძე. მიხომ განწირული ხმით უყვირა მაროს და თავის გოგოს:
- ჯო, მიეცით ეხლა რომელიმემ, თორემ მე მომადგაო!

 

 

მთვრალმა სვანმა სახლში ვიღაც ქალი მიიყვანა. კარი ცოლმა გააღო. კაცი მისკენ დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა:
– უთხარი, რა, რომ ჩემი და ხარ…

 

 

კახელი კვდება და ცოლს დაუძახებს: -რო მოვკვდები ხო გათხოვდები? -არა, ვერ გიღალატებ, -უნდა გათხოვდე ახალგაზრდა ქალი ხარ... -კაი მიხო, რადგან ასე მთხოვ გავთხოვდები, -მერე იმ კაცს სახლში მოიყვან ხო?! - არა ამაი როგორ გაკადრებ შენა. -უნდა მოიყვანო ასე აჯობებს, -კაი, რაკი არ იშლი მოვიყვან ჩვენსას, -ჩემ მანქანაზეც ხომ დასვამ მაროოოო?! -არა მიხო, ტარება არ იცის

 

 

კაციჭამიებმა დაიჭირეს ერთი კაცი. უკვე ამზადებენ შესაწველად, თან ეკითხებიან:
– რა გქვია?
– თქვენთის რა მნიშვნელობა აქვს? მაინც უნდა შემჭამოთ?!
– მენიუში რაიმე ხომ უნდა ჩავწეროთ.

 

 

კაცმა ქალი მიიყვანა სახლში და ეუბნება:
- აბა, ლოგინში!
- კაი რა, როგორ შეიძლება, ჯერ წესიერად არც ვიცნობთ ერთმანეთს...
- მერე რა, გავიცნობთ! ლოგინში!
- ეგრე არ შეიძლება! ჯერ რამეზე ვისაუბროთ, მაგალითად, ხელოვნებაზე, მუსიკაზე...
- კარგი. პიკასოს ოპერები წაგიკითხავს?
- ა-არა...
- ჰოდა დავაი ლოგინში!

 

 

ქართველების ექსკურსია.
გიდი:
– თქვენს წინაშეა ნიაგარის ჩანჩქერის თვალწარმტაცი პეიზაჟი და თუ გურულები გაჩუმდებიან მის ხმასაც გაიგონებთ.

 

 

გურული ფსამს ქუჩაში სტოლბასტან და დაადგება მილიცია
- ჰააა დაგიჭირო ახლა?
- არა ძამა, მიჭირავს უკვე

 

 

ღამით აჩერებს პოლიციელი ნასვამ მამაკაცს:- სად მიიჩქარით?-ლექციაზე! - ასე გვიან ვინ კითხულობს ლექციას?... ჩემი ცოლი!!!

 

 

კახელი, გურული და მეგრელი ლაპარაკობენ:
კახელი:-წელს ჩვენთან ისეთი გვალვა იყო, მიწაზე სულ თხრილები გაჩნდა.
გურული:-ჩვენთან კიდე ისეთი გვალვა იყო რო ძროხები სულ რძის ფხვნილს იწველებოდნენ.
მეგრელი:-ჩვენთან იყო გვალვა თუ იყო. ხეები ძაღლებს დასდევდნენ, მოგვაფსითო

 

 

– გავიგე, სიდედრთან უთანხმოება გქონია.
– კი, მასეა, აგრარულ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით.
– ეგ როგორ?
– იმას უნდა მე ჩამდოს მიწაში, მე პირიქით.
სვანი მაგრად დათვრა და ტროლეიბუსის მძღოლს შეუჩნდა გინდა თუ არა სვანეთში უნდა ამიყვანოო. მძღოლმა ტროლეიბუსით ვერ აგიყვანა და სვანმა იმდენი ქნა ააყვანინა თავი. მძღოლმა ნახა რომ უზარმაზარი გვირაბია გათხრილი:
- ამ გვირაბში რა არის?
- არაფერი, გუშინ ჩემი ძმა დათვრა და მეტროთი ამოვიდა

 

 

სასამართლოზე მოსამართლე ეკითხება მოწმეს:
– მოქალაქევ თქვენ დაინახეთ როგორ ურტყავდა ეს ქალი(ბრალდებული) თავის ქმარს(დაზარალებულს) უთოს?
– დიახ, ბატონო, მოსამართლევ.
– მერე რა მოიმოქმედეთ?
– დავურეკე ჩემს საცოლეს და ვუთხარი, რომ გადავიფიქრე დაოჯახება.

 

 

კამიკაძე ბავშვებს გაკვეთილს უხსნის: კარგად დააკვირდით ახლა…..ესაა ბომბი, ვიმაგრებ ტანზე, ვხსნი თავს…..კარგად დააკვირდით , თორემ ამას მეორედ ვეღარ გავიმეორებ!

 

 

1992 წელია. ოზურგეთში ისევე როგორც მთელ საქართველოში, ცუდი დროა. ერთ-ერთ ოჯახში შევიდა ”მესოჩიკე” მრიცხველის შესამოწმებლად. -აი რაია, ძამა, შენმა ”სოჩიკმა” რეიზა არ დაწერა მთელი თვის მანძილზე აფერი? -აი ”სოჩიკი” ძამა ეგნატე ნინოშვილი კი არაა ლამპის შუქზე დეეწერა რამე

 

 

უცხო სოფელში დააღამდა გურულს. წვიმს და თან მშიერია. დაიძახა ჭიშკართან, ქალი გამოვიდა აივანზე. აუხსნა გურულმა მცივა, მწყურია და იმფერი მშიერი ვარ, ღამე სად გავათიო არ ვიციო.
ქალმა უთხრა: ქვრივი ვარ, ვერ შემოგიშვებ სოფელი გამლანძღავსო.
მაშინ  გავშრები მაინცო.
ქალმა კვლავ უარი განუცხადა.
მჭადი მაჭამეო და არ მაქვსო;
წყალი დამალევინეო და არ მომიტანიაო…
- ლომი თუ გაქვთ ქალბატონო? – ჰკითხა ბოლოს გურულმა.
- ლომი რად გინდა? – გაუკვირდა ქალს.
- რა და მოთხარე აი ჭიშკარი, მოსახლე არ ეგონო ვინმესო, დაარიგა გურულმა.

 

 

ცისფერების ჯვრისწერაზე:
– ახლა კი ერთ–ერთმა თქვენგანმა პატარძალს აკოცოს.

 

 

მიხოს თანამშრომელს დაბადების დღე აქვს. კოლეგები მისთვის საჩუქარს არჩევენ:
– მოდი ძვირადღირებული კონიაკი ვაჩუქოთ.
– არა, არ ივარგებს, დალევს და დაავიწყდება.
– მაშინ პიჯაკი ვაჩუქოთ.
– არა, გაცვეთავს, გადააგდებს და დაივიწყებს.
… და ასე დაუსრულებლად. მიხოს ყელში ამოუვა:
– მოდი, მაშინ ყველამ ერთად  ვიხმაროთ, მაგაი რაღა დაავიწყებს!

 

 

მთვრალი კაცი გუბეში ზის. გამოიარა პატრულმა:
— აქ რას აკეთებ?
— შენ ვინ ხარ? — კითხვა შემოუბრუნა მთვრალმა.
— პატრული!
— საზღვაო თუ სახმელეთო?
— სახმელეთო.
— აბა, საზღვაო საქმეებში რას ერევი

 

 

ნარკომანი ადის ავტობუსში, ხელზე მოსასხამი აქვს გადაკიდებული და ისეთ კაიფშია რომ ლამისაა წაიქცეს...ერთი მოხუცი ქალი ეუბნება:
-დაჯექი  შვილო არ წაიქცე...
-არა ქალბატონო როგორ გეკადრებათ? მე არ წავიქცევი..
-მაშინ ეგ მოსასხამი მაინც მომეცი დავიჭერ და არ შეგაწუხებს...
-არა ქალბატონო ეს მოსასხამი კი არა .....ვასიკოა!!!!!.........

 

 

სვანი შეჭამს ბევრ მსხალს ცუდად გახდება და საავადმყოფოში წაიყვანენ.
ექიმმა ქართული არ იცის, დაადებს მუცელზე ხელს და ეუბნება:
- ბალიტ?
სვანი პასუხობს:
არა მსხალით.