EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 10 ყველაზე საშიში კატის ჯიში მსოფლიოში »

კატეგორია: ცხოველები

ავტორი: admin

თარიღი: 2019-02-25 20:32:27

10 ყველაზე საშიში კატის ჯიში მსოფლიოში
კატები ისეთივე მისიყვარულე და მეგობრული არსებები არიან როგორც ძაღლები. გარდა იმ შემთხვევისა როცა ისინი ხასიათზე არ არიან. მაგრამ თუკი თქვენ აპირებთ სახლში კატის ყოლას, შესაძლოა თქვენთვის უმჯობესი იყოს არ იყოლიოთ შემდეგი 10 კატის ჯიში.
მანული
1. მანული (ლათ. Felis manul; Otocolobus manul) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 52-65 სმ აღწევს, ფერად მურა-ყვითელია, სხეულის უკანა ნაწილსა და კუდზე მუქი განივი ზოლები დასდევს. აქვს ხშირი და გრძელი ბეწვი, ლოყებზე — ქილვაშები.
 
გავრცელებულია ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ ამიერკავკასიაში, შუა აზიაში, სალხრეთ ალთაიზე, ტუვის და იმიერბაიკალეთის სამხრეთით. ბინადრობს ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. მცირერიცხოვანია. აქტიურია შებინდებისას და ღამით. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ხვლიკებით. იყენებენ მანულის ტყავს. 
ამ ცხოველის გაწვრთნა შეუძლებლად ითვლება!
 
სავანა
2.სავანა - კატის ჰიბრიდი რომელიც შეიქმნა ბენგალური კატისა და აფრიკული სერვალის შეჯვარების შედეგად, გამოჩნდა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში.სავანა საკმაოდ დიდი ზომის კატაა.იზრდება დაახლოებით 60 სმ.სიგრძის.სხვა კატებისგან განსხვავებით, მას უყვარს ბანაობა და წყალში თამაში.აქვს ეგზოტიკური, არაჩვეულებრივი ლამაზი გარეგნობა და ის ფაქტი რომ შესახედაობით გვაგონებს გარეულ კატას, ეს მას სძენს დაუჯერებელ პოპულარობას. ამ ჯიშის კატის საშუალო ფასის დიაპაზონია–4000 დან 50 000$-მდე, 
მაინ კუნსი
3. მაინ კუნსი საშუალოდ კატა 4 დან ხუთ კილომდე იწონის იშვიათად, თუმცა ყოფილა შემთხვევები მათ 10 დან 15 კილომდეც რომ მიეღწიოთ. ისინი არ არიან მსუქანი და ცხიმით სავსე ფისოები. ეს კატები გამოირჩევიან ძლიერი კუნთებით და დაბადებული არიან ნამდვილ მონადირეებად.ეს არ არის გამოყვანილი ჯიში. მათი სამშობლოა ამერიკა, კერძოდ - მეინი. ადგილობრივი ფერმერები დიდი ხნის განმავლობაში აფასებდნენ ამ მტაცებლებს, ვინაიდან ისინი ანადგურებდნენ თაგვებს ვირთხებს და სხვა მღრღნელებს.
ჩაუზი
4. ჩაუზი - ფასი მერყეობს 8-დან 10 ათას დოლარამდე. კატის ერთ-ერთი ყველაზე უფრო იშვიათი ჯიშია და შინაური კატისა და ე.წ. ქაშმირის კატის ნაჯვარი გახლავთ. ვერ იტანს მარტოობას და კარგი კომპანიონობის გაწევა შეუძლია როგორც კატისა და ადამიანისთვის ასევე ძაღლისთვისაც.
კარაკალი
5. კარაკალი - ფასი 7-10 ათასი დოლარი. მისი ყველაზე დიდი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ გადაშენების პირასაა და ფასმაც დეფიციტის გამო აიწია.
სიამის
6. სიამის, იგივე სიამური კატა ერთ-ერთი გავრცელებული ჯიშია, რომლის ისტორია სათავეს აზიიდან იღებს. როგორც ცნობილია, ეს ჯიში ტაილანდიდან გავრცელდა მსოფლიოში, აქედან მოდის მისი დასახელებაც (შუა საუკუნეებიდან 1939 წლამდე ტაილანდს სიამი ეწოდებოდა). კატის ეს ჯიში ევროპასა და ამერიკაში პოპულარული მე-19 საუკუნიდან გახდა.
ჯიშის ზოგადი დახასიათება
წარმოშობის ქვეყანა: ტაილანდი
 
წონა: ხვადი 4-6 კგ; ძუ 3,5-5 კგ
 
სიმაღლე: ხვადი 41-51 სმ; ძუ 38-49სმ
 
კნუტების რაოდენობა: 1-8 კნუტი
 
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-15 წელი
 
დღესდღეობით განასხვავებენ სიამის კატის ორ ძირითად სახეობას: თანამედროვე, იგივე საგამოფენო და ტრადიციულს. მათ ძირითადად ვიზუალური განსხვავები აქვთ. თანამედროვე სიამის კატისთვის დამახასიათებელია გრძელი სხეული, კარგად განვითარებული კუნთებით. მას მაღალი კისერი და ფეხები და გრძელი კუდი აქვს. საგამოფენო სიამისთვის დამახასიათებელია სამკუთხა ფორმის თავი, ნუშისებრი თვალები, დიდი და  სამკუთხა ყურები. ამ ჯიშის წარმომადგენლებს ღია ცისფერი თვალები აქვთ, ხშირია სიელმე. ბეწვი მოკლე, დაწვენილი და პრიალა აქვს, თივთიკის გარეშე. ტრადიციული სიამი განსხვავდება უფრო მრგვალი სახის ფორმით, საშუალო ყურებით და უფრო სავსე ტანით. სიამი მიეკუთვნება ე.წ. ქოლორპოინტების ჯგუფს, მისი ბეწვი ღია ფონზე მუქი პერიფერიული შეფერილობით გამოირჩევა. მუქი, უმეტესად მუქი ყავისფერი ან მოშავო ფერის ბეწვით ძირითადად  დაფარული აქვს თავი, ფეხები და კუდი. ასეთი შეფერილობა სხეულის ტემპერატურის ცვალებადობის შედეგია. ეს ალბინიზმის ნაწილობრივ ფორმად, აკრომელანიზმად ითვლება. ბეწვი სხეულის შედარებით ცივი ნაწილებზე მუქ შეფერილობას იღებს. ამიტომ სითბოში და ზოგადად თბილი კლიმატის ქვეყნებში სიამის კატებს უფრო ღია შეფერილობა აქვთ. ასაკის მატებასთან ერთად შესაძლოა უფროდაუფრო გაუმუქდეს კატას ბეწვი. აღსანიშნავია, რომ სიამის კნუტები თეთრები ან კრემისფერები იბადებიან, 3-4 კვირიდან უჩნდებათ პერიფერიული მუქი შეფერილობა. დღესდღეობით სიამის კატას მრავალი შეფერილობა შეიძლება ჰქონდეს: ღია ფონზე კრემისფერი, მუქი ყავისფერი, იასამნისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი, შოკოლადისფერი, მოყვითალო-მოყავისფრო, წითელი, დარიჩინისფერი და სხვ. პოინტებით. თუმცა ბევრი ასოციაციის მიერ არ არის აღიარებული ყველა ეს ფერი.
სიამის კატის ზუსტი წარმოშობა უცნობია. ის ერთ-ერთი უძველესი კატის ჯიშია და როგორც ცნობილია ტაილანდიდან გავრცელდა. სიამი არ არის ხელოვნურად გამოყვანილი ჯიში, ის ბუნებრივ ჯიშებს მიეკუთვნება და მისი დამახასიათბელი შეფერილობაც ბუნებრივი, გენეტიკური მუტაციის შედეგია. მის შესახებ პირველადი ცნობები მოიპოვება ტაილანდის უძველეს ხელნაწერებში, რომელიც კატების წიგნითაა ცნობილი. მასში მოცემულია მრავალი კატის ჯიშის აღწერა და ილუსტრაცია, იქმნებოდა 1351-1767 წლებში. როგორც ცნობილია, სიამის კატას წმინდა ცხოველად თვლიდნენ და დიდ პატივს ცემდნენ ტაილანდში. ისინი ძირითადად ტაძრებში ცხოვრობდნენ დაცვის ქვეშ და მათი ყოლის უფლება მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ჰქონდათ. მათ დასაცავად კანონიც კი არსებობდა იმ დროინდელ ტაილანდში. ასევე, ლეგენდის თანახმად ის ადამიანი, ვისაც სიამის კატა ჰყავდა, აუცილებლად გამდიდრდებოდა.
 
cat
პატარა შავფეხება კატას, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ბინადრობს, სერიალ Super Cats-ის შემქმნელებმა "ყველაზე მომაკვდინებელი" უწოდეს. ამ უწყინარმა ცხოველმა, მსხვერპლთა რაოდენობით, ლომსა და ავაზას გადაუსწრო.
 
სერიალის შემქმნელებმა სამეცნიერო გამოცემას "LiveScience"-ს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს ცხოველზე, რომლის შესახებაც ცოტას თუ სმენია.
 
საყვარელი შესახედაობის კატის სხეულის სიგრძე 36-დან 52 სმ-მდე იზრდება, მისი სიმაღლე 20 სმ-ს აღწევს და ერთიდან სამ კილოგრამამდე იწონის. მიუხედავად მისი გარეგნობისა, შავფეხება კატა ბუნებრივ არეალში სანადიროდ გამოდის ყოველ 50 წუთში ერთხელ და კლავს 10-დან 14-მდე მღრღნელს ან პატარა ფრინველს.
 
"პატარა მტაცებლებს, მაგალითად ისეთი როგორც შავფეხება კატაა, დაჩქარებული მეტაბოლიზმი აქვთ. ამის შესანარჩუნებლად, მას ხშირი ნადირობა სჭირდება", - ამბობს სერიალის შემქმნელი და გარეულ ცხოველთა გადარჩენის ორგანიზაცია Panthera-ს წარმომადგენელი ლუკ ჰანტერი.
 
შავფეხება კატა სამნაირი მეთოდით ნადირობს: პირველ მეთოდს სპეციალისტები "სწრაფ ნადირობას" უწოდებენ - ცხოველი ხმაურით მირბის ბუჩქებისკენ, სადაც მღრღნელები ან ფრინველები ღამე ბინადრობენ და პანიკაში ჩავარდნილ გაქცეულ ნადავლს იჭერს. მეორე მეთოდი - პოტენციურ მსხვერპლთან ჩუმი მიპარვა. მესამე მეთოდს მკვლევრები "ჯდომა და ლოდინს" უწოდებენ. კატას შეუძლია ბუნაგთან ჩაუსაფრდეს მღრღნელს რამდენიმე საათით და თავს დაესხას მას, როგორც კი ზედაპირზე ამოძვრება.
 
უდავოა, შავფეხება კატა გაზელებისთვისა და ანტილოპებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი ნადირობის 60% წარმატებით სრულდება, რაც სამჯერ ეფექტურია ლომების ნადირობაზე. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები შავფეხება კატას "სიკვდილის მანქანას" უწოდებენ.
 
ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ შავფეხება კატა გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში შეიყვანა.
 
დანარჩენი იხილეთ ვიდეოში: