EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« შენ შვიდ სხეულს და მძინარე ცნობიერებას მიიღებ »
კატეგორია: უცნაურიავტორი: ShukRa
თარიღი: 2019-02-25 20:50:28
1. შენ შვიდ სხეულს და მძინარე ცნობიერებას მიიღებ - დაგჭირდება მუდმივად გამოღვიძება, მათი განვითარება და სრულყოფა. მშვიდად მიიღე ის, რომ ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში იარსებებ, ხოლო მთელი სამყარო შენში იქნება.
2. მოგიწევს ისწავლო სკოლაში, სახელად - დედამიწა. ყოველი ადამიანი და მოვლენა, შენი უნივერსალური მასწავლებელია.
3. არ არსებობს შეცდომები - მხოლოდ გაკვეთილები. ხელისმოცარვა წარმატების განუყოფელი ნაწილია. არ არსებობს მსხვერპლი - მხოლოდ მოსწავლეები და მასწავლებლები.
4. გაკვეთილი მრავალ ფორმაში განმეორდება, ვიდრე მას სრულად არ გაითავისებ. თუ ამას ვერ შეძლებ, გაკვეთილები გართულდება. როდესაც მათ გაითავისებ - შემდეგ გაკვეთილზე გადახვალ.
5. შენი პრობლემები, შინაგანი მდგომარეობის ზუსტი ანარეკლია. თუ შეცვლი შინაგან სამყაროს, გარესამყაროც შეიცვლება.
6. ტკივილი ის ხერხია, რომლითაც სამყარო შენს ყურადღებას იქცევს და გატყობინებს - რაღაც ისე არ არის.
7. სამყარო მრავალფეროვანია. საკუთარი თავის არმიღება ისეთად როგორიც ხარ, ნეგატიური ემოციების საწყისია, რაც ორგანიზმს ანგრევს.
8. მაშინ მიხვდები გაკვეთილი გაითავისე თუ არა, როდესაც შენი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ შეიცვლება. სიბრძნე პრაქტიკიდან მოდის. რაიმეს მიღება მცირე რაოდენობით უკეთესია, ვიდრე დიდი რაოდენიბით არაფრის ქონა.
9. არ არსებობს უკეთესი ადგილი ვიდრე „აქ“. „იქ“ არაფრით არ არის უკეთესი ვიდრე „აქ“. როდესაც შენი „იქ“, გახდება „აქ“, მაშინ სიტუაცია შეიცვლება და „აქ“ უკეთესად მოგეჩვენება. დააფასე ის, რაც გაქვს ახლა.
10. „სხვები“ - უბრალოდ შენი ანარეკლია. შეუძლებელია გიყვარდეს ან გძულდეს ის რაც სხვებშია, თუ ეს ყველაფერი შენივე ნიშნებს არ ირეკლავს.
11. ცხოვრება გაგიკეთებს ჩარჩოს, ნახატს კი თავად ქმნი. თუ სურათის დახატვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებ, მას შენს მაგივრად სხვები დახატავენ.
12. ყველა პასუხი შენშია. შენ მეტი იცი ვიდრე წიგნებში წერია. ყველაფერი რაც უნდა აკეთო - ჩაიხედე საკუთარ თავში, უსმინე მას და ენდე.
13. ეძებე შენი დანიშნულება, მოახდინე შენი თავის მაქსიმალური რეალიზაცია და მიუძღვენი მას თავი. ეს ყველაფერი ცხოვრების მანძილშე შეიძლება იცვლებოდეს. ეცადე ისწავლო ბევრი ახალი რამ და არასოდეს შეგეშინდეს დაიწყო ყველაფერი თავიდან.
14. სავარაუდოდ ეს ყველაფერი დაგავიწყდება.
15. ამ ინსტრუქციის გახსენებას ყოველთვის შეძლებ თუ მოისურვებ...