EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თუთიყუშები ოპიუმზე შეჯდნენ - ამის შესახებ იტყობინება India Today »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2019-03-13 23:46:06
ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეშში ყაყაჩოს პლანტაციებს რეგულარულად სტუმრობენ თუთიყუშები. ფერმერების განცხადებით თუთიყუშების დიდი გუნდი პლანტაციებს დღეში 30-40-ჯერ სტუმრობს.
ზოგიერთი ფრინველს ყაყაჩოს თესლი თან მიაქვს, ზოგი კი ელოდება ფერმერი როდის გაჭრის ხაშხაშის ნაყოფს.
შედეგად დაკაიფებული თუთიყუშები ზიგზაგებით დაფრინავენ და ხეებს ეჯახებიან, როდესაც ნარკოტიკის მოქმედება გაივლის, ისევ უკან პლანტაციაში ბრუნდებიან.
"ერთი ყვავილი 20-25 გრამ ოპიუმს იძლევა, თუთიყუშების გუნდი კი დღეში 30-40-ჯერ იკვებება, ბევრს ყვავილი თან მიაქვს, ხელისუფლებას რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ ჩვენი არავის ესმის, იძულებულები ვართ დღე და ღამე აქ ვუდარაჯოთ, ჯერ იყო და ეს გვალვები, ახლა ფრინველები"-აცხადებს ერთ ერთი ფერმერი ნიმუჩის რაიონიდან.
ოპიუმი-ერთ ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესია მადჰია-პრადეშის შტატში, ოპიუმის პლანტაციები 44 000 ჰექტარზეა გაშენებული, 2015 წელს ანალოგიური პრობლემები შეექმნათ ჩიტორგარჰის და პრატაპგარჰის რაიონებს.