EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« არნოლდ შუანცნეგერი - მე დავდიოდი კოლეჯში, ვვარჯიშობდი დღეში 5 საათი »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2019-03-13 23:51:29

არნოლდ შუანცნეგერი - მე დავდიოდი კოლეჯში, ვვარჯიშობდი დღეში 5 საათი

Arnold Schwarzenegger

- მე დავდიოდი კოლეჯში, ვვარჯიშობდი დღეში 5 საათი და ასევე მე ვმუშაობდი მშენებლობაზე,რადგან იმ დროს ბოდიბილდინგს ფული არ მოჰქონდა და მეც არ მქონდა ფული სპორტული კვებისთვის.საჭირო იყო მუშაობა.8 საათიდან ღამის 12 საათამდე ვესწრებოდი სამსახიობო ხელოვნების კურსებს.არც ერთ წუთს არ ვკარგავდი უბრალოდ,სწორედ ამიტომ ვდგავარ ახლა თქვენს წინ. 20 წლის ასაკში ჩავედი ლონდონში და მოვიპოვე მისტერ მსოფლიოს ტიტული. ამას მივაღწიე იმიტომ რომ მქონდა მიზანი. თუ თქვენ ვერ ხედავთ თქვენს მიზანს
თქვენ უბრალოდ დროს კარგავთ და დაამთავრებთ არსად.ყველა ვარჯიში რასაც ვაკეთებდი მაახლოვებდა ჩემს მიზანთან.ყოველდღე სულმოუთმენლად ველოდებოდი დარბაზში წასვლას,სულმოუთმენლად ველოდებოდი 200კგ შტანგის აწევას,სულ მოუთმენლად ველოდებოდი 2000-ჯერ პრესის ვარჯის,ყველაფერს ვაკეთებდი რათა ჩემი მიზანი რეალობად მექცია.გაიგეთ რომ თქვენი მიზნის დანახვა და ამისთვის გაკეთებული ნებისმიერი საქმე თქვენს ცხოვრებას უფრო სახალისოს ხდის.თქვენ უნდა გქონდეთ მიზანი,არ აქვს მნიშვნელობა რით იქნებით დაკავებული.მე ჭკუიდან გადავდივარ როცა ადამიანები ამბობენ დრო არ მაქვს.საშუალოდ ადამიანს სძინავს 6 საათი,დღე-ღამეში 24სთ.24-6=18,თქვენ გაქვთ 18 სთ,კარგი ვთქვათ საშუალოდ 8-10 სთ მუშაობთ,1-2სთ გზაში გინდათ,თქვენ კიდევ დაგრჩათ 6 სთ.რას აკეთებთ ამ 6 სთ განმავლობაში?ცოტა ჭამისთვის თმობთ დროს,მეგობრებთან ერთად გართობაში ატარებთ ამ დროს და ა.შ.წარმოიდგინეთ დღეში 1 საათი რომ დაუთმოთ მაგ ისტორიის შესწავლას წარმოიდგინეთ 366დღე რამდენ რამეს ისწავლით.მე ვერ ვიტან გეგმა Bს და გეტყვით რატომ.როცა ადამიანს აქვს გეგმა B ის ამ გეგმის იმედზეა,რადგან ეშინია რომ შეცდომას დაუშვებს.თქვენს ირგვლივ იმდენი ადამიანი ვისაც თქვენში ეჭვი ეპარება და ამბობენ რომ ბევრი რამ არის შეუძლებელი.მე ადრე ვამბობდი აქციეთ თქვენი"მე არ შემიძლია"-""მე შემიძლია" თქვენი "არა" აქციეთ "კი" და ასე გააგრძელეთ.მე ვამბობდი რომ შენ ყველაფერს შეძლებ,თუნდაც შენს ირგვლივ ნეგატიური ადამიანები იყვნენ.ყველაზე საშიშია როცა შენ შეგეპარება ეჭვი შენს თავში.ადამიანები ხდებიან უფრო კარგები,როცა არ აქვთ გეგმა B.ნუ გეშინიათ რომ შეცდომას დაუშვებთ,ეს ბუნებრივია რადგან არ არსებობს უშეცდომო ადამიანი.ავიღოთ მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი,მან მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ვერ ჩააგდო 9000 ბურთი.გესმით მაიკლ ჯორდანმა რომელიც საუკეთესოა ვერ ჩააგდო 9000 ბურთი, ნუთუ ამის გამო ის ცუდი გახდა, არა. ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომას. იცით რა არ არის ნორმალური როცა დაეცემი და არ ადგები. ის ვინც არ დგება წაგებულია. გამარჯვებულები კი ეცემიან და დგებიან.
 
Arnold Schwarzenegger