EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ნიგვზიანი ხარჩო საქონლის ხორცით »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2019-05-07 02:18:16

ნიგვზიანი ხარჩო საქონლის ხორცით

ნიგვზიანი-ხარჩო

ნიგვზისა და სხვადასხვა არომატული სუნელების ნაზავი ამ კერძს პიკანტურ გემოს აძლევს. ხარჩოს მომზადება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.
 
ხარჩოს მოსამზადებლად საჭიროა:
ხბოს ხორცი - 1 კგ;
გატარებული ნიგოზი - 300 გრ;
უცხო სუნელი, დაფქული წიწაკა, ყვითელი ყვავილი - თითო-თითო ჩ/კ;
ხმელი ქინძი - 1/2 ჩ.კ;
ნიორი 5-6 კბილი;
ხახვი - 2-3 ცალი;
ტომატი - 1 ს.კ;
მარილი - გემოვნებით.
 
 
მომზადების წესი:
კუბიკებად დაჭრილი ხბოს ხორცი კარგად გარეცხეთ და მოსახარშად დადგით. 
როგორც კი წამოდუღდება, გამოუცვალეთ ნახარში წყალი და ხარშვა გააგრძელეთ. 
ხორცის მოხარშვას ცოტა რომ დააკლდება, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. 
10-15 წუთის შემდეგ, ცალკე ჯამში გადაწურეთ ნახარში და ნუ იჩქარებთ მის გადაღვრას. 
ქვაბში დარჩენილ ხორცსა და ხახვს დაუმატეთ ზეთი, 1 სუფრის კოვზი ტომატი და კარგად მოხრაკეთ. გატარებული ნიგოზი გახსენით ხორცის ნახარშ წყალში. დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, უცხო სუნელი, დაფქული წიწაკა, ხმელი ქინძი და ყვითელი ყვავილი. 
მიღებული ფაფისებური მასა ჩაამატეთ ქვაბში და წამოადუღეთ 3-5 წუთის განმავლობაში. 
ბოლოს დაამატეთ მარილი და გაზქურა გამორთეთ. 
კერძი მზად არის!
 
 
შენიშვნა:
ხარჩოს მოსამზადებლად, უმჯობესია, სქელძირიანი ქვაბი შეარჩიოთ.
ხახვს მოშუშვის დროს, ტომატთან ერთად, შეგიძლიათ, ოდნავ აჯიკაც დაუმატოთ.
ხარჩოს მომზადებისას შეგიძლიათ: 
ა) ხახვი ხორცთან ერთად წყალში ჩახარშოთ, როგორც ზემოთ არის მითითებული;
ბ) ნახარში წყალი გადაწუროთ, ქვაბში დარჩენილ ხორცს კი ზეთი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ტომატი დაამატოთ და ასე გააგრძელოთ მომზადება.
თუკი ხარჩო სქელი კონსისტენციის გამოგივათ, დაამატეთ ცალკე ჯამში გადაწურული ხორცის ნახარში წყალი. 
ხარჩოს მომზადების დრო ხორცის მოხარშვაზეა დამოკიდებული. 
ხორცის მოხარშვის შემდეგ კი 15-20 წუთიც საკმარისია.