EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სტალინი სულ გავიდა თავს »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2019-05-14 23:06:22
სტალინი სულ გავიდა თავს. გარდა იმისა, რომ ეკლესიებს არ გვანგრევინებს, იქ ღვთისმსახურების ნებაც მისცა - ჩაუკაკლა ლენინს ტროცკიმ - რომელიც სტალინს გორკში ჰყავდა გამომწყვდეული. ტროცკი ლენინს - კრუპსკაიას ხელშეწყობით შეხვდა და სტალინი დაასმინა. ტროცკის მსგავსად სტალინს ვერც კრუპსკაია იტანდა და ყოველმხრივ ცდილობდა მის განადგურებას. მით უარესი მისთვის - მიმიკებით ანიშნა ლენინმა ტროცკის. ლენინს იმ დროისთვის მეტყველების უნარი ჰქონდა წართმეული, ის მიმიკებით ლაპარაკობდა, მისი ცოლი კი თარგმნიდა ამ ჟესტებს. ზეგვე შემიკრიბეთ პოლიტბიურო და სტალინის ამ სერიოზულ დანაშაულზე ვიმსჯელებთ - განრისხდა ,,მუნჯი“. იმ პერიოდში ეკლესიისადმი ოდნავადაც შემწყნარებლურ დამოკიდებულებას, ებრაული ბოლშევიზმი მომაკვდინებელ ცოდვად უთვლიდა თითოეულ მოქალაქეს და ამის გამო ადამიანებს ხვრეტდნენ კიდეც. როგორც იქნა იმ ველური ქართველის საკითხი - პოლიტბიუროს სხდომის დღის წესრიგში შევატანინე ლენინს და იმედია ბოლოს და ბოლოს მოვიშორებთ მას - ზარ -ზეიმით განუცხადა ლენინისგან დაბრუნებულმა ტროცკიმ - თავის ოპოზიციონერ კოლეგებს. ორი დღის შემდეგ გორკში, ლენინს მთელი პოლიტბიურო ეწვია და ყველანი დიდ ოთახში შეიკრიბნენ. ამხანაგებო!...ვლადიმირ ილიჩს სიტყვით გამოსვლა უნდა და ყურადღებით ვიყოთ! - გამოაცხადა პოლიტბიუროს სხდომის მდივანმა - ფოტევამ და კრუპსკაიას გახედა. ინვალიდის ეტლში მოკალათებული ლენინი აწრიალდა და მიმიკებითა და ჟესტებით რაღაც თქვა. ვლადიმირ ილიჩი კითხულობს - რატომ დართო სტალინმა მღვდლებს ნება, რომ ღვთისმსახურება შეასრულონ - მკაფიოდ წარმოთქვა კრუპსკაიამ და მისი სიტყვები ბრალდებასავით გაისმა. სტალინს წარბიც არ შეუხრია, აუღელვებლად წამოდგა ფეხზე, დაჟინებული მზერა ესროლა ტროცკის, შემდეგ კრუპსკაია აათვალ - ჩაათვალიერა და საუბარი წამოიწყო. ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფო პირველ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო ასპარეზზე. თითქმის ყველა ჩვენ წინააღმდეგაა ამხედრებული. გადახედეთ რას წერენ ჩვენზე მსოფლიოს მოწინავე გაზეთები. იქ ჩვენ უკულტურო ბარბაროსებად მოგვიხსენიებენ და ყველას დაავიწყდა - რომ რუსეთს - მართლმადიდებლური ქრისტიანობის ათასწლიანი გამოცდილება გააჩნიაო. ეს ასეც დარჩება მუდამ - რომ საბჭოთა კავშირში ჩამოსულმა უცხოელმა ნახოს და დარწმუნდეს - რომ ბარბაროსები არ ვართო. საიერიშოდ მომზადებულ ტროცკის ენა ჩაუვარდა და სახეზე - დაბნეულობა დაეტყო. შემდეგ სტალინი ტროცკისკენ მოტრიალდა და გამაოგნებელი შეკითხვა დაუსვა: ტროცკი!...იცი კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მართლმადიდებლობასო?....ტროცკიმ მეტყველება დაკარგა....და სტალინმა ასეთი ისტორია გაიხსენა: ალბათ გახსოვთ 1909 წლის 30 მარტი. იმ დღეს მე და სერგომ 200 ათასი მანეთი ჩამოვიტანეთ თბილისიდან პეტერბურგში - ჩვენი სალაროს შესავსებად. ლენინმა გაიღიმა და თავი დაუქნია - რაც იმას ნიშნავდა რომ ახსოვდა. ჩვენ „ოხრანკა“ გვეჯდა კუდზე. სანამ თქვენს კონსპირაციულ ბინაში მივიდოდით - ფულით სავსე საკვოიაჟით ნახევარი ქალაქი შემოვიარეთ, რათა „ოხრანკის“ აგენტები ჩამოგვეშორებინა. ბოლოს ერთი ფანდი მოივიფიქრე და ჩვენ ორივე წმინდა ბარბარეს ეკლესიაში შევედით. იქაური მოძღვარი - მამა კირილე თბილისელი იყო და მას ჯერ კიდევ სემინარიიდან ვიცნობდი. იმ პერიოდში მეც და სერგოც, წვერმოშვებულები დავდიოდით. ჰოდა დახმარება ვთხოვეთ მოძღვარს და მან მღვდლების ანაფორები გადაგვაცვა, საკვოიაჟი კი საკურთხეველში დამალა. სანამ „ოხრანკის“ აგენტები დაგვეძებდნენ, აზრადაც კი არ მოსვლიათ მღვდლისა და დიაკვნის შემოწმება, რომლებიც პატარა ბავშვს ნათლავდნენ ტაძარში. მოულოდნელად ბავშვიანი ცოლ - ქმარი მომადგა - მღვდლის ანაფორმაში ჩაცმულს და ბავშვის მონათვლა მთხოვა. უარი არ გამოდიოდა, რადგან „ოხრანკის” აგენტები ტაძარში დაძრწოდნენ. ცოლ - ქმარს სკანდალი რომ აეტეხა, შესაძლოა გავშიფრულიყავით. ამიტომ იძულებული გავხდი - ნათლობის რიტუალი შემესრულებინა. მე კი სერგო მეხმარებოდა. მოგეხსენებათ - მე სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი და მთელი ეს რიტუალი ბრწყინვალედ შევასრულე. შემდეგ როცა „ოხრანკის“ შპიკები იქაურობას მოშორდნენ, ჩვენ საკურთხევლიდან ფულით სავსე საკვოიაჟი ავიღეთ და თქვენ მოგიტანეთ. 14 წელიწადია ამ ისტორიის მოყოლა მინდოდა თქვენთვის და დღეს - როგორც იქნა მომეცა ამის საშუალებაო. ასე რომ ძვირფასო მეგობრებო და ლევ დავიდოვიჩ - ხომ ხედავთ რა სარგებლობა მოგვიტანა მართლმადიდებლური წესების ცოდნამ. საქმეს რომ დასჭირდა - უფალი ჩვენი - იესო ქრისტე გვერდით ამომიდგა და ანაფორაც კი ჩამაცვაო.....ტროცკი ნაცრისფერი სახით შეყურებდა - სრულიად აუღელვებელ - ,,ველურ ქართველს’’. რევოლუციის ბელადმა რაღაც ანიშნა კრუპსკაიას და მან ლენინის ეტლი საძინებლისკენ გააგორა. საკითხი ამოწურული იყო.