EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბრიუგე მაგიური და საინტერესო ქალაქი »
კატეგორია: სხვაავტორი: admin
თარიღი: 2019-06-01 20:28:23
დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის ბელგიაში და ეს საერთოდაც არ არის გასაკვირი. როგორც ტურისტს, შეიძლება გეგონოთ, რომ ერთი ან ორი დღე საკმარისია ამ მაგიური ქალაქის დასათვალიერებლად, მაგრამ აქ რამდენიმე დღის გატარების შემდეგ ხვდებით, რომ ქალაქში უამრავი ისტორიული ადგილია.
ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. აქ მთავარია ბევრი იაროთ ფეხით, რადგან თითოეული კუთხე, ყველა პატარა ქუჩა სავსეა არაჩვეულებრივი სიურპრიზებით, ყველა სახლი მდიდარია დეტალებით, თქვენ უბრალოდ გევალებათ, რომ დააკვირდეთ გარშემო არსებულ საოცარ არქიტექტურას.
ბრიუგეს ასევე აქვს გამორჩეული კულინარიული კულტურა, ეს ერთ-ერთი ქალაქია, სადაც ყველაზე მეტი მიშელინის ვარსკვლავით დაჯილდოებული რესტორანია. აქ ასევე შეხვდებით საუკეთესო არტისანული შოკოლადის მაღაზიებს, რომლის ისტორიაც კაკაოს მარცვლების ევროპაში პირველი გამოჩენიდან იწყება. შოკოლადის მაღაზიები ოჯახურ ბიზნესად რჩება და შესაბამისად არ კარგავს სიმყუდროვეს და სითბოს. ბრიუგეს სასიამოვნო ბარების კულტურაც აქვს, საკმარისია საღამოს სასტუმრო დატოვოთ, ცენტრალურ ქუჩას გასცდეთ და შეგხვდებათ ბევრი პატარა ბარი, სადაც გემრიელი სასმელის გარდა, გაიცნობთ კეთილგანწყობილ ადგილობრივებს, შემდეგ გვიანობამდე შეგიძლიათ ბარების მოვლა და ქალაქში სეირნობა. შუაღამის ბრიუგე, ტურისტებისგან დაცლილი, საერთოდ სხვა გამოცდილებაა, ეს ის დროა, როდესაც მართლა გრძნობთ, როგორ ტრანსფორმირდებით დროში.
SINT-JANSHOSPITAAL
Mariastraat 38
SINT-JANSHOSPITAAL 1150 წელს დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი საავადმყოფოა. საავადმყოფო 1860-იან წლებამდე ფუნქციონირებდა, ახლა აქ მუზეუმია.
Heilig-Bloedbasiliek
Burg 13
მთავარ მოედანზე მდებარე ეკლესიაში, Heilig-Bloedbasiliek-ში ინახება ფლაკონი, რომელშიც გადმოცემის მიხედვით ქრისტეს სისხლია. როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ფლაკონში სისხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც ის კონსტანტინოპოლიდან ჯვაროსნებმა ჩამოიტანეს. საუკუნეების განმავლობაში ჭურჭელი ყოველ პარასკევს გამოაქვთ, რომლის სანახავადაც ბევრი მორწმუნე და ტურისტი იკრიბება.
THE BEGIJNHOF
The Begijnhof, Wijngaardstraat
The Begijnhof, or Beguinage ძალიან საინტერესო ადგილია. მე-13 საუკუნეში დაარსებული სივრცე თავდაპირველად მარტოხელა ქალების საცხოვრებელი იყო, რომელმაც არსებობა მე-20 საუკუნეში შეწყვიტა. ამჯერად აქ მონაზვნებთან ერთად რამდენიმე ბრიუგელი ქალბატონიც ცხოვრობს, რომლებმაც მარტოობა ამჯობინეს. თეთრი სახლებით გარშემორტყმული შიდა ეზო საინტერესო აურით გამოირჩევა.
LE PAIN DE SEBASTIEN
Smedenstraat 31
გემრიელი ბრანჩისთვის ეწვიეთ Sebastien Cailliau-ს LE PAIN DE SEBASTIEN. სებასტიანმა პურის ცხობის ხელოვნება საფრანგეთში ისწავლა, შემდეგ კი ეს კაფე და საცხობი ბრიუგეში დააარსა.
Onze-Lieve-Vrouwekerk
Mariastraat
ეკლესიის აშენება 1220 წელს დაიწყო და მის დამთავრებას 200 წელი დასჭირდა. აქ ყოველთვის დიდი რიგია, ეს იმიტომ, რომ ტაძარში ინახება მიქელანჯელოს სკულპტურა – Madonna and Child, რომელიც მიქელანჯელოს ერთადერთი ნამუშევარია, რომელიც იტალიის საზღვრებს მის სიცოცხლეშივე გასცდა.
GROENINGEMUSEUM
Dijver 12
GROENINGEMUSEUM-ს მე-15 და მე-16 საუკუნის ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია აქვს ევროპაში. კოლექციის ნაწილია ანს მემლინგის, იან ვან ეიკის და ჰიერონიმუს ბოსხის ნამუშევრები.
ქარის წისქვილები
25 წისქვილიდან მხოლოდ 4 შემორჩა და მათგან 2 ღიაა საზოგადოებისთვის. წისქვილებს შეგიძლიათ ახლომდებარე პაბიდანაც დააკვირდეთ, სადაც გემრიელი ბელგიური ლუდის მირთმევასაც შეძლებთ.
BONIFACIUS
Groeninge 4
სასტუმრო ბრიუგეზე გადაღებულ ყველაზე ცნობილ ფილმში, In Bruges-ში კარგადაა ასახული. BONIFACIUS მე-16 საუკუნის ორ timber-and-stone carriage houses-ს აერთიანებს. გამოირჩევა არაჩვეულებრივი მდებარეობით და პირდაპირ უყურებს Church of Our Lady-ს, ასევე ახლოსაა ყველა მუზეუმთან. ინტერიერის ინსპირაცია ფლამანდრიელი პრიმიტივისტი მხატვრებიდან მოდის. ერთ-ერთი საუკეთესო დეტალი ინტერიერში კიბეა, რომელიც სახურავის ტერასაზე ადის და საიდანაც საოცარი ხედი იშლება.
DE HALVE MAAN BREWERY
De Halve Maan, Walplein 26
ბელგიური ლუდისთვის ეწვიეთ DE HALVE MAAN BREWERY-ს, რომელიც ერთ-ერთია რამდენიმე ლუდსახარშიდან, რომელიც ცენტრალურ ბრიუგეში შემორჩა. ადგილი ჯერ კიდევ იმ ოჯახს ეკუთვნის, რომელმაც ის თავიდან დააარსა. აქ ასევე შემოგთავაზებენ ლუდსახარშის ტურს, სადაც შეძლებთ ნახოთ 3-კილომეტრიანი მილი, საიდანაც აქ დამზადებული ლუდი ჩამოსასხმელ ქარხანაში იგზავნება.