EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რომელ საათზე გეღვიძებათ ღამით და რატომ? რის თქმას ცდილობს სხეული? »

კატეგორია: სიზმრის ახსნა

ავტორი: admin

თარიღი: 2019-06-18 11:36:08

რომელ საათზე გეღვიძებათ ღამით და რატომ? რის თქმას ცდილობს სხეული?

Why-Do-I-Wake-Up

ხანდახან ისე ხდება, რომ ღამის ძილის დროს ყოველთვის ერთსა და იმავე დროს გვეღვიძება. როგორც გაირკვა, ეს შემთხვევით არ ხდება. ძილი, როგორც ცნობილია, ადამიანისთვის აუცილებელი მდგომარეობაა. ძილის დროს ადამიანი გამოჯანმრთელდება, უფრო ნიჭიერი ხდება, ბრძენდება. სწორედ ძილის დროს ამუშავებს ტვინი იმ ინფორმაციას, რომელსაც დღის განმავლობაში ვიღებთ. 
მაგრამ რატომ გვეღვიძება მოულოდნელად და თანაც, მუდამ ერთსა და იმავე დროს? დააკვირდით, რომელ საათზე გეღვიძებათ, ეს შეიძლება მნიშველოვანი მინიშნება აღმოჩნდეს:
 
თუ 21 საათიდან 23 საათამდე გეღვიძებათ: როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ სტრესს შეეჩეხეთ. ახლა კი ნერვები გაქვთ დაძაბული. სასურველია, მოდუნდეთ და განამუხტოთ ფიქრები. სამედიცინო თვალსაზრისით, ყურადღება მისაქცევია იმუნიტეტი, ფარისებრი ჯირკვალი, მეტაბოლიზმი. ძილის წინ კარგია მედიტაცია, იოგა. 
 
 
თუ 23 საათიდან 01 საათამდე გეღვიძებათ: სავარაუდოდ ემოციური იმედგაცრუების პერიოდი გაქვთ. სამედიცინო თვალსაზრისით, ამ დროს იწყებს მუშაობას ნაღვლის ბუშტი მიაქციეთ ამას ყურადღება. შეიძლება ცხიმის მიღება უნდა შეამციროთ ან კენჭები გაქვთ ნაღვლის ბუშტში. ეცადეთ, მოიშოროთ ნეგატივი და პოზიტივით დაიმუხტოთ. ნუ გაქვთ დაბალი თვითშეფასება. 
 
 
თუ 01 საათიდან 03 საათამდე გეღვიძებათ: ვიღაცას რაღაც არ უთხარით, 
ვერ შეძელით ბრაზისგან ბოლომდე გათავისუფლება. ენერგია, რომლისგანაც ვერ გათავისუფლდით დაგროვდა და გამოსვლას ცდილობს. რაც უფრო მალე იპოვოთ მიზეზს და გამოასწორებთ, მით მალე გაგიუმჯობესდებათ ძილი. გარდა ამისა, ამ პერიოდში აქტიურდება ღვიძლი, გამოიკვლიეთ იგი. შეიძლება მასში ტოქსინებია დაგროვილი. დალიეთ წყალი და შეამცირეთ კოფეინის მიღება. 
 
 
 
თუ 03 საათიდან 05 საათამდე გეღვიძებათ: მოწყენილი ხართ. ან უმაღლეს ძალებს სურთ თქვენთან კონტაქტი. სამედიცინო თვალსაზრისით, ამ პერიოდში ფილტვები აქტიურდება. მიაქციეთ მათ მუშაობას ყურადღება. განსაკუთრებით, თუ ხველებით გეღვიძებათ ან ცხვირი გაქვთ გაჭედილი. კარგია სუნთქვითი ვარჯიშები. 
 
 
 
თუ 05 საათიდან 07 საათამდე გეღვიძებათ: უნდა გათავისუფლდეს მსხვილი ნაწლავი. შეკრულობა და სიბერის ნიშნებიც კი მის არასწორ მუშაობაზეა დამოკიდებული. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ივარჯიშეთ, დალიეთ წყალი, იკვებეთ ჯანსაღად. ნუ მოგერიდებათ საკუთარი ემოციების გამოხატვის. ყველას აქვს უფლება იყოს მოწყენილი ან დათრგნული. თუ ხვდებით, რომ რაღაც გაშფოთებთ, შეცვალეთ, მიაკითხეთ კარგ ფსიქოლოგს, ექიმს. 
 
 
რაც უფრო ჯანმრთელი ორგანიზმი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გექნებათ, მით უფრო მშვიდი იქნება თქვენი ძილი. 
თუ გაქვთ ასეთი შემთხვევები და თქვენი აზრით, რასთან არის ის დაკავშირებული?.. გაგვიზიარეთ კომენტარებში. 
 
 
სტატია მოამზადა რუსუდან გელაშვილმა
 
astrologi.ambebi.ge