EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სამეფო კობრა (Ophiophagus hannah) - ყველაზე საშიში გველები »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2019-06-25 13:39:02
ეს გველი თავისი შთამბეჭდავი ზომებით და გასაოცარი ფორმებით მითიურ ლერნეს ჰიდრას უფრო ჰგავს, ვიდრე მიწიერ არსებას. სიგრძით 5, 6 მეტრამდე აღწევს, ხოლო წონით – 6 კილოგრამამდე.
სამეფო კობრას თავი 9 მოზრდილი, სიმეტრიული ჯავშნოვანი ქერცლისგან შედგება, ხოლო მუცელი – 240-დან 254-მდე ჯავშნოვანი ქერცლისგან. სხეულის შეფერილობა მერყეობს ღია ყავისფერიდან ზეთისხილისფრამდე. დებს 20-დან 40-მდე კვერცხს. ახალგამოჩეკილი წიწილები 50-53 სანტიმეტრის სიგრძისანი არიან.
ოჯახი: ასპიტისებრნი (Elapidae)
გვარი: სამეფო კობრები (Ophiophagus)
სახეობა: სამეფო კობრა (Ophiophagus hannah)
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 5.7 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 20 წელი
სამეფო კობრა არის მსოფლიოში ყველაზე დიდი შხამიანი გველი. სიგრძე — 4 მ-მდე, ცალკეული ეგზემპლიარები 5.7 მეტრსაც აღწევენ.
გავრცელების არეალი: გვხვდება ინდოეთში, სამხრეთ ჩინეთში, ინდოჩინეთში, ზონდის კუნძულებზე და ფილიპინებზე. ბინადრობს — ტყიან ადგილებში, ირჩევს ხშირ ბალახოვან ადგილებს. ხშირად გვხვდება დასახლებულ რაიონებშიც. ცოცავს ხეებზე და კარგად ცურავს, თუმცა ძირითადად ცხოვრობს მიწაზე.
გარეგნული აღწერილობა: სხეული მოყვითალო-მომწვანო ფერისაა, გასდევს განივი ზოლები, რომელნიც მუქი და ვიწროა თავისაკენ, ხოლო ფართე და შედარებით ღიაა კუდისაკენ. კობრას თავზე, კეფის ფარების უკან ნახევარრკალად განლაგებულია 6 დამატებითი ფარი. ყელი აქვს მოყვითალო ფერის. მიუხედავად სიტყვა "კობრასი", ეს გველი არ არის "Naja" (ნამდვილი კობრები) - ის წევრი, არამედ ეკუთვნის მის საკუთარ გვარს. სხვა კობრებისგან იგი განსხვავდება ზომითა და კაპიუშონის ნიშნებით. ზოლი კისერზე აქვს ამ სიმბოლოს მაგვარი "^", როცა სხვა აზიურ კობრებს იგი მოგვაგონებს ორმაგი ან ერთმაგი თვალის ფორმას. სამეფო კობრების სიგრძე როგორც უკვე ითქვა მიახლოებით 4 მეტრამდეა ჩვეულებისამბერ, ხოლო წონა 6 კგ. ყველაზე გრძელი ეგზემპლარი ყავდათ ლონდონის ზოოპარკში, რომლის სიგრძე იყო 5.6 მეტრი. ყველაზე მძიმე წონიანი ეგზეპლარი კი დაფიქსირებულია ნიუ იორკის ზოოპარკში, რომელიც იწონიდა 12.7 კგ-ს ხოლო ზომაში იყო 4.4 მ. სამეფო კობრები, მათი დიდი სხეულის მიუხედავად არიან საკმაოდ სწრაფები და მარჯვეები. მამრები უფრო ფართოები და სქელები არიან ვიდრე მდედრები. ცოცოხლობენ მიახლოებით 20 წელს. მეცნიერულმა დაკვირვებებმა ასევე დაადგინეს, რომ სამეფო კობრას სისინის სიხშირე განსხვავდება სხვა გველების სისინისგან და არის უფრო დაბალ სიხშირიანი, რომელიც უფრო გავს ძაღლის ღმუილს, და რომელსაც გამოსცემს პატარა ხვრელებით, რომლებიც მის ტრაქეაშია. აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ მის მიერ გამოცემულ ღმუილს: სამეფო კობრას ღმუილი.
კვება: სამეფო კობრას გვარი "Ophiophagus", არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს "გველის მჭამელს". ისინი არიან კანიბალები. მათი ნადავლი ძირითადად არის სხვა გველები (ვირთხის გველები, პატარა პითონები, სხვა შხამიანი გველები, კრაიტები, ნამდვილი კობრას წევრები და მათ შორის პატარა სამეფო კობრები). როცა საკვების ნაკლებობას განიცდის შეუძლია ინადიროს ასევე ხვლიკებზე, ჩიტებზე და სხვა მღრღნელებზე. კობრას ასევე შეუძლია მოახრჩოს მსხვერპლი, როგორიც არიან ჩიტები ან მღრღნელები მისი ძლიერი ტანით, თუმცა ამას იშვიათად აკეთებს. დიდი საკვების მიღების შემდეგ სამეფო კობრებს შეუძლიათ თვეობით გაძლონ მის გარეშე მათი ნელი მეტაბოლიზმის ტემპის გამო. მის საყვარელ საკვებად ითვლება ვირთხის გველი. ამ გველის დევნას სამეფო კობრები ხშირად მიყავს ადამიანებით დასახლებულ ადგილებში.
თავდაცვა: პირისპირ ყოფნისას ეს გველები ცდილობენ გაცლას და თავის არიდებას კონფრონტაციისგან. თუმცა თუ იგი მომწყვდეულია კუთხეში ის შეიძლება იყოს ძალიან აგრესიული პროვოკაციის დროს. საფრთხის დროს მის ტანს მაღლა წევს, კაპიუშონს ხსნის, აჩენს მის ეშვებს და იწყებს ხმამაღლა სისინს. მისი გაღიზიანება შეიძლება ადვილად გამიწვიოს მისკენ მიმავალიმა ობიექტებმა და სწრაფმა მოძრაობებმა. როცა მისი ტანი აწეული აქვს სამეფო კობრას ამ მდოგმარეობაშიც შეუძლია წინ გადაადგილება და შეტევის განხორციელება, რომლის მანძილის შეიძლება იყოს 2 მეტრამდე და ადამიანი შეუძლება შეცდომაში შევიდეს და ეგონის რომ მისგან დაცულ ადგილას დგას. ამ გველს შეუძლია განახორციელოს კბენა რამოდენიმეჯერ ერთ შეტევაზე, მაგრამ ზრდასრულები უფრო ერთხელ კბენენ და აღარ უშვებენ პირს მათ ნადავლს. იმის მიუხედავად, რომ არის საკმაოდ საშიში მთელი სანადირო არსენალით, თუ იგი არ არის მომწყვდეული კუთხეში იგი ცდილობს თავის არიდებას და გაცლას. თუ სამეფო კობრა პირისპირ ხვდება მის მტერს - მანგუსტს, რომელსაც აქვს იმუნიტეტი ნეიროტოქსინებზე, გველი ცდილობს გაიქცეს. თუ ეს ვერ მოახერხა მაშინ იღებს დამცავ პოზას - შლის კაპიუშონს და სისინებს, ხანდახან ცდილობს მანგუსტის კბენასაც. ხანდახან ესეთი მეთოდი ამართლებს, მითუმეტეს რომ მანგუსტის ნადავლებიდან სამეფო კობრა ყველაზე საშიშია და დიდი, მითუმეტეს თუ მანგუსტი პატარაა.
გამრავლება: ერთ ტერიტორიაზე შეხვედრისას მამრები ებმებიან რიტუალურ ბრძოლაში, რომელშიც რატომღაც ერთმანეთს არ კბენენ. მოგებულს წილად ხვდება მდედრი. თუმცა უნდა აღინიშნოს საინტერესო ფაქტი, რომ თუ ამ დროს მდემდრი უკვე განაყოფიერებულია სხვა მამრის მიერ, მაშინ ბრძოლაში გამარჯვებული მამრი მდედრსაც თავს ესხმის და კლავს მას, რის შემდეგაც მას ჭამს. თუ მდედრი უფრო დიდია ზომაში და ვერ ახერხებს მის ბოლომდე ჩაყლაპვას, მაშინ უკან ანთხევს მას. სანამ გამრავლებას დაიწყებენ მამრი და მდედრი მას ჯერ ახლავს მამრის მოვლა, რის შემდეგაც მამრი წყვეტს, რომ მდედრი მისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას (მდედრსაც შეუძლია დაესხას მამრს თავზე და მოკლას იგი). ამის შემდეგ მიმდინარეობს სქესობრივი აქტი, რომელიც გრძელდება 1 საათი. დამთავრების შემდეგ მდედრი სამეფო კობრა მზად იქნება 1 თვის შემდეგ დადოს კვერცხი. სამეფო კობრა ძალიან განსხვავდება სხვა გველებისგან როცა საქმე პატარების მოვლას ეხება. ამ პერიოდში მისი კვერცხებისთვის აკეთებს სპეციალურ ბუდეს ფოთლებისა და ტოტებისგან, რომლებსაც ხვეტავს სხეულის წინა ნაწილით და რომელსაც აკეთებს ამაღლებულ ადგილას, რათა ტროპიკული წყალდიდობის დროს არ ჩაიძიროს იგი. ცენტრში დებს 20-40 კვერცხს და ფარავს ფოთლებით. თვითონ თავსდება ზემოთ, უქმნის კვერცხებს 26-28 გრადუს ტემპერატურას და იცავს ბუდეს მტრისაგან სანამ არ გამოიჩეკებიან პატარები. იშვიათად მას ეხმარება მამრიც. ასეთ რამეს სხვა გველები არ აკეთებენ გარდა სამეფო კობრასი. ინკუბაცია მოიცავს მიახლოებით 100 დღეს. ამ პერიოდში მდედრის შხამი კიდევ უფრო ტოქსიკური ხდება და შეუძლია ერთი ნაკბენით სპილოც კი დააგდოს, ხოლო თვითონ ძალიან აგრესიული ხდება და გააფთრებით იცავს მის კვერცხებს ყველასგან ვინც კი ეცდება ახლოს მისვლას. როცა პატარები იჩეკებიან დედა ტოვებს მათ და მიდის საკვების მოსაპოვებლად მისთვის რათა არ შეჭამოს საკუთარი შვილები. გამოჩეკიდან ერთი საათის განმავლობაში პატარები ბუდესთან ახლოს ტრიალებენ და ჭამენ მათი საკუთარი კვერცხის ნაჭუჭებს. პატარები, რომლებიც არიან 45-55 სმ, გააჩნიათ ისეთივე ძლიერი შხამი, როგორც ზრდასრულ სამეფო კობრებს. ისინი არიან უფრო ღია ფერის, მაგრამ ასაკთან შესვლაში მუქდებიან. არიან საკმაოდ დაძაბულები და ფხიზლები, რაც მათ ხდის ძალზედ აგრესიულს თუ მათ აწუხებენ. თუმცა ისინი მაინც უსუსურები არიან, რომლებიც წარმოადგენენ სხვა, დიდი მტაცებლების ნადავლს. საერთო ჯამში 25-დან მხოლოდ 2-3 აღწევს ცოცხალი ზრდასრულ ასაკს.
კანის გამოცვლა: სამეფო კობრა კანს იცვლის 4-6 ჯერ წელიწადში. კანის გამოცვლა გრძელდება მიახლოებით 10 დღე. მისი დასრულების შემდეგ იგი ხდება უსუსური და თბილი ადგილის ძიებაში შეიძლება შეძვრეს ადამიანის საცხოვრებელში.
ცხოვრების წესი და ქცევა: საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო კობრები ბევრად უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე სხვა კობრები. ისინი, როგორც სხვა გველები ქიმიურ ინფორმაციას იღებენ მათი ორად გაყოფილი ენის მეშვეობით ("სუნით"), რომელიც იჭერს სუნს და გადასცემს მას სპეციალურ სენსორულ რეცეფტორს, რომელიც მდებარეობის მისი პირის სახურავზე. როცა საკვების სუნი აღმოჩენილია გველი ატრიალებს მის ენას რათა გაზომოს მსხვერპლის ლოკაციის ადგილი (მისი ენა მოქმედებს სტერეო რეჟიმში). ის ასევე იყენებს მის მახვილ მხედველობას (სამეფო კობრებს შეუძლიათ აღმოაჩინონ მოძრავი მსხვერპლი თითქმის 100 მეტრის მანძილზე), ჭკუას და მგრძნობელობას მისი ნადავლის დასაჭერად.
სამეფო კობრები იწყებენ მსხერპლის ყლაპვას როგორც კი მისი შხამი იწყებს მოქმედებას მათზე. ამ გველებს როგორც სხვა ყველა გველს აქვთ საკმაოდ მოქნილი ყბები. მისი ყბების ექსპანსია საშუალებას აძლევს მას გადაყლაპოს მის თავზე დიდი ზომის საკვები. სამეფო კობრებს შეუძლიათ ინადირონ მათ ნადავლზე მთელი დღის განმავლობაში, თუმცა მათ ღამით იშვიათად ხედავენ, ამიტომაც მას დღის გველად განსაზღვრავენ.
როცა ერთი სამეფო კობრა ხვდება მეორეს, ის ცდილობს შეეხოს მის თავს და ამით დაანახოს მისი ბატონობა. ის გველი კი ვისაც შეეხო, იკუმშება და მისრიალებს.
შხამი: სამეფო კობრას შხამი ძირითადად შეიცავს ნეიროტოქსინებს, მაგრამ ასევე კარდიოტოქსინსაც და სხვა ნარევებს. კბენის შემდეგ ვლინდება სიმპტომები: ძლიერი ტკივილი, ბუნდოვანი მხედველობა, თავბრუსხვევა, თვლემა და დამბლა. შხამის მოქმედებას მოსდევს კოლაფსი და მსხვერპლი ვარდება კომაში რასაც მალევე მოყვება საიკვდილი სასუნთქი სისტემის მოშლის შედეგად. გარდა ამისა მისი შხამი იწვევს თირკმლების ფუნქციის მოშლასაც. მათ შეუძლიათ კბენისას შეიყვანონ დიდი რაოდენობით შხამი (200-500 მილიგრამი). მისივე შხამი მათზე არ მოქმედებს.
არსებობს ორი ტიპის ანტივენინი, რომელიც დამზადებულია სპეციალურად სამეფო კობრას ნაკბენის სამკურნალოდ. პირველას აწარმოაებს წითელი ჯვარის ორგანიზაცია ტაილანდში, ხოლო მეორეს ცენტრალური კვლევის ინსტიტუტი ინდოეთში, თუმცა მათ მცირე რაოდენობით ამზადებენ, ამიტომაც არც ისე ადვილია მათი მოპოვება.
კულტურული მნიშვნელობა: მიანმარში სამეფო კობრები ხშირად გამოიყენებიან ქალი "გველების მხიბლავების" მიერ. "მომხიბვლელი" ტატუირებულია 3 პიქტოგრამით, რომელშიც გამოყენებულია გველის შხამთან შერეული მელანი. ცრურწმენები გვამცნობს, რომ იგი იცავს "მომხიბვლელს" გველისგან. შოუს დასრულებისას "მომხიბვლელი" გველს კოცნის შუბლზე.
ინდოეთში ჯერათ, რომ სამეფო კობრას გააჩნია არაჩვეულებრივი მეხსიერება. მითის თანახმად გველის მკვლელის სურათი, რჩება მოკლული გველის თვალებში, რომელსაც მოგვიანებით მისი პარტნიორი იღებს და იწყებს ნადირობას მკვლელზე რათა შური იძიოს. ამის დასამტკიცებლად, სამეფო კობრა იქნა დაჭერილი და დატოვებული თავისუფლად შიგთავსში, რომელსაც ჰქონდა პატარა ხვრელები. რამოდენიმე ადამიანი იდგა ამ ხვრელებთან, მაგრამ გველმა აიწია და მისი მზერა მიაპყრო მხოლოდ იმას ვინც ის ჩაკეტა შიგთავსში. ამ მითის გამო, როცა სამეფო კობრას კლავენ, განსაკუთრებით კი ინდოეთში, თავს უჭყლეტენ ან წვავენ რათა თვალები სამუდამოდ გაუნადგურონ.