EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გიურზა (Vipera lebetina) - ყველაზე შხამიანი გველი საქართველოში »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2019-06-25 14:16:13
გიურზა (ლათ. Vipera lebetina) — შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. აქვს დაახლოებით 1,5 მ სიგრძის სხეული. რუხი ფერისაა, ზურგზე მუქი კოპლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, შუა აზიის რესპუბლიკების სამხრეთ ნაწილში; საქართველოში — შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში. ბინადრობს ქსეროფიტულ ბიოტოპებში. ადის ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. ზაფხულის დამლევს დებს 15-20 კვერცხს, რომლებიდანაც 35-45 დღის შემდეგ იჩეკება 23-25 სმ სიგრძის წიწილები. გიურზა იკვებება ხვლიკებით, პატარა ფრინველებითა და მღრღნელებით, ბაჭიებით. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.
გიურზა წარმოადგენს დიდი ზომის გველს, გამოწეული ცხვირით და ასევე მკვეთრად წამოწეული საფეთქლის ძვლებით. თავის ზედა ნაწილი დაფარულია ნეკნების მსგავად განლაგებული ქერცლით. თვალებს ზემოთ არსებული ქერცლი უფრო წვრილია. მსხვილი, მოქნილი სხეული შეფერილია მონაცრისფრო-ქვიშისფრად ან მოწითალო-მოყავისფროდ. ხერხემლის გასწვრივ გასდევს გვერდებისაკენ გადახრილი მუქი, მურა ფერის, ან ნარინჯისფერი ლაქები.
სხეულის გვერდებზე განლაგებულია უფრო წვრილი მუქი ლაქები. თავის ქალა ერთფეროვანია, ნახატების გარეშე. სხეულის ქვედა ნაწილი ღია ნაცრისფერია, ალაგ-ალაგ წვრილი, მუქი ლაქებით. შეფერილობის საერთო ფონი ძალზედ ვარირებადია. ხანდახან გვხვდება მთლიანად ერთფეროვანი ეგზემპლარებიც. მდედრები სიგრძეში 1-3, ხოლო მამრები — 1,6 მეტრს აღწევენ.
გიურზას გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა. გვხვდება: აფრიკის ზემო ნაწილში, ტუნისში, ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, თურქეთში, ერაყში, ირანში, ავღანეთში, პაკისტანში, ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით. ნომინალური ქვესახეობა გიურზისა სახლობს ხმელთაშუა ზღვის ბევრ კუნძულზეც. შედარებით პატარა ქვესახეობა — Macrovipera lebetina obtusa გვხვდება აგრეთვე ამიერკავკასიაში, აღმოსავლეთ კავკასიაში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთის დასავლეთ ნაწილსა და ყაზახეთის უკიდურეს სამხრეთით. ლაკონური და ჟღერადი სახელი „გიურზა“ ამ გველმა მიიღო კავკასიაში, ამავე სახელით იცნობენ შუა აზიაშიც. სხვა ქვეყნებში კი ცნობილია აღმოსავლური გველგესლას სახელწოდებით.
ცხოვრების წესი
აქტიურობის დროს გიურზა ნელა დასრიალებს ან უდარაჯებს მსხვერპლს, ხიფათის შემთხვევაში კი ცდილობს, გაეცალოს და პირველივე სამალავში გაუჩინარდეს. შეუძლია, საკმაოდ მაღლა აცოცდეს ხეზე. აგრესიულობას ამჟღავმნებს მხოლოდ შეწყვილების პერიოდში (მაისის პირველი ნახევარი).
საცხოვრებელი არეალის მიხედვით გიურზა გვხვდება: მთის ნაპირებში, მთის ნაპრალებში და ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ასევე მდინარის ნაპირებთან. ეს გველი არასდროს არ სახლობს ზღვის დონიდან 1500 მ-ზე უფრო ზემოთ. ძალიან კარგად ეგუება დამუშავებულ ნიადაგებს, სარწყავი არხების ნაპირებს, ბაღ-ვენახებს, შეიძლება შევხვდეთ სოფლების განაპირასაც. დასამალად იყენებს მღრღნელების სოროებს, მიწის ნაპრალებს, კლდის ნაპრალებს, იმალება ქვების ქვეშ და ა.შ. წლის განმავლობაში გიურზამ შესაძლოა გააკეთოს რამდენიმე მიგრაცია. ეს თვისება განსაკუთრებით ახასიათებთ მთის ფერდობებზე მცხოვრებ სახეობებს. ზამთრის სემდგომ, კლდეების ნაპრალებში შესაძლოა შევხვდეთ მათ ყრილობას. ზაფხულის სეზონში ისინი მთებიდან ქვემოთ ჩამოდიან და ვხვდებით მდინარეების ნაპირებზე. ზაფხულის ბოლოს ისინი თავს იყრიან წყალსატევების ნაპირას, იკლავენ წყურვილს და ნადირობენ ფრინველებზე და წყალსატევის გარშემო მობინადრე ცხოველებზე. წლის ყველაზე ცხელ პერიოდში გიურზები უშუალოდ ჩადიან წყალსატევებში და სვამენ დიდი რაოდენობით წყალს. ზამთრის შემდგომ ჩნდებიან მარტ-აპრილში. ამ დროს ისინი თბებიან მზეზე, თუმცა ნადირობას უცბად არ იწყებენ. ადრე გაზაფხულზე დღის ცხოვრებით ცხოვრობენ, ღამე შედიან სოროებში. ტემპერატურის მომატებასთან ერთად გადადიან ღამის ცხოვრებაზე, შემოდგომაზე კი ისევ დღის ცხოვრებას უბრუნდებიან. ჩვეულებრივ 1 ჰა-ზე გვხვდება 4 გველი, ზოგჯერ 20-მდე.
საკვები
ახალგაზრდა გიურზები ნადირობენ პატარა ხვლიკებზე, ზრდასრულები — ვირთხებზე, კურდღლებზე, პატარა ხერხემლიანებზე, ხვლიკებზე, კუებზე და მათ კვერცხებზე. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ზოგჯერ ჩიტებზეც. ამ დროს ისინი ადიან ხეებზე და იმალებიან ფოთლებს შორის. ზოგჯერ ჩიტებს წყალსატევებთან ელოდებიან და წყლის დალევის დროს ადვილად იჭერენ მათ. მათ საკვებს, ძირითადად, ბეღურას ზომის ჩიტები წარმოადგენენ.
გამრავლება
შეწყვილება ხდება აპრილ-მაისში, შემოდგომაზე კი იბადებიან წიწილები. ჩრდილო აზიაში გავრცელებული გიურზა კვერცხისმდებია. გამოჩეკვა ხდება 40 დღეში. იბადება 15-20 წიწილა. ახალდაბადებულები სიგრძეში — 24 სმ. აღწევენ და იწონიან — 24 გრამს.
შხამი
საშიშროების შემთხვევაში გიურზა სწრაფად შედის თავშესაფარში, ან იწყებს ხმამაღალ სისინს და უმალვე ეცემა მტერს. მისი სხეული არის ძლიერ კუნთოვანი და მკვრივი, ყბები აქვს ძალზედ მოძრავი და, ხელში აყვანის შემთხვევაშიც კი, მუდამ ცდილობს ადამიანს ხელზე უკბინოს, თუნდაც ამისათვის შხამიანი ეშვებით საკუთარი ქვედა ტუჩის გახვრეტა მოუწიოს. კბენის დროს, ორგანიზმში შეჰყავს 50 მგ. შხამი.
გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვითარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.
გიურზას შხამი გამოიყენება მედიცინაში. 1 გველი ერთ ჯერზე იძლევა 40 მგ-მდე შხამს (მშრალი წონა). შხამს იყენებენ შხამსაწინააღმდეგო შრატის და სხვა პრეპარატების დასამზადებლად. გიურზას შხამი მეტად წააგავს დაბოიას ანუ ჯაჭვისებური გველგესლას შხამს. დაკბენილის სამკურნალოდ გამოიყენება შრატი „ანტიგიურზა“. გიურზას შხამი შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინაზებს და გამოიყენება ძვირფასი სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. ამ გველის შხამისგანაა დამზადებული პრეპარატი „ლებეტოქსი“, რაც ჰემოფილიის სამკურნალოდ გამოიყენება.
ანტიგიურზინის შემცველობა.
ანტიგიურზინი არის ცილოვანი შრატი რომელიც ტემპერატურის ცვალებადობას და ტრანსპორტირებას ვერ იტანს, იშლება ფრაქციებად და გამოუსადეგარი კი არა საშიშიც კი ხდება ასეთი შრატის შეშხაპუნება! გარდა ამისა ორგანიზმი ამ შრატის გაკეთებამდე უნდა იყოს გამოკვლეული რეაქციაზე ანუ რამდენად იტანს ორგანიზმი ამ შრატის ინექციას, ყველა ორგანიზმი ერთნაირად არ რეაგირებს, საშიშია და არ შეიძლება ამ შრატის გაკეთება ორგანიზმის გამოკვლევის გარეშე! ალერგიული ეფექტი იმდენად ძალიერია რო შეიძლება ადამიანი დაიღუპოს! რაღა შხამი და რაღა ეგ შრატი! კარგ შედეგს იძლევა შხამის ამოწოვა მაგრამ ამასაც ცოდნა უნდა! დაზიანებული პირის ღრუს მქონე ადამიანი საფრთხეში იდგებს თავს ასეთი მოქმედებით. საველე პირობებში ნაკბენიდან შხამის ამოწოვა ხდება ცარიელი ლატუნის მასრის დახმარებით! მასრიდან დანის წვერით უნდა ამოაგდო ფისტონი (კაფსულა) და ძუძუკაც ამოტეხო მერე ნაკბენზე დაადო მასრა განიერი ბოლოდან და ფისტონის მხრიდან ამოტუმბო ჰაერი წნევის ცვალებადობის წარმოქმნის შედეგად შხამის დიდი ნაწილი გამოვა ნაკბენიდან და ჩაგროვდება სისხლთან ერთად მასრაში! მერე შეიძლება ლახტის დედება დაშავებულს უნდა დიდი რაოდენობით სითხე ვასვათ და აუცილებლად სტაციონარში გადავიყვანოთ. ჩანიშნული უნდა გვქონდეს დაკბენისა და ლახტის დადების დრო! ან თუ საშუალებაა და მომზადებული ხარ ასეთი ამბისათვის თან უნდა იქონიო კალიუმის პერმანგანატი (მარგანცოვკა) შპრიცი და ნოვოკაინი და გაუკეთო ნაკბენის ნოვოკაინური ბლოკადა ან მარგანცოვკის 0,1% ხსნარის ინექცია ნაკბენის ირგვლივ! ეს კიდევ დამატებით ერთ საათს აყოვნებს შხამის მოქმედებას.