EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მორიელები (Scorpiones) — უხერხემლო ცხოველების რიგი ობობასნაირთა კლასისა »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2019-06-26 15:56:39
მორიელები (Scorpiones) — უხერხემლო ცხოველების რიგი ობობასნაირთა კლასისა. აქედან გამომდინარე, მათ ენათესავებიან ობობები და ტკიპები. ოდითგანვე საშიშნი იყვნენ ადამიანებისთვის.
ცნობილია მორიელების 1500-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ძირითადად ტროპიკებში ან სხვა თბილ ადგილებში ბინადრობენ. ყველაზე დიდი მორიელი გვინეაში გავრცელებული ე. წ. „იმპერატორი“, რომლის სიგრძე 180 მმ-ს აღწევს. უმცირესი მორიელის სიგრძე 13 მმ.
მორიელები, ობობები და მათი მონათესავე ცხოველები მიეკუთვნებიან ფეხსახსრიანების ტიპის არაქნიდების კლასს და ერთიანდებიან ცხოველთა რიგში. არაქნიდების სხეული ორი ნაწილისაგან შედგება: თავ-მკერდისა (cephalothorax) და მუცლისაგან. მორიელის შემთხვევაში სხეულის ძირითადი ნაწილი უჭირავს თავ-მკერდს, მუცელი კი, სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, დანაწევრებულია და ასევე გადადის დანაწევრებულ კუდში, რომელიც საოცრად მოქნილია და შეუძლია მოკეცვა მთელი სხეულის გასწვრივ. კუდის ბოლოზე მორიელს გააჩნია შხამიანი ჯირკვალი და ნესტარი, რომელსაც ცხოველი იყენებს თავდაცვისა და თავდასხმის დროს.
მორიელებს ხუთი წყვილი კიდური აქვთ, რომელთგანაც ოთხი სასიარულოა, ხოლო დანარჩენი მარწუხები. მათი დახმარებით, მორიელი ადვილად იჭერს მსხვერპლს. სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, მათ პირის მიდამოებში გააჩნიათ წყვილი მარწუხებისა. სხეულის ქვედა ნაწილში მორიელებს აღენიშნებათ გარკვეული წანაზარდები, რომლებსაც pectin-ები ჰქვიათ,და მათი დანიშნულება მიწის ვიბრაციის შეგრძნებაა.Pectin-ები მორიელის კორდინაციის უმნიშვნელოვანესი ორგანოა.მორიელთა შეფერილობა მერყეობს ღია ყავისფერიდან შავ ფერამდე.
მიუხედავად იმისა, რომ არაქნიდებს პატარა სხეული, გარეგანი ჩონჩხი და ბევრი კიდური აქვთ, ისინი მწერებში არ უნდა შეგვეშალოს. მწერებს ექვსი კიდური აქვთ, ხოლო მორიელებსა და ობობებს - რვა. ბევრი მწერისაგან განსხვავებით, მორიელს არ გააჩნია საცეცები, რომელიც გამოიყენება გარემოს აღქმისათვის. მორიელი ღამით ნადირობს, მთელი დღის განმავლობაში კი იმალება ფოთლების ქვეშ ან ქვების ნაპრალებში. ისინი იძულებულები არიან ასე მოიქცნენ, რადგან მათი ძირითადი მსხვერპლი-ტარაკნები და ჭრიჭინებია, რომლებიც ასევე ღამით „ფუნქციონირებენ“. მორიელი ადამიანისთვის ძალიან საშიშია, რადგან მან შეიძლება დღისით თავშესაფარი იპოვოს ფეხსაცმელში ან ზურგჩანთაში და სასიკვდილო ნაკბენი მიაყენოს ადამიანს მისი აღმოჩენის შემთხვევაში.
მორიელის შხამი
მორიელზე თავდასხმის შემთხვევაში, მისი კუდი იკეცება მთლიანი სხეულის გასწვრივ და ნესტრის საშუალებით თავს ესხმის მტერს. მორიელის შხამის ორი ძირითადი ტიპი არსებობს. პირველი ტიპის შხამს შეუძლია პარალიზება გაუკეთოს ან მოკლას უხერხემლო ცხოველი, ადამიანისთვის მას არანაირი საფრთხე არ მოაქვს ისევე, როგორც ბზიკის ნაკბენს, თუმცა ძალიან მტკივნეულია. მეორე ტიპის შხამი სასიკვდილოა. იგი პარალიზებას უკეთებს გულის ნერვებს და გულ-მკერდის კუნთებს. ასეთი ტიპის შხამი გააჩნია რამდენიმე სახეობის მორიელს. მას შეუძლია შვიდ წუთში მოკლას ძაღლი, რამდენიმე საათში კი-ადამიანი, ამ შხამის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები. მორიელის მსხვერპლს შეიძლება გაუკეთდეს ანტივენინი(ანტივირუსი), რაც ხშირ შემთხვევაში იძლევა გადარჩენის შანსს. მართალია, მორიელები ცხელ კლიმატურ პირობებში ბინადრობენ, მაგრამ მათი ნახვა შეიძლება ყველგან, გრენლანდიის, ანტარქტიკის და ახალი ზელანდიის გარდა. ევროპაში გავრცელებულები არიან გერმანიამდე, ბრიტანულ კუნძულებზე კი ვხვდებით მორიელის ისეთ სახეობას, როგორიცაა Euscorpius flavicuadis, რომელიც ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
ნადირობა და კვება
ნადირობისას მორიელი მსხვერპლის ადგილმდებარეობას იგებს მიწის ვიბრაციის გათვალისწინებით. მიახლოებისას იგი ხტება მსხვერპლის მიმართულებით და „კლანჭებით“ იჭერს მას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მორიელი კეცავს კუდს და ნესტრით განგმირავს მსხვერპლს. მორიელის პირი პატარა ზომისაა, ამიტომ მას საკვებად დიდი დრო სჭირდება. იგი აქუცმაცებს მსხვერპლს და ისე მიირთმევს, შემდგომ კი შეიწოვს რბილ ქსოვილებს და წვენს. მორიელის საკვების მომნელებელი სისტემა ძალიან ეფეკტურია, ამიტომ არ ესაჭიროება ყოველდღიური კვება. მას უნარი აქვს კვების დროს მიღებული სითხე დიდი ხნის განმავლობაში შეინახოს ორგანიზმში, ამიტომ წყალს იშვიათად სვამს.
მორიელების შეჯვარების პროცესი ცეკვას ჰგავს და რამდენიმე საათს გრძელდება. მამალ მორიელს დედალი კიდურებში ჰყავს დაჭერილი და ასეთნაირად ატრიალებს. შემდგომ მამალი სპერმას აფრქვევს მიწაზე, საითკენაც მიუძღვება დედალს, რომელიც თავისი გენიტალიებით იწოვს მას. მორიელები რამდენიმეჯერ ჯვარდებიან, ხოლო გადმოფრქვეული სპერმა დიდხანს ინარჩუნებს სასიცოცხლო ფუნქციებს. მას შეუძლია გაანაყოფიეროს რამდენიმე დედალი მორიელი. დედალი მორიელის სანაყოფე ორგანოში კვერცხები ინახება ერთი წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ იბადებიან ახალშობილი მორიელები. სახეობების მიხედვით, მორიელები შობენ ერთიდან 100-მდე მორიელს. ბევრი ახალშობილის გაჩენას ზოგ შემთხვევაში რამდენიმე დღე სჭირდება. ჩვეულებრივ კი, მორიელი მშობიარობს ორ ეტაპად და ეს პროცესი 24 საათს გრძელდება, ხშირ შემთხვევაში ღამით. იბადება ცოცხალი ახალშობილები, რომელებიც სიცოცხლის პირველ დღეებს დედის ზურგზე ატარებენ. მას შემდეგ, რაც პატარები კანს იცვლიან და უვითარდებათ ახალი, მკვრივი გარეგანი ჩონჩხი, მათ დამოუკიდებლად არსებობა შეუძლიათ.
მორიელების წინაპრები
მეცნიერები თვლიან, რომ მორიელების წინაპრები ცხოვრობდნენ წყალში და შემდეგ მოახდინეს ადაპტირება ხმელეთთან. აღმოჩენილი ყველაზე უძველესი არაქნიდის ჩონჩხი თარიღდება 400 მილიონი წლით და სხეულის ფორმით ძალიან ჰგავს „თანამედროვე“ მორიელებს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მორიელის სხეულის დიზაინი იმდენად სრულყოფილია, რომ მას არ დასჭირვებია გარემოსთან ადაპტირებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განცდა. ფსევდომორიელები არიან პატარა ზომის არაქნიდები, რომლებიც გამოიყურებიან, როგორც პაწაწინა მორიელები. მათი 2000-მდე სახეობა არსებობს, თუმცა არც ეთი არ არის საშიში ადამიანისთვის, რადგან არ გააჩნიათ ნესტარი. მსხვერპლს კლავენ მარწუხებიდან გამოყოფილი შხამით. ზომით საშუალოდ 8 მმ-ს აღწევენ. ფსევდომორიელები, ობობების მსგავსად, რთავენ ქსელის ძაფებს, რომლისგანაც ქსოვენ ჭუპრებს, სადაც დედალი დებს კვერცხს. ახალშობილი ფსევდომორიელები ქსელის ძაფის საშუალებით ამზადებენ ბუდეებს. ე. წ. მათრახიანი მორიელები თავის ჯგუფში 150-მდე არაქნიდს აერთიანებენ. ასეთი სახელი მათ მიიღეს იმის გამო, რომ ზოგიერთის სხეული ბოლოვდება მათრახისმაგვარი კუდით. ისინი მსხვერპლს აშხაპებენ სითხეს, რომლის ძირითადი შემადგენელია ძმარმჟავა. არსებობს ასევე ე. წ. მიკრომათრახიანი მორიელები, რომელთა შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.