EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« მორიელის ტატუს ახსნა, მნიშვნელობა »

კატეგორია: ყველაფერი ტატუზე

ავტორი: admin

თარიღი: 2019-06-26 16:06:46

მორიელის ტატუს ახსნა, მნიშვნელობა

scorpion_tattoo_designs

მორიელი ყველასთვის ცნობილია, როგორც სასტიკი და საშინელი მწერი. ის ასევე მიბმულია, დაკავშირებულია ბევრ უძველეს კულტურასთან და რელიგიასთან. მორიელის ტატუ გამოყვანილი თქვენს კანზე უზრუნველყოფს უნიკალურ და განსხვავებულ დიზაინს.

მორიელები არიან უძველესი ქმნილებები, რომლებიც ადამიანთან თანაარსებობენ საუკუნეების მანძილზე. ყველა მორიელი საასიკვდილო შხამით არ გამოირჩევა, თუმცა არის ზოგიერთი სახეობა, რომელიც კლავს მსხვერპლს ერთი დანესტვრით.

სხვა ტატუებისგან განსხვავებით მორიელის ტატუს ხშირად ირჩევენ მისი თანდაყოლილი თვისებებისა და მახასიათებლების გამო. ეს ყველაფერი მოიცავს სასიკვდილო ძალას, საშიშროებასა და საფრთხეს, რაც ჩაბუდებულია მორიელის ნესტარში. ამ არსებას ასევე  გააჩნია უფრო მეტი კომპლექსური მნიშვნელობანი. მაგალითად კაცებმა შესაძლოა დაიხატონ ეს ტატუ გამომდინარე იქიდან, რომ მორიელი ასოცირდება, უკავშირდება მათში აღტკინებას და სექუალურობას.  მამალი მორიელი ცეკვავს სპეციალურ ცეკვას, როცა მას მდედრი მორიელის მოხიბვლა უნდა. 

ბევრ კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მორიელს. უძველეს ეგვიპტეში მორიელი ასოცირდებოდა ქალღმერთად, რომელსაც სახელად უწოდებდნენ სელკეტს, იმ ქვეყნად გარდამავალი სულების მცველი. მაიას კულტურაში მორიელი სიმბოლირდებოდა მედიცინასთან და ქირურგიასთან, ოპერაციასთან: თუ როგორ აშეშებს მის მსხვერპლს, ასეც უნდა იყოს ქირურგი. სამედიცინო კავშირი გრძელდება ზოგიერთ აფრიკულ კულტურაში, სადაც მათი რწმენით, მორიელის შხამს გააჩნია მკურნალი თვისებები. ანტიკურ ბერძნულ - რომაულ მითოლოგიაში, დიანამ გამოიყენა მორიელი ორიონის მოსაწამლად, რამაც მოგვიანებით გამოიწვია მისი სიკვდილი.  ზევსმა თანავარსკვლავედად აქცია მორიელი.

მორიელი ეს არის ზოდიაქოს მე-8 ნიშანი და მიეკუთვნება ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაიბადა 23 ოქტომბიდან 21 ნოემბრამდე. მორიელები ცნობილი არიან თავისი ლოიალურობით, სიმამაცით, ფოკუზირებით, ინტუიციურობით, თუმცა ამავდროულად მათ გააჩნიათ ასევე უარყოფითი თვისებები: ისინი შეიძლება იყვნენ ეჭვიანები და მანიპულატორები, ანჩხლები და შურისმაძიებლები. მორიელის ტატუს არჩევა მშვენიერი საშუალებაა იმისთვის რომ აღიქვათ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მთელი მისი შტრიხებით.

ცხადია არსებობს რამდენიმე განსხვავებული მნიშვნელობა, რომელსაც მორიელის სვირინგი შეიცავს. თქვენ აუცილებლად შეძლებთ დიზაინის არჩევას, რომელიც უნიკალური იქნება მხოლოდ თქვენთვის. ზოგადად მორიელის ტატუ წარმოდგენს ყველა მოცემულობას:

შიში და დაშინება

ძალა, ენერგია

სიკვდილი

დაცვა და კონტროლი

ერთგულება

სექსუალობა, მოხიბვლა

ქირურგია

მედიცინა

უძველესი კულტურული სიმბოლიზმი

ზოდიაქოს ნიშანი

 

თუკი მორიელი ხარ, არსებობს სხვადასხვა გზა სადაც შენ შენი სასურველი დიზაინი შეგიძლია შექმნა ან მოიძიო.

stinging_scorpion_tattoo_design

stinging_scorpion_tattoo_design

 

მომზადდა სპეციალურად საიტისათვის.