EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მაწვნის სუპი - გემრიელი წვნიანი »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2019-06-29 14:40:02
მაწონი - 500 გრ
წყალი - 500 მლ
ბრინჯი - 3 სკ
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 1-2 კბილი
კარაქი - 30 გრ
კვერცხი - 1 ცალი
კამა და ქინძი - 7-7 ღერი
მარილი - გემოვნებით
ახალი ხახვი
მომზადების წესები
1. გარეცხეთ და მოხარშეთ 3 სკ ბრინჯი. (შესაძლებელია ბრინჯის გარეშეც)
2. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ კარაქში.
3. 1 ქილა მაწონში გათქვიფეთ 1 ც კვერცხი, ჩაასხით 500 მლ წყალი, მოურიეთ და საშუალო ცეცხლზე, ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ ადუღებამდე.
4. როგორც კი დუღილს დაიწყებს ჩააყარეთ მოშუშული ხახვი, მოხარშული ბრინჯი, უყავით მარილი, დაჭრილი ქინძი, კამა, ნიორი, მოურიეთ.
5. მეტი გემოსთვის ჩააყარეთ დაჭრილი, ახალი და ჩვეულებრივი ხახვი ცოცხლად.
ძალიან უხდება გამხმარი პიტნის დაქუცმაცებული ფოთლები,საოცარ გემოს აძლევს.
გემრიელად მიირთვით!