EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ფობიების სია - რა და როგორი ფობიები არსებობს? »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2019-07-01 13:47:23
ქართულ ენაში ბოლოსართი -ფობია, -ფობი (წარმოიშვა ბერძ. φοβία, φόβος „ფობია“, „ფობოს“ — შიში) გამოიყენება ტექნიკური ხმარებისთვის. მაგალითად, ფსიქიატრიაში მისი საშუალებით ადგენენ სიტყვას, რომელიც გამოხატავს არარაციონალურ, უსაბაბო შიშს გამოწვეულს ფსიქიკურ დაავადებით (მაგ. აგორაფობია). ისინი ასევე გამოხატავენ სიძულვილს გარკვეული საგნისა თუ მოვლენის მიმართ. ბოლოსართის ანტონიმია -ფილია.
ფსიქოანალიტიკოსები ფობიას სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ:
1.ზოგადი ფობიები, როდესაც ადამიანს ეშინია გარკვეული ობიექტის ან რაიმე საგნის;
2. ე.წ. ლოკომოტორული ფობიები, ანუ ფობიები სიტუაციის მიმართ.
3.სოციალური ფობია ანუ მოქმედების ფობია- საჯაროდ რაიმეს კეთების შიში.
ფობიების კლასიფიკაცია სხვადასხვა სახით ხდება.მაგალითად, არსებობს ფობიების კლასიფიკაცია ასაკობრივი ჯგუფის გათვალუსწინებით.ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება მისთვის დამახასიათებელი შიშები.მაგ: ბავშვებისათვის ნიშანდობლივია სიბნელის შიში, მოზარდებისთვის – პარტნიორისადმი დამოკიდებულების შიში,ნაადრევი სიკვდილის შიში, და ა.შ.
გავეცნოთ მსოფლიოში გავრცელებულ ფობიებს.
1. აგროფობია – სივრცის ან ბრბოს შიში.
2. ავიოფობია,აეროფობია,ავიატოფობია – ფრენის შიში.
3. აკაროფობია – ფხანის შიში.
4. აკროფობია,ალტოფობია – სიმაღლის შიში.
5.ალგოფობია – შიში ტკივილის მიმართ.
6. ალეკტოროფობია – ქათმების შიში.
7. ალლიუმოფობია – ნივრის შიში.
8. ამბულოფობია – სიარულის შიში.
9. ამქსოფობია – მანქანის მართვის შიში.
10. ანაბლეფობია – მაღლა ახედვის შიში.
11. ანგინოფობია – ანგინის ან გაგუდვის შიში.
12. ანგლოფობია – ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.
13. ანდროფობია – შიში მამაკაცების მიმართ.
14. ანთროპოფობია – ადამიანებთან ურთიერთობის შიში.
15.ანთროფობია – ყვავილების შიში.
16. ანუპტაფობია – დაუქორწინებლად დარჩენის შიში.
17. აპეიროფობია – სასრულობის შიში.
18.აპიფობია, მელისოფობია – ფუტკრების შიში.
19.არაქიბუტიროფობია – არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში.
20.არაქნოფობია – შიში ობობის მიმართ.
21. ასტრაფობია,ბრონტოფობია,კერაუნოფობია – ელვის შიში.
22. ატაქსოფობია – უწესრიგობის შიში.
23.ატელოფობია – არასრულყოფილების შიში.
24.ატიქიფობია – წარუმატებლობის შიში.
25.აუროფობია – ოქროს შიში.
26.აუტოფობია – მარტოდ ყოფნის შიში.
27.აფენფოსმფობია – შიში იმისა,რომ ხელი შეგახონ. 28.ბაცილოფობია,ბაქტეროფობია,მიკროფობია – შიში მიკრობების და ბაქტერიების.
29.ბაროფობია – გრავიტაციის შიში.
30.ბიბლიფობია – წიგნების შიში.
31.ბიფობია – ბისექსუალების ზიზღი.
32.ბოტანოფობია – მცენარეების შიში.
33.გამოფობია – დაქორწინების შიში.
34.გენოფობია,ცოიტოფობია – სექსუალური სიახლოვის შიში.
35.გერონტოფობია – დაბერების შიში, ან მოხუცი ხალხის სიძულვილი.
36.გინოფობია – შიში ქალების მიმართ.
37.გლოსოფობია – საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში.
38.დენდროფობია – ხეების შიში.
39.დენტოფობია,ოდონტოფობია – კბილის ექიმების და მისი მკურნალობის შიში.
40.დომატოფობია – სახლების,შენობების შიში.
41.ელუროფობია – კატების შიში.
42.ემეტოფობია – პირღებინების შიში.
43.ენტომოფობია – მწერების შიში.
44.ეროტოფობია – შიში სექსის და მასთან დაკავშირებული კითხვების მიმართ.
45.ესოფობია – სახლში ყოფნის შიში.
46.ეფებოფობია,ეფებიფობია – თინეიჯერების შიში.
47.ექუინოფობია,ჰიპოფობია – ცხენების შიში.
48.ვენუსტრაფობია – შიში ლამაზი ქალების მიმართ.
49.ვიკაფობია – ჯადოქრების,კუდიანების შიში.
50.ზოოფობია – საერთოდ ცხოველების შიშის სახელწოდებაა.
51.იატროფობია – ექიმების შიში.
52.კიბერფობია – კომპიუტერების შიში.
53.კინოფობია – ძაღლების შიში.
54.კლაუსტროფობია – შიში ჩაკეტილი სივრცისა.
55.კოინონოფობია – ოთახების შიში.
56.კოულროფობია – შიში კლოუნების მიმართ (ავი კლოუნების ჩათვლით)
57.კლიმაკოფობია – კიბეებზე ასვლის შიში.
58.ლალოფობია,ლალიოფობია – საუბრის შიში.
59.ლეუკოფობია – თეთრი ფერის შიში.
60.ლილაპსოფობია – ქარიშხლის შიში.
61.მაგეიროკოფობია – საჭმლის მომზადების შიში.
62.მელანოფობია – შავი ფერის შიში.
63.მისოფობია – შიში ჭუჭყისა და მიკრობების მიმართ.
64.მუსიფობია – ვირთხებისა და თაგვების შიში.
65.ნეკროფობია – სიკვდილისა და მკვდრის შიში.
66.ნეოფობია – სიკვდილისა და მკვდრების შიში.
67.ნეოფობია,ცაინოფობია,ცაინოტოფობია,ცენოფობია,ცენტოფობია,კაინოფობია-სიახლის შიში.
68.ნიქტოფობია,ახლუოფობია,ლიგოფობია,სკოტოფობია – სიბნელის შიში.
69. ნოსოკომეფობია – სავაადმყოფოების შიში.
70.ნოსოფობია – ავადმყოფთან შეხების შიში.
71.ობესოფობია – წონაში მომატების შიში.
117.ჰემოფობია,ჰაემოფობია – სისხლის შიში.
72.ოკტოფობია – რიცხვი 8-იანის შიში.
73.ომბროფობია – წვიმის შიში.
74.ოსმოფობია,ოლფაცტოფობია – შიში სუნის მიმართ.
75.ორნითოფობია – ჩიტების შიში.
76.ოფიდიოფობია – გველების შიში.
77.პანოფობია – შიში ყველაფრის მიმართ.
78.პარასკავედეკატრიაფობია-რიცხვი 13-ის, პარასკევი დღის შიში.
79.პედოფობია – ბავშვების შიში.
80.პენტერაფობია – სიდედრის შიში.
81.პიროფობია – ცეცხლის შიში.
82.პორფიროფობია-მეწამული ფერის შიში.
83.პტერიდოფობია – გვიამრების შიში.
84.რადიოფობია – რადიოაქტუიური ან რეტგენის სხივების შიში.
85.რანიდაფობია – ბაყაყების შიში.
86.რუსოფობია – ზიზღი ყველაფერი რუსულის მიმართ.
87.სელაფობია – მკვეთრი ფერების შიში.
88. სელენოფობია – მთვარის შიში.
89.სინოფობია – ზიზღი ჩინური კულტურისა და ხალხის მიმართ.
90.სიფილოფობია – სიფილისით დაავადების შიში.
91.სკოპოფობია,სკოპტოფობია – შიში იყო სასაცილო, მიიქციო ყურადღება.
92.სიმნოფობია – ძილის შიში.
93.სოციოფობია – შიში ან ზიზღისაზოგადოების ან საერთოდ ხალხის.
94.სქოლიოფობია – სკოლის შიში.
95.ტაფოფობია – საფლავის, ან საფლავში ცოცხლად დამარხვის შიში.
96.ტაქოფობია – სიჩქარის შიში.
97.ტექნოფობია – შიში ტექნოლოგიის მიმართ.
98.ტეტრაფობია – შიში რიცხვი 4-ისა.
99.ტოკოფობია,ლოკიოფობია – მშობიარობის შიში.
100.ტონიტროფობია – ჭექა-ქუხილის შიში.
101.ტრანსფობია – ტრანსსექსუალების შიში ან ზიზღი.
102.ტრისკაიდეკაფობია,ტერდეკაფობია – რიცხვი 13-ის შიში.
103.ტრიპანოფობია,აიხომოფობია,ბელონეფობია,ენტეფობია – შიში ნემსის,ინექციისა ან წვეტიანი საგნების მიმართ.
104.ფილოფობია – სიყვარულის შიში.
105.ფობოფობია – ფობიების შიში.
106.ფონოფობია – ხმამაღალი ხმების შიში.
107.ფოტოფობია – სინათლის შიში.
108.ფრანკოფობია – ზიზღი ყველაფერი ფრანგულის მიმართ.
109.ქიონოფობია – თოვლის შიში.
110.ქიროპტოფობია – ფერების შიში.
111.ქრონომეტროფობია – საათების შიში.
112.ქსენოფობია – უცხო ხალხის შიში.
113.ცატოპტროფობია – სარკის შიში.
114.ცაცოფობია – შიში უშნო ხალხის მიმართ.
115.ციბოფობია,სიტოფობია – ანტიპატია საჭმლის მიმართ,ნერვული ანორექსიის სინონიმი.
116.ჰელიოფობია – მზის სხივის შიში.
117.ჰემოფობია,ჰაემოფობია – სისხლის შიში.
118.ჰერპეტოფობია – ქვეწარმავლების შიში.
119.ჰეტეროფობია – ჰეტეროსექსუალების ზიზღი ან შიში.
120.ჰექსოკოსიოიჰექსეკონტააჰექსაფობია – შიში რიცხვი 666-ის მიმართ.
121.ჰიდროფობია,აქუაფობია – წყლის შიში.
122.ჰომოფობია – ჰომოსექსუალების ზიზღი ან შიში.
123.ჰოპლოფობია – შიში ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ.
124.ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია – გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში.