EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რატომ არ უნდა ვინანოთ ჩვენი სინანული »

კატეგორია: ყველაფერი ტატუზე

ავტორი: admin

თარიღი: 2019-07-03 17:01:42

რატომ არ უნდა ვინანოთ ჩვენი სინანული
kathryn_schulz
ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი ქეთრინ შულცი საკუთარი ტატუს მაგალითზე ყვება, თუ რატომ არ უნდა ვინანოთ ჩვენი “სინანული”
ჯონი დეპი
„ეს ჯონი დეპია. ეს კი ცნობილი ტატუა ჯონი დეპის მხარზე. ზოგიერთმა თქვენგანმა, შეიძლება უკვე იცით, რომ 1990 წელს ჯონი დეპი დანიშნული იყო ვაინონა რაიდერზე და ამიტომაც გაიკეთა ტატუ მხარზე წარწერით – ვაინონა სამუდამოდ. სამი წლის შემდეგ – რაც ჰოლივუდის სტანდარტით, ერთგვარად, „სამუდამოს” ნიშნავს – ისინი დაშორდნენ და ჯონიმ გადაწყვიტე კორექცია გაეკეთებინა. ახლა ტატუირებული წარწერა ასეთია: “Wino სამუდამოდ”
 
როგორც ჯონი დეპს და ამერიკის 16-დან 50 წლამდე ასაკის  მოსახლეობის 25 პროცენტს, მეც მაქვს ტატუ. ტატუს გაგკეთბაზე ფიქრი 25 წლის ასაკში დავიწყე, მაგრამ მიზანმიმართულად არ ვჩქარობდი. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვიცნობთ ადამიანებს, რომლებმაც ტატუ გაიკეთესეს 17, 19, ან 23 წლის ასაკში და შემდეგ ნანობდნენ ამას 30- ისანი რომ გახდნენ. სინანულზე საუბრისას, მე ვგულისხმობ, რომ როგორც კი ტატუს სალონიდან გამოვედი, რომელიც აქედან რამდენიმე კილომტერშია, ემოციური აფეთქება დამემართა დღისით- მზისით. საღამოს, სახლში მისულს კიდევ ერთი ემოციური შეტევა მქონდა, რომელზეც შემდგომში ვისაუბრებ.
 
„ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, რადგან ცოტა ხნით ადრე ვამაყობდი, რომ არ ვნანობდი არაფერს. ცხადია, ბევრი შეცდომა დამიშვია და სულელური გადაწყვეტილებებიც მიმიღია, თუმცა ვგრძნობდი, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომელიც იმ მომენტისათვის მჭირდებოდა. ეს ჩემთვის გაკვეთილი იყო და სწორედ ამან მომიყვანა დღევანდელობამდე. წარსულ მოვლენებზე გოდება დროის ფუჭი კარგვაა, სულ წინ უნდა ვიყუროთ, უკან მოუხედავად. ყველაზე მშვენიერი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ვიცხოვროთ სინანულის გარეშე”- ამბობს ქეთრინი
 
სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ აქ
 
რაც შეეხება ჯონი დეპს, როგორც თავად ამბობს, მისი სხეული ჟურნალია, რომელიც ამბებს ტატუებით ყვება.