EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ქლამიდიოზი - Chlamydia trachomatis »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2019-07-10 19:40:30

ქლამიდიოზი - Chlamydia trachomatis

Chlamydia trachomatis

ქლამიდიოზი-Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული დაავადებათა ჯგუფი.
ქლამიდიები-წვრილი უმოძრაო უჯრედშიდა მიკროორგანიზმებია. მათ აქვთ ენერგიის დამოუკიდებლად სინთეზის უნარი, ამიტომ პარაზიტობენ ცილინდრულ ეპითელურ უჯრედებში: შარდსადენ მილში, პროსტატის სადინარებში, სათესლე გზებში, საშოში, საშვილოსნოს ყელში, ანალური არხის ზონაში, პირის ღრუში, საკვერცხებში და საშვილოსნოს მილებში.
 
ზოგჯერ ქლამიდიები იწვევენ გავრცელებულ პროცესს და აზიანებენ თვალის კონიუნქტივას, სახსრებს, და სხვა ორგანოებს. ასეთ პროცესს ჰქვია რეიტერის დაავადება.
 
ინკუბაციური პერიოდი შეაგენს 10-14 დღეს. ქლამიდიების განვითარების სრული ციკლი გრძელდება 24-დან 72 საათამდე, ამის შემდეგ დაზიანებული უჯრედი იშლება.
ქლამიდიური ინფექციის ერთერთი თვისებაა დაავადების ფარული მიმდინარეობა და უჯედში ხანგრძლივი ყოფნა კლინიკური გამოვლინებების გარეშე.
 
ქლამიდიოზის მსუბუქი ფორმის დროს მამაკაცებს ზოგჯერბაღენიშნებათ მცირე ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი შარდსადენი მილიდან, დისკომფორტის შეგრძნება ურეთრაში, ქვილი, ზოგჯერ მტკივნეული შარდვა, ურეთრის იპერემია.
 
გართულებების დროს (სათესლე ჯირკვლების ანთება, პროსტატიტი, სახსრების დაავადება, თვალის კონიუნქტივიტი) ისახება ყველა ამ დაავადებისათვის შესაბამისი კლინიკური სურათი.
ქალებს ჩივილიები ნაკლებად აქვთ. როგორც წესი, ეს არის გამონადენი ცერვიკალური არხიდან, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, იშვიათად დისკომფორტი საშოში, შარდვის დროს ქავილი. ორივე სქესს ხშირად აღენიშნებათ ყელის და ნუშურების დაზიანება, და ასევე სწორი ნაწლავის დაავადება.
 
ქლამიდიოზის ყველაზე მძიმე გართულებებია -უშვილობა, მუცლის მოშლა, გარეორსულობა, ნაყოფის განვითარების ანომალიები.
დაავადებას არა აქვს მყარი იმუნიტეტი. გდატანილი ინფექცია არ არის იმის გარანტია, რომ არ მოხდეს განმეორებითი ინფიცირება.
 
ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა ძალიან რთულია. ამიტომ მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა უნდა ჩატარდეს კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრში. თვითმკურნალობა დაუშვებელია.
ლაბორატორიული დიაგნოსტიკა უნდა იყოს კომპლექსური და უნდა მოიცავდეს შემდეგ მეთოდებს: ციტოლოგიურს, მოლეკულურ-ბიოლოგიურს, იმუნოლოგიურს.
 
 
 
მასალა მოამზადა შალვა კევლიშვილი
 
 
med.ge