EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ავსტრალიის შტატები და ტერიტორიები »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: Demien
თარიღი: 2019-07-10 21:33:38
ავსტრალიის ტერიტორია იყოფა ექვს შტატად. ავსტრალიის შემადგენლობაში ასევე შედის სამი ტერიტორია და შვიდი გარე ტერიტორია, რომელთაგან ერთი ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორიაა.
ავსტრალია (ინგლ. Australia; ოფიც. ავსტრალიის კავშირი ინგლ. Commonwealth of Australia) — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. ქვეყანა მოიცავს როგორც საკუთრივ მატერიკს, ასევე კუნძულ ტასმანიასა და სხვა მცირე კუნძულებს. ეს არის ფედერალური სახელმწიფო, რომელიც შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით.
40 000 წლის განმავლობაში, XVIII საუკუნის ბოლომდე, სანამ ევროპელებმა დაიწყეს კონტინენტის ათვისება, ავსტრალიასა და ტასმანიაზე საშუალოდ 250 სხვადასხვა ტომის ავსტრალიელი აბორიგენი სახლობდა. უშუალოდ ჩრდილოეთიდან წამოსული მეთევზეების არარეგულარული სტუმრობისა და 1606 წელს ევროპული აღმოჩენის შემდეგ[10], ავსტრალიის აღმოსავლეთი ნაწილი 1770 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიისაკუთრა და საწყის ეტაპზე პატიმრებით დაასახლა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიები, 1788 წლის 26 იანვარს აღმოჩენიდან. მომდევნო წლებში მოსახლეობა ინტენსიურად იზრდებოდა. XIX საუკუნეში კიდევ ხუთი უფრო დიდი თვითმმართველური ბრიტანეთის ზღვის გადაღმა კოლონია დაარსდა.
1901 წლის 1 იანვარს, ექვსი კოლონია ფედერაციად გაერთიანდა და ავსტრალიის კავშირი შეიქმნა. ამჟამად ავსტრალიას სტაბილური ლიბერალური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა აქვს. მისი მოსახლეობა 2011 წლის აღწერის თანახმად შეადგენს 21 507 719[11] ადამიანს, რომლის დაახლ. 60 % ცხოვრობს შტატების დედაქალაქებში: სიდნეი, მელბურნი, ბრიზბენი, პერთი და ადელაიდა. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა, რომელიც ფედერალურ ტერიტორიაზე მდებარეობს.
ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების იდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური და პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით[12].
ავსტრალიის ქალაქები მსოფლიოს უდიდესი ქალაქების რიგს მიეკუთვნება კულტურული მრავალფეროვნებითა და ცხოვრების ხარისხით. ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, დიდი ოცეული, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარის ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.
სახელი ავსტრალია წარმოსდგება ლათინური australis-იდან, რაც „სამხრეთულს“ ნიშნავს. XX საუკუნის დასაწყისიდან ქვეყანა არალიტერატურულ მეტყველებაში მოიხსენიებოდა როგორც ოზი (Oz). ოსსი (Aussie) ფართო არალიტერატურული ტერმინია ავსტრალიელის სინონიმად. ავსტრალიის მეზობელ ახალი ზელანდიაში და უფრო იშვიათად თვითონ ავსტრალიაშიც „ოსსი“ ასევე ერის ასაღნიშნავადაც გამოიყენება.
ავსტრალიის ფართობი 7 686 850 კვ.კმ-ია, საზღვაო საზღვარი — 34 218 კმ. მას გარს აკრავს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეები. აზიისგან გამოყოფილია არაფურისა და ტიმორის ზღვებით. ავსტრალია მსოფლიოში ყველაზე პატარა კონტინენტია და სიდიდით რიგით მეექვსე ქვეყანა. იგი ასევე ყველაზე დიდ კუნძულად არის მიჩნეული
ავსტრალია სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს: მატერიკზე, კუნძულ ტასმანიასა და მრავალრიცხოვან პატარა კუნძულებზე. ავსტრალიის მფლობელობაშია რამდენიმე მცირე კუნძული, ე. წ. გარე ტერიტორიები, აგრეთვე სექტორი ანტარქკიდაზე. იგი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მთელ კონტინენტს იკავებს. ფართობით ოდნავ ჩამორჩება აშშ-ს (ალასკას გარეშე) და დაახლოებით 32-ჯერ აღემატება მის ყოფილ მეტროპოლიას — გაერთიანებულ სამეფოს. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 3680 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 2000 კმ-ზე. ავსტრალია, გეოლოგიური თვალსაზრისით, ხმელეთის ერთ-ერთი უძველესი მასივია, რომელიც ჩამოყალიბდა თითქმის 3 მლნ წლის წინ. რელიეფში ჭარბობს პლატოები, მთიან რაიონებს ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი უკავია. კონტინენტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ ვრცელდება სუბტროპიკული, ტროპიკული, სუბეკვატორული და ზომიერი კლიმატური სარტყლები. კონტინენტებს შორის იგი ყველაზე მშრალია.
ქვეყნის აღმოსავლეთით წყნაროკეანულ სანაპიროს გაუყვება დიდი წყალგამყოფი ქედი, რომლის სამხრეთში, ავსტრალიის ალპებში, მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი კოსციუშკო. დასავლეთი ნაწილი უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს უკავია. მათ შორის უდიდესია ვიქტორიის დიდი უდაბნო.
დიდი ბარიერული რიფი წარმოადგენს მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის კონტინენტის, იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონის გაყოლებაზე. იგი გადაჭიმულია 2000 კმ-ზე და მნიშვნელოვნად აფერხებს ნაოსნობას ავსტრალიის ამ რეგიონში.
ტერიტორიის 40 % ტროპიკებს წარმოადგენს, ერთი მესამედი უდაბნოა (დიდი ქვიშიანი უდაბნო, ვიქტორიის დიდი უდაბნო, გიბსონის ქვიანი უდაბნო). ავსტრალიის უდაბნოების ზონაშია აღმართული მსოფლიოს უდიდესი მონოლითი — წითელი მთა ულურუ. იგი დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ იცვლის ფერს.
ბუნებრივი რესურსები: ბოქსიტები, ქვანახშირი, რკინის მადანი, სპილენძი, კალა, ოქრო, ვერცხლი, ურანი, ნიკელი, ვოლფრამი, მინერალური სილა, ტყვია, თუთია, ალმასი, ბუნებრივი აირი, ნავთობი;
ქვეყნის კლიმატი დამოკიდებულია მის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობაზე. აქ წლის სეზონები ცვლილება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სეზონების საპირისპიროა. სიცხეები დგება ნოემბერ-იანვარში, ხოლო სიცივე ივნის-აგვისტოში. ტროპიკებში მდებარეობის წყალობით, კონტინენტი მზის სითბოს დიდ რაოდენობას იღებს. წლის სეზონების ცვალებადობა ყველაზე მეტად ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ვლინდება. საერთო ნალექების რაოდენობა წელიწადში მატერიკის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთში შეადგენს 1000 მმ-ს, ხოლო ცენტრალურ რაიონებში 250 მმ-ს. ჩრდილოეთით წვიმები მოდის ზაფხულში, სამხრეთით შემოდგომით და ზამთარში. საშუალო ტემპერეატურა არის: ზაფხულში (დეკემბერი-თებერვალი) სიდნეიში +22-25 °C, კერნსში +26-30 °C, ხოლო ზამთარში (ივნისი-აგვისტო) სიდნეიში +10-15 °C და კერნსში +16-20 °C.
ავსტრალიის ფაუნა გამოირჩევა უნიკალური ცხოველების მრავალფეროვნებით, კონტინენტზე არსებული ძუძუმწოვრების 83%, ქვეწარმავლების 89%, თევზებისა და მწერების 90 % და ამფიბიების 93 %, წარმოადგენენ ავსტრალიის ენდემურ სახეობებს[21]. ენდემიზმის მაღალი დონე შეიძლება მიეწეროს კონტინენტის გრძელ გეოგრაფიულ იზოლაციას, სტრუქტურულ სტაბილურობასა და კლიმატის იშვიათი ცვლილების ეფექტებს. ძუძუმწოვრებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ ჩანთოსნები. დათვლილია, რომ ავსტრალიაში 200 000 ცხოველის ჯიში არსებობს, რომელთაგანაც 96 % უხერხემლოები არიან. ეს სამყარო იმდენად უნიკალურია, რომ ავსტრალიელებმა საკუთარ სახელმწიფო გერბზე ორი მათგანი გამოსახეს: კენგურუ და სირაქლემა ემუ. ზანტი ჩანთოსანი დათვი - კოალა ანუ ავსტრალიური ზარმაცა - ხეზე ცხოვრობს. აბორიგენების ენაზე მისი სახელი ნიშნავს ”ვინც წყალს არ სვამს”. მართლაც, კოალა სიცოცხლისთვის საჭირო ტენს მხოლოდ თავისი საკვების, ევკალიპტის, თორმეტიოდე სახეობის ფოთლებიდან იღებს. ავსტრალიის წყლებში 4000-ზე მეტი თევზის სახეობა ცხოვრობს, რომლის 90 % ენდემურია. ავსტრალიასა და მის ტერიტორიაში ცხოვრობს 800-ზე მეტი სახეობის ფრინველი, რომელთაგანაც 350 ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ახალი გვინეის ენდემები არიან.
ავსტალიის ფლორა მოიცავს მცენარეების მრავალ სახეობას: სისხლძარღვოვნების 20 000, ხოლო არასისხძარღვოვნების - 14 000 სახეობას. სოკოების 250 000 ჯიშია გავრცელებული, ხოლო ლიქენების - 3000. გვხვდება ევკალიპტის 600 სახეობა. ქვეყნის აღმოსავლეთში ისინი 100 მ. სიმაღლეზე იზრდება. ტყეებს უკავია მთელი ტერიტორიის 8 %.
პირველი ევროპელები, რომლებმაც ფეხი დაადგეს ავსტრალიის მიწაზე, იყვნენ ნიდერლანდელები. 1770 წლიდან დაიწყო ინგლისელთა განსაკუთრებული დაინტერესება კონტინენტის მიმართ. 1788 წელს მოხდა კოლონიების გაერთიანება ერთიან სახელმწიფოდ - ავსტრალიის კავშირად. 1931 წელს, ვესტმისტერის სტატუსის საფუძველზე, ავსტრალიამ სრული დამოუკიდებლობა მიიღო, თუმცა კი შეინარჩუნა განსაკუთრებული ურთიერთობა ბრიტანეთის მონარქიასთან. მოქმედებს 1801 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც ავსტრალია კონსტიტუციური მონარქიაა.
ავსტრალიის სახელმწიფო მეთაური ბრიტანეთის მონარქია, რომელიც ქვეყანაში გენერალ-გუბერნატორის სახითაა წარმოდგენილი. 1999 წელს საყოველთაო რეფერენდუმის დროს ავსტრალიის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი კვლავ მონარქიის ინსტიტუტის არსებობას დაუჭირა.
ავსტრალიის პარლამენტი შედგება ორი პალატისაგან, წარმომადგენელთა პალატისა და სენატისაგან. პირველში სამი წლის ვადით 150 დეპუტატს ირჩევენ, სწორედ ამ პალატაში უმრავლესობის მქონე ლიდერი ხდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სათავეში უდგას ავსტრალიის მთავრობას. სენატში ყოველი შტატი 12 სენატორით არის წარმოდგენილი, ტერიტორიები კი — ორ-ორი წევრით. სენატორთა არჩევის ვადა ექვსი წელია.
სახელმწიფო სისტემა: კონსტიტუციური მონარქია — ფედერალური საპარლამენტო სახელმწიფო.
სახელმწიფოს მეთაური: დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II (1952 წლიდან), რომელსაც ქვეყანაში წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი.
მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (150+76 წევრი).
ეროვნული დღესასწაული: 26 იანვარი — ავსტრალიის დღე.
ავსტრალიაში არის ექვსი შტატი: ახალი სამხრეთი უელსი, კუინზლენდი, სამხრეთი ავსტრალია, ტასმანია, ვიქტორია და დასავლეთი ავსტრალია, და 2 მთავარი ტერიტორია: ჩრდილოეთი ტერიტორია და ფედერალური ტეროტირია. ამ ორი ტერიტორიის ფუნქცია შტატის მსგავსია, მაგრამ სახელმწიფოს პარლამენტს შეუძლია მათი პარლამენტის რაიმე კანონმდებლობის უკუგდება. კონტრასტში, ფედერალური კანონმდებლობა მხოლოდ უკუაგდებს შტატის კანონმდებლობას განსაზღვრულ შტატებში, რომლებიც არიან მოქცეულნი ავსტრალიის კონსტიტუციის 51-ე სექციაში; შტატის პარლამენტები კისრულობს ყველა დარჩენილ კანონმდებლობის ძალაუფლებას, მათ შორის განათლებას, პოლიციას, სამართალს, გზებს, საზოგადო ტრანსპორტსა და ადგილობრივ მთავრობას.
თითოეულ შტატსა და ტერიტორიას აქვს თავისი საკანონმდებლო ხელისუფლება. ერთპალატიანია ჩრდილოეთ ტერიტორიაში, ფედერალურ ტერიტორიასა და კუინზლენდში, ხოლო ორპალატიანი - ახალი სამხრეთ უელსში, სამხრეთ ავსტრალიაში, ტასმანიაში, ვიქტორიასა და დასავლეთ ავსტრალიაში. შტატები არიან სუვერენული. ქვედა პალატა ცნობილია, როგორც საკანონმდებლო ასამბლეა (ასამბლეის პალატა სამხრეთ ავსტრალიასა და ტასმანიაში), ხოლო ზედა პალატა ცნობილია, როგორც საკანონმდებლო საბჭო. მთავრობის მეთაური თითოეულ შტატში არის პრემიერ-მინისტრი და თითოეულ ტერიტორიაზე მთავარი მინისტრი. დედოფალი არის წარმოდგენილი თითოეულ შტატში გუბერნატორის სახით; ადმინისტრატორს ჩრდილოეთ ტერიტორიაში და ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორს ფედერალურ ტერიტორიაზე, აქვთ ანალოგიური როლები.
ფედერალური მთავრობა პირდაპირ მართავს შემდეგ ტერიტორიებს:
ჯერვის ბეი - სამხრედრო-საზღვაო ბაზა და ზღვის პორტი ეროვნული დედაქალაქისთვის ხმელეთზე, რომელიც იყო ახალი სამხრეთი უელსის ნაწილი
შობის კუნძული
ქოქოსის კუნძულები
ეშმორის და კარტიეს კუნძულები
მარჯნის ზღვის კუნძულები
ჰერდი და მაკდონალდის კუნძულები
ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორია
კ. ნორფოლკი არის ასევე გარეთა ტერიტორია. თუმცა 1979 წლის ნორფოლკის კუნძულის აქტის მიხედვით, იგი უფრო არის ავტონომიური და მას მართავს ადგილობრივი საკანონმდებლო ასამბლეა. დედოფალი წარმოდგენილია ადმინისტრატორის მიერ (ამჟამად ოუენ უალში)