EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მამა და შვილი - საინტერესო და სევდის მომგვრელი ისტორია »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: Demien

თარიღი: 2019-07-10 21:58:12

მამა და შვილი - საინტერესო და სევდის მომგვრელი ისტორია

father-son-sunset

მამა სახლში გვიან დაბრუნდა, როგორც ყოველთვის დაღლილი. მან შორიდან დაინახა, რომ მისი 6 წლის ვაჟი ელოდა კართან.
-მამა,შეიძლება რაღაც გკითხო?
-რა თქმა უნდა, რა მოხდა?
-მამა, რამდენს ღებულობ გასამრჯელოს?
-ეს შენი საქმე არაა, და რაში გაინტერესებს?
-უბრალოდ მინდა ვიცოდე. გთხოვ მითხარი, რამდენს ღებულობ შენ ერთ საათში?
-500$ და რაშია საქმე?
-მამა..- მამას შეხედა ბავშვმა სერიოზული თვალებით…..
-მამა შეგიძლია მომცე მე 300 $?
-შენ მე ამას იმიტომ მეკითხები რომ მოგცე თანხა რაიმე სათამაშოს საყიდლად? - დაიყვირა მამამ... ახლავე წადი შენს ოთახში! არ შეიძლება იყო ასეთი ეგოისტი, მე მთელი დღე ვმუშაობ, სამსახურიდან დაღლილი ვბრუნდები, შენ კი ასეთ შეკითხვებს მისვამ.
 
ბავშვი მშვიდად წავიდა თავის ოთახში და კარი ჩაიკეტა. მამამისი კი დარჩა იმავე ოთახში და გააგრძელა ყვირილი:
-როგორ შეუძლია მკითხოს მან თუ რამდენს მიხდიან მე?
მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ის დაწყნარდა და დაიწყო სწორად განსჯა: - შეიძლება, მას მართლაც რაიმე აუცილებელის ყიდვა უნდა?კარგი, ჯანდაბას, მივცემ იმ 300$-ს, თანაც მას არასოდეს უთხოვია ჩემთვის ფული… როდესაც ის შევიდა ბავშვის ოთახში შვილს უკვე ეძინა.
-შვილო გძინავს? - იკითხა მამამ
-არა მამა - უპასუხა შვილმა მშვიდად
-მგონი ძალიან ცუდად მოვიქეცი - უთხრა მამამ. მე მძიმე დღე მქონდა, მაპატიე მე. აი, აიღე ფული, რომელიც მე შენ მთხოვე!
ბიჭი წამოდგა და გაიღიმა…
-მადლობა,მამა!
შემდეგ ბიჭი შეძვრა ბალიშის ქვეშ და იქედან ამოიღო რამოდენიმე დოლარი და მამას უთხრა:
-მამა, აქ ზუსტად 500$-ია. შეიძლება მე ვიყიდო შენი სამუშაოს ერთი საათი? გთხოვ, მოდი ხვალ უფრო ადრე სახლში, მე მინდა ჩემთან ერთად ივახშმო.