EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« Conus Geographus - გეოგრაფიული კონუსი »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2019-07-10 22:14:00

Conus Geographus - გეოგრაფიული კონუსი

Conus Geographus

მოლუსკების (Conus geographus - გეოგრაგფიული კონუსი) რთულშემადგენლობიანი შხამის კომპონენტია  ნეიროტოქსინია, რომელიც ბლოკავს H-ქოლინორეცეპტორებს კუნთებსა და პერიფერიულ ნერვებში. თუ ადამიანი მისმა სილამაზემ იმდენად მოხიბლა, რომ ხელში აიღო, მოლუსკმა კი დინგი შეასო, მისი საქმე წასულია! კონუსები ძალიან აქტიურები არიან, როცა მათ სამფლობელოს ეხება ვინმე. მათი ტოქსიკური აპარატი შედგება შხამიანი ჯირკვლისგან, რომელიც სადინრით უკავშირდება მყარ ხორთუმს. თუ მის ნიჟარას ავიღებთ ხელში, მოლუსკი მომენტალურად შეასობს ხორთუმს მსხვერპლს. კბენას ახლავს უძიერესი, გონების დაკარგვამდე მიმყვანი ტკივილი, თითების გაშეშება, ძლიერი გულისცემა, ქოშინი, ზოგჯერ დამბლა. კონუსის ნიჟარა 15-20სმ-ა. ბინადრობს ავსტრალიის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაპირებზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ჩინეთის აღმოსავლეთ ნაპირები და ცენტრალური წყნარი ოკეანის რეგიონები. ანტიდოტი: არ არსებობს. ერთადერთი ღონისძიება - ჭარბად სისხლის გამოშვება ნაკბენიდან რათა შხამმა ორგანიზმში გადასვლა ვერ მოასწროს, რაც ცხადია, უმრავლეს შემთხვევაში მიუღწეველია!