EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიფილისი (Siphylis) ქართულად — ათაშანგი »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2019-07-17 02:16:49
სიფილისი (Siphylis) ქართულად — ათაშანგი. ევროპაში იგი 1493 წლამდე ცნობილი არ იყო. ფაქტია, რომ კოლუმბის ეკიპაჟის ზოგიერთი წევრი აქტიურად მონაწილეობდა ფრანგი მეფის, კარლ VII-ის შეჭრაში იტალიაში 1494 წელს და სწორედ ამ დროს, ამ ქვეყანაში დაიწყო აღნიშნული დაავადების ეპიდემია. სიფილისის გამომწვევია გრძელი, სპირალურად დახვეული ბაქტერია. – Treponema pallidum.
სიფილისი ტიპური ანთროპონოზური დაავადებაა. ავადდებიან მხოლოდ ადამიანები, რომლებიც ბაქტერიის რეზერვუარს წარმოადგენენ. აღნიშნული ბაქტერია ორგანიზმში ჩვეულებრივ შეიჭრება სქესობრივი აქტის დროს. შესაძლებელია აგრეთვე შემთხვევითი დასენიანებაც არაპირდაპირი გზით, მაგალითად კოცნისას.
სიფილისი გადის განვითარების 3 სტადიას. პირველადი სიფილისის დროს, დასენიანებიდან 10–30 დღის შემდეგ, გარეგან სასქესო ორგანოებზე წარმოიქმნება ზედაპირული, მცირე ზომის წყლული. დაავადების მეორე სტადიაზე ვლინდება კანზე და ლორწოვან გარსებზე გამონაყარი. ამ პერიოდში ავადმყოფი ძალზე სენგადამდებია. მესამეული სიფილისის დროს სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებში ვითარდება გუმი. აღნიშნულ სტადიაზე განსაკუთრებით ხშირად ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა, რასაც საბოლოო ჯამში ავადმყოფი მიჰყავს დამბლამდე და ფსიქიკის მოშლამდე.
სიფილისით დაავადება ხდება გენიტალური და ექსტრაგენიტალური კანის წვრილი დეფექტებიდან, ან ლორწოვანი გარსის ეპითელიუმიდან მაგარი მაგარ შაკნკრთან კონტაქტის დროს; ეროზიული პაპულებით სასქესო ორგანოების კანზე; კონდილომებით. ნერწყვში მქრქალი ტრეპონემა არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის ლორწოანზე არის გამონაყარი. სიფილისით დაავადება შეიძლება სპერმით იმ შემთხვევაშიც, ტუ სასქესო ორგანოებზე არ არის გამოხატული ხილული ცვლილებები. დაავადება იშვიათად გადადის მჭიდრო საყოფაცხოვრებო კონტაქტის დროს. ძალიან იშვიათად-საყოფაცხოვრებო ნივთებით. სიფილისით დაავადება შესაზლებელია დაავადებული დედის რძით. შარდით და ოფლით დაავადების შემთხვევები არ არის შემჩნეული.
სიფილისი დაიფიცირების მომენტიდან არის ზოგადი ინფექციური დაავადება, რომელიც არანამკურნალ ავადმყოფებში გრძელდება წლების განმავლობაში და გამოირჩევა ტალღისებური მიმდინარეობით.
გამწვავების პერიოდში კანზე, ლორწოვანზე და შინაგან ორგანოებზე შეიმჩნევა სიფილისის აქტიური გამივლინებები.
კლინიკის ცვალებადობის, ინკუბაციური პერიოდის გახანგრძლივების, სიფილისის ფარული მიმდინარეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება, იმუნური სტატუსის ცვლილება და სხვა ფაქტორები.სიფილისის კლასიკური მიმდინარეობის დამახასიათებელია აქტიური და ფარული მიმდინარეობის მონაცვლეობა.
სიფილისის მიმდინარეობაში გვაქვს კლასიფიკაცია: ინკუბაციური პერიოდი, პირველადი, მეორადი, მესამეული პერიოდები.
პირველადი სიფილისი(siphilis primazia)-მაგარი შანკრის არსებიბა და ლიმფური ჯირკვლების გადიდება!
-სერონეგატიური პირველადი სიფილისი უარყოფითი სეროლოგიური რეაქციებით მკურნალობის კურსისი განმავლობაში.
-სეროპოზიტიური პირველადი სიფილისი (syphilis 1 seronegativa) - სიფილისი უარყოფითი სეროლოგიური რეაქციებით. მკურნალობის კურსის განმავლობაში.
-სეროპოზიტიური პირველადი სიფილისი(syphilis 1 seropozitiva)-სიფილისი დადებოთი სეროლოგიური რეაქციებით.
-პირველადი ფარული სიფილისი (syphilis 1 latens)- სიფილისი კლინიკური გამოვლინებების უქონლობით, იმ პაციენტებში, რომლებმაც დაიწყეს დაავადების მკურნალობა პირველად პერიოდში და შემდეგ აღარ განაგრძეს.
მეორადი სიფილისი
(iphilis 2 secundoria)-განპირობებულია ტრეპონემის გემატოგენური გავრცელებით პირველადი კერიდან, მისთვის დამახასიათებელია პოლიმორფული გამონაყარი (როზეოლები, პაპულები, პისტულები) კანზე და ლორწოვანზე.
-ახალი მეორადი სიფილისი (syphilis 2zecens)-სიფილისის პერიოდია მრავლობითი პოლიმორფული გამონაყარით კანზე და ლორწოვანზე, ხშირად შეიმჩნევა მაგარი შანკრის ნარჩენი ნიშნები.
-მეორადი რეციდიული სიფილისი-(syphilis 2 recidiva)-ეს პერიოდი გამოხატულია მცირე პოლიმორფული შეჯგუფული გამონაყრით, ზოგჯერ ნერვული სისტემის დაზიანებით.
-მეორადი ფარული სიფილისი (syphilis 2 latens)-ლატენტურად მიმდინარე სიფილისის მიმდინარე პერიოდი.
მესამეული სიფილისი
(syphilis 3 teztiazia)-სტადია შინაგანი ორგანოების და ნერვული სისტემის დესტრუქციული დაზიანებებით და მათში სიფილისური გუმების გაჩენით.
-აქტიური მესამეული სიფილისი-ვლინდება ხორკლების წარმოქმნის აქტიური პროცესით და მათი გადასვლით წყლულებში, შემდეგ ნაწიბურებში.
-ფარული მესამეული სიფილისი-იმ პირების სიფილისია, რომლებმაც გადაიტანეს მესამეული სიფილისის აქტიური გამოვლინებები.
სიფილისის სიმპტომები
სიფილისის სიმპტომები ყოველთვის არ არის თვალსაჩინო და ასევე ზოგჯერ შეიძლება გაქრეს კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დაავადება გაქრა თავისით და მაინც აუცილებელია მკურნალობა.
ზოგიერთ ადამიანს სიმპტომები საერთდ არ აღენიშნება.
სიფილისის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
მცირე ზომის, უმტკივნეულო წყლულებს ან ჭრილობებს, რომლებიც ძირითადად ვლინდება პენისზე (სასქესო ასოზე), საშოზე, ან ანუსის (უკანა ტანის) გარშემო, მაგრამ ასევე შეიძლება გამოჩნდეს სხვა ადგილებშიც, მაგალითად პირში
ამოზნექილი წითელი გამონაყარი, რომელიც ხშირად ვლინდება ხელის ან ფეხის გულებზე
მცირე ზომის კანის გამონაზარდები (გენიტალური მეჭეჭების მსგავსი), რომლებიც შეიძლება განვითარდეს საშოზე (ქალებში), ან ანუსის გარშემო (ქალებშიც და მამაკაცებშიც)
პირის ღრუში თეთრი ლაქები
დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილები, სახსრების ტკივილები, მაღალი ტემპერატურა (სიცხე) და შეშუპებული ჯირკვლები კისერზე, საზარდულში ან იღლიებში.
მკურნალობის გარეშე, წლების განმავლობაში სიფილისი შეიძლება გავრცელდეს ტვინში და ორგანიზმის სხვა ნაწილებში და გამოიწვიოს სერიოზული ქრონიკული პრობლემები.
რა მოვიმოქმედოთ თუ გვაქვს ეჭვი სიფილისზე?
თუ ეჭვი გაქვთ, რომ შეიძლება გქონდეს სიფილისი აუცილებლად მიმართეთ ექიმს გამოკვლევებისთვის, რადგან:
სიფილისი თავისით არ გაივლის
მისი დიაგნოზირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ანალიზებით
სიფილისის სამკურნალო წამლები მხოლოდ და მხოლოდ რეცეპტით გაიცემა
მკურნალობა მოახდენს ამ დაავადებების სხვებზე გადაცემის პრევენციას და ასევე მოგვიანებით სხვა სერიოზული პრობლემების პრევენციასაც.
სიფილისის დიაგნოზირება ხდება სისხლის ანალიზით და ნაცხის აღებით.
მკურნალობა
სიფილისის მკურნალობა ძირითადად ხდება ანტიბიოტიკებით, რომლებიც შეიძლება დაინიშნოს:
ინექციის სახით, რომელიც კეთდება საჯდომზე - ადამიანთა უმრავლესობას სჭირდება მხოლოდ ერთი დოზა, თუმცა თუ პაციენტს სიფილისი დიდი ხნის განმავლობაში აქვს შეიძლება რეკომენდირებული იყოს სამი დოზის გაკეთება ერთ კვირიანი ინტერვალებით
აბების სახით, თუ პაციენტს არ აქვს ნემხის გაკეთების სურვილი - ამ შემთხვევაში მკურნალობა ორიდან ოთხ კვირამდე გრძელდება, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ხანი აქვს ეს დაავადება.
მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში აუცილებელია თავის შეკავება სქესობრივი ურთიერთობებისგან.
სიფილისის პრევენცია
სიფილისის პრევენცია ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ სქესობრივად აქტიური ადამიანებისთვის რისკის შემცირება შესაძლებელია უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობის პრაქტიკის დანერგვით, რაც გულისხმობს:
სქესობრივ ურთიერთობას მხოლოდ ერთგულ პარტნიორთან, რომელიც გამოკვლეულია და არ არის ინფექციის მატარებელი
სქესობრივი ურთიერთობის დროს პრეზერვატივის გამოყენებას
სექსუალური სათამაშოების გაზიარებისგან თავის შეკავებას, ან მათ საფუძვლიანად გარეცხვას და პრეზერვატივით დაფარვას ყოველი გამოყენების შემდეგ.
ეს ზომები ასევე შეამცირებს სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების განვითარების რისკებსაც.
სიფილისი ორსულობის დროს
თუ ქალი სიფილისით დაინფიცირდა ორსულობის დროს, ან დაორსულდა მაშინ, როდესაც უკვე ჰქონდა სიფილისი, მკურნალობის დროულად დაწყების გარეშე ეს ბავშვისთვის ძალიან საშიში იქნება.
ორსულობის დროს ამ ინფექციას შეუძლია გამოიწვიოს მუცლის მოშლა, ან მკვდრადშობადობა, ან სერიოზული ინფექციის განვითარება ნაყოფში (კონგენიტალური სიფილისი).
ამის გამო ყოველის ორსულობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სიფილისზე გამოკვლევა.