EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჯეკ მფატრავი - Jack the Ripper »

კატეგორია: სხვა

ავტორი: admin

თარიღი: 2019-07-17 02:38:21

ჯეკ მფატრავი - Jack the Ripper

Jack the Ripper

ქაოსსა და სიღატაკეში უაითჩეპელის რაიონი ისტორიაში ერთ-ერთი პირველი სერიული მკვლელის შავბნელი თავგადასავლების ასპარეზად გადაიქცა. 1888 წლის აღდგომის ორშაბათს 3 აპრილს, 45 წლის მეძავი ემა სმიტი ბრიკ-ლეინისა და ვენვორტის ქუჩის კუთხეში თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ქალს საშვილოსნოში მჩხვლეტავი საგანი გაუყარეს, რის გამოც მუცლის აპკი დაუზიანდა და ოთხ დღეში გარდაიცვალა. 6 აგვისტოს 40 წლის მეძავი მარტა ტაბრაამი გორგ-იარდის ღარიბ კვარტალში მრავალსართულიანი სახლის კიბის საფეხურზე იპოვეს მოკლული. სხვერპლის მკვლელმა კისრიდან მუცლამდე 39 ჭრილობა მიაყენა. ამ შემთხვევებს დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია თუმცა საქმეები უაიტჩეპელის მკვლელობათა საგამოძიებო საქმის მასალებში შეიტანეს.
სასიკვდილო კარიერა: ჯერ კიდევ უსახელო სერიული მკვლელის კარიერა 31 აგვისტოს პარასკევ დღეს დაიწყო. ღამის სამ საათსა და ორმოც  წუთზე ჩარლზ კრლოსი სამსახურისკენ მიმავალ გზაზე მერიან კოლსის ცხედარს წააწყდა ბაკს-როუს ვიწრო ქუჩაზე მოკლული ქალი გულაღმა იწვა, კაბა მუხლს ზემოთ ჰქონდა აწეული და შავი ხავერდის ქუდი მიწაზე ეგდო, როდესაც პირველმა ემოციებმა გადაიარა უახლოეს პოლიციის განყოფილებაში მომხდარის შესახებ საქმე აღიძრა, აგენტმა ნეილმა, რომელიც ტერიტორიაზე პატრულირებდა, მოკლულ ქალს ფარანი უფრო ახლოს მიანათა და არნახული სისასტიკით მოკლული ადამიანის სხეული იხილა, გარდაცვილილი ქალის შესახებ მორგის მიერ დამოწმებულ ცნობაში წერია, რომ მარტა  ტაბრამი ყელგამოჭრილი, გაფატრული მუცლითა და მარჯვენა მხარეს კუჭთან მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით იპოვეს. მსხვერპლი, მეტსახელად „პოლი” 45 წლის მეძავი იყო. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, იგი თვითმხილველებმა შენიშნეს.
ვინ იყო ჯეკ მფატრავი?
    უაითჩეპელში სერიული მკვლელობების შემდეგ თითქმის საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა, ამ საქმეზე ჩატარებული არა ერთი კვლევის მიუხედავად, ზუსტი პასუხი მაინც არავის მოეპოვება. ერთსა და იმავე რაიონში ერთნაირი ხელწერით ჩადენილი მკვლელობების შემდეგ, უცნობი და იმავდროულად, განთქმული სერიული მკვლელის ვინაობის დადგენა დაიწყო. დროთა განმავლობაში მას სახელად “მფატრავი” შეარქვა და ასე დაიწყო მკვლელობის გამოძიება. საქმის გამოძიებაში ჩართულები იყვნენ უმარავი ადამიანები, მკვლელის პირველი მონახაზი ეკუთვნის ქირურგ თომას ბონდს, რომელმაც 1888 წლის 25 ოქტომბერს “პოლენის”, ელი ჩეპმენის, ელიზაბედ სტრაიდისა და კეტრინ ედოუსის მკვლელობათა შესახებ სამოქალაქო პოლიციის კრიმინალისტიკის განყოფილების უფროსის მოადგილის, კომისარ რობერტ ანდერსონის თხოვნით ანგარიშის მომზადება დაიწყო.10 ნოემბერს თომას ბონდმა მუშაობა დაასრულა. ანგარიშში წინადღეს მოკლული მერი კელის აუტოფსიის შედეგებიც იყო მითითებული.ახლა უკვე ეჭვი აღარ იყო, - ხუთივე მოკვლელობას ერთი და იმავე მკვლელის ხელწერა ეტყობოდა. სერიული მკვლელი მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ ქალებს მარცხნიდან მარჯვნივ ყელში დანას უსვამდა. ქირურგისთვის ცხადი გახდა, რომ მკვლელის მიზანი მსხვერპლის დასახიჩრება იყო, ის ყოველგვარი მეცნიერული თუ ანატომიური ცოდნის გარეშე ქალებს დანის პირით ყასაბივით ჭრიდა და ანაკუწებდა. წლების შემდეგ ქირურგმა ასევე დაასკვნა მკვლელი გონებას აკარგვინებდა მსხვერპლს, შემდეგ ძირს აწვენდა, რათა ყელი გამოეჭრა და გამოეფატრა.
 
ცივსისხლიანი და უშიშარი: ექიმ თომას ბონდის აზრით, ჯეკ მფატრავი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი, ცივსისხლიანი და გაბედული კაცი უნდა ყოფილიყო, რადგან მარტო, თანაშემწის გარეშე მოქმედებდა. “მკვლელობისა და ეროტიკული მანიით შეპყრობილი ჯეკ მფატრავი მსხვერპლს თავს პერიოდულად ესხმოდა”. გამომდინარე იქიდან რომ მკვლელი მსხვერპლს მუდმივად ასახიჩრებდა, ექიმმა დაასკვნა, რომ ის სატინიზმით იყო შეპყრობილი. მკვლელობის ამგვარი ჟინი, შესაძლოა „შურისძიების წყურვილმა, ფსიქიკურმა აშლილობამ ან რელიგიური ტიპის მანიამ” განაპირობა. ჯეკ მფატრავს სულ სხვა გარეგნული მონაცემები უნდა ჰქონოდა: „საშუალო სიმაღლის მამაკაცი, უწყინარი სახით, უზადოდ ჩაცმული, დარბაისელი. ჩვეულებისამებრ ქურთუკი ან პალტო უნდა სცმოდა, რადგან გასისხლიანებული სამოსით ქუჩაში სიარული გაუჭირდებოდა. სხვანაირად ის გამვლელებს ეჭვს აღუძრავდა”.
 
    ჯეკ მფატრავის ტიტულზე სავარაუდო პრეტენდენტების კლასისკურ ნუსხას ორი ფავორიტი ჰყავდა: შოტლანდიელი თომას ნილ კრიმი (1850-1892) და პოლონელი ჯორჯ ჩეპმენი (1865-1903). ამ ნუსხაში ორივე დამსახურებისდა მიხედვით მოხვდა.
გამოცდილი ყასაბი: მიუხედავად იმისა რომ გამომძიებელი თომას ბონდი მოხსენებაში მიუთითებდა, რომ უაიტჩეპელის მკვლელს ანატომიური ცოდნა არ გააჩნდა, ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებდა. მაგალითად, თომას ბონდის კოლეგა, ჯორჯ ბაგსტერ ფილიფსი, რომელიც ენი ჩეპმენის და ელიზაბედ სტრაიდის ცხედრებს აუტოფსიას უტარებდა, ამბობდა, რომ ჯეკ მფატრავს ანატომია სიღრმისეულად უნდა სცოდნოდა, რადგან მკვლელი ღამით უკუნ სიბნელეში მეორე მსხვერპლისთვის საშვილოსნოს, კოლოფისოდენა ორგანოს სუფთად ამოჭრა შეეძლო. კეტრინ ედოუსს ჯეკ მფატრავმა მარცხენა თირკმელი წინა მხრიდან ამოაჭრა, რამაც კიდევ ერთი გამომძიებელი, ფრედერიკ გორდონ ბრაუნი, გააოცა. ამ უკანასკნელმა განაცხადა რომ თირკმლის ასეთი ოსტატური ამოკვეთა მხოლოდ ანატომიის ჩინებულ მცოდნეს თუ შეეძლო.
ჯეკის დღიური: 1888 წლის 25 სექტემბრით დათარიღებული წერილი და 1-ელ ოქტომბერს ღია საფოსტო ბარათი, რომელსაც ხელს თავად ჯეკ მფატრავი აწერდა. “ჯოჯოხეთიდან” ჯეკ მფატრავის უტყუარად ცნობილი წერილიც კი შეიძლება ყალბი იყოს. ამ წერილში უწინდელივით პროვოკაციული ტონი იგრძნობა. გარდა ამისა ოქტომბრის წერილში გაჟღერებული მუქარა აქ გაცილებით გამძაფრებული და ცინიკურია, - მკვლელი ქუჩაში უსარგებლო პატრულირების შესახებ წერს. ღია საფოსტო ბარათი “თავხედი ჯეკი” 1-ელ ოქრომბერს იმავე დღეს, როცა პრესამ წერილი „ძვირფას შეფს” გამოაქვეყნა, ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოში ჯეკ მფატრავის ხელმოწერით ღია საფოსტო ბარათი მივიდა. ჯეკ მფატრავი მასში პირველ წერილზეც მიანიშნებდა და იმავე დილით დატრიალებულ ორმაგ მკვლელობაზეც წერდა, რომელსაც პრესაში ჯერ არ გაეჟონა.
რა ტიპის ცივ იარაღებს იყენებდა ჯეკ მფატრავი? დანამდვილებით უცნობია, რა სახის იარაღს იყენებდა ჯეკ მფატრავი მსხვერპლისთვის ყელის გამოსაჭრელად და მუცლის გასაფატრავად. სასამართლო-სამეცნიერო ექსპერტიზაში მხოლოდ ვარაუდებია გამოთქმული, მაგალითად, რომ ჯეკ მფატრავს მომრგვალებულპირიანი  ცივი იარაღი, სიგრძით დაახლოებით 6-8 დუიმი უნდა ყოფილიყო.
 
ფსიქოლოგიური პორტრეტი: ჯეკ მფატრავი ერთ ერთი პირველია იმ სერიულ მკვლელთა შორის, რომლის ფსიქოლოგიური პორტრეტიც შეადგინეს. პორტრეტის ავტორი სკოტლანდ-იარდის სასამართლო ექიმი და ქირურგი თომას ბანდი იყო, რომელმაც 1888 წელს მკვლელის წერილების მიხედვით მისი პიროვნების ზოგიერთი შტრიხი გამოყო. თომას ბონდის აზრით, ჯეკ მფატრავი მარტოსული და ექსცენტრიკული, თამამი და ცივსისხლიანი ადამიანი უნდა ყოფილიყო. მისი დანაშაულები, სავარაუდოდ, შურისძიებასთან არის დაკავშირებული. თომას ბონდის აღწერით, ჯეკ მფატრავი შუახნის, აკურატულად ჩაცმული, არასტაბილური სამუშაოსა და მწირი ხელფასის მქონე მამაკაცი უნდა ყოფილიყო, რომელიც პატიოსანი მოქალაქეების გარემოცვაში ცხოვრობდა. ასი წლის შემდეგ გამოძიების ფედერალურმა ბიურომაც სცადა განთქმული მკვლელის ფსიქოლოგიური და სოციალური პორტრეტის შედგენა, რომლის მიხედვითაც ჯეკ მფატრავი 28-36 წლის, სასუალო დონის ინტელექტისა და სანდომიანი გარეგნობის მამაკაცი უნდა ყოფილიყო. დაბალი სოციალური ფენიდან წარმომდგარ სერიულ მკვლელს, მშვიდსა და მარტოსულ ადამიანს, უაიტჩეპელის რაიონში უნდა ეცხოვრა და ემუშავა. შესაძლოა, ჯეკ მფატრავი მოძალადე და ალკოჰოლიკი, მეძავი დედის აღზრდილი იყო. იქნებ მშობლის სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც არაერთხელ გამხდარა. ამიტომაც პათოლოგიურად სძლდა ქალები.