EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მჟაუნას სუპი - მჟაუნას წვნიანი »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2019-07-18 01:34:26
მჟაუნა არის გაზაფხული, სიმწვანე, სიქორფე, სიტურფე და დიდი გასტრონომიული სიამოვნება!
თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ წვნიანის მომზადება, არამედ ნაირნაირ სალათებშიც გამოყენება, შესანიშნავი შუშხუნა არომატი თავისებურ პიკანტურობას შესძენს თქვენს მიერ მომზადებულ კერძებს.
ინგრედიენტები
2 კონა – მჟაუნა
1.5-2 ლ – წყალი
3–4ც – კარტოფილი (გემოვნების საკითხია)
2ც – ხახვი
1 ს/კ – კარაქი
1 ს/კ – ძმარი
1 კონა – ქინძი
2 ც – კვერცხი (გემოვნების საკითხია)
1 ჩ/კ – შავი პილპილი
1 კონა - ტარხუნა
1 კონა - მწვანე ხახვი ცოცხლად ზევიდან დაჭრილი
მარილი გემოვნებით
კარაქში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოდნავ შეოქროსფერების შემდეგ ქვაბში ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი და 2–3 წუთი თავდახურულად ვშუშოთ (თან მოვურიოთ რომ არ მიგვეწვას). შემდეგ დავამატოთ სასურველი რაოდენობის წყალი (ან თუ გაქვთ შეგიძლიათ ბულიონი) და ვადუღოთ კარტოფილის მოხარშვამდე.
ამასობაში, მჟაუნას გარეცხილი ფოთლები და ქინძი დაჭერით, ეს ყველაფერი ჩაამატეთ ნელ ცეცხლზე მდუღარე წვნიანში და ბოლოს, გემოვნებით შეკმაზეთ ძმრით, მარილით და შავი პილპილით.
მდუღარე წვნიანში ჩაახალეთ მთელ–მთელი კვერცხი და გამორთეთ.