EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ისტორია, რომელიც 1892 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში მოხდა »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2019-09-18 19:07:48
ისტორია, რომელიც 1892 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში მოხდა..18 წლის სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდისთვის იბრძოდა. ობოლი იყო და არ იცოდა, ფული სად ეშოვა. ერთხელაც, ბრწყინვალე იდეა გაუჩნდა – მან და მისმა მეგობარმა, კამპუსში სწავლის გადასახადის მოსაგროვებლად, მუსიკალური კონცერტის მოწყობა გადაწყვიტეს. მათ დახმარებისთვის უდიდეს პიანისტს, იგნაცი იან პადერევსკის მიმართეს. მუსიკოსის მენეჯერმა გარანტირებული საფასური 2 000 დოლარი მოითხოვა. თანხის რაოდენობა განსაცვიფრებელი იყო და ბიჭებმა დაიწყეს მუშაობა იმისათვის, რომ კონცერტს წარმატება მოეტანა.ეს დიდი დღეც დადგა. თუმცა, სამწუხაროდ, მათ ვერ მოახერხეს საკმარისი ოდენობის ბილეთების გაყიდვა. სრული თანხა 1 600 დოლარს შეადგენდა.... იმედგაცრუებულნი წავიდნენ პადერევსკისთან და აუხსნეს მდგომარეობა. თან გადასცეს 1600 დოლარი და ამასთან ერთად, 400 დოლარის ჩეკი.,,არა’’, – უთხრა პადერევსკიმ – ,,ეს მიუღებელია.’’ დახია ჩეკი, დაუბრუნა 1600 დოლარი და მიმართა ბიჭებს: ,,აქ არის 1600. აიღეთ იმდენი, რამდენიც თქვენი გადასახადისთვის გჭირდებათ და რაც დარჩება,მე მომეცით. სტუდენტები დიდად მადლიერნი დარჩნენ.მოგვიანებით, პადერევსკი პოლონეთის პრემიერიმინისტრი გახდა. ის იყო საუკეთესო ლიდერი, თუმცა, სამწუხაროდ, მსოფლიო ომის დაწყებას პოლონეთის განადგურება მოჰყვა – ქვეყანაში 1.5-მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობდა, და რადგან არ გააჩნდა თანხა მათ გამოსაკვებად, პადერევსკიმ დახმარებისთვის აშშ-ს ადმინისტრაციას მიმართა, კერძოდ -ჰერბერტ ჰუვერს, რომელიც, მოგვიანებით, აშშ-ს პრეზიდენტი გახდა.აიცილა რა უბედურება თავიდან, პადერევსკიმ შვება იგრძნო. მან გადაწყვიტა, შეხვედროდა ჰუვერს და პერსონალურად გადაეხადა მისთვის მადლობა. როდესაც კეთილშობილური ჟესტებით მადლიერების გამოხატვა დაიწყო, ჰუვერმა უთხრა – ,,თქვენ არ უნდა მიხდიდეთ მადლობას, ბატონო პრემიერო. შესაძლოა, არ გახსოვთ, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, თქვენ დაეხმარეთ 2 ახალგაზრდა სტუდენტს კოლეჯის დამთავრებაში – ერთ-ერთი მე ვიყავი.....