EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ელიზაბეტ ბატორი ყველაზე სასტიკი ქალი მსოფლიოს ისტორიაში »

კატეგორია: უცნაური

ავტორი: Demien

თარიღი: 2019-09-19 11:12:19

ელიზაბეტ ბატორი ყველაზე სასტიკი ქალი მსოფლიოს ისტორიაში

elizabeth-bathory

ტრანსილვანია გრაფ დრაკულას გამო მუდამ ვამპირების სამშობლოდ მიიჩნეოდა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ აქ დაიბადა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქალი, რომელსაც გრაფინია დრაკულა შეარქვეს. ელიზაბეტა ბატორის დიდ სიამოვნებას ანიჭებდა გოგონების წამება, მათ სისხლში ბანაობა და ამას განსაკუთრებული სისასტიკით აკეთებდა.
ბატორი 1560 წელს დიდგვაროვან ოჯახში დაიბადა, რომელიც ყველაზე გავლენიან საგვარეულოდ მიიჩნეოდა ქვეყნის პროტესტანტულ კლანებს შორის.
 
ეჩედის გრაფინია ელიზაბეტ ბატორი ან ეჩედის ერჟებეტ ბათორი-ნადაშდი (უნგრ. ecsedi Báthory Erzsébet (-Nádasdy)) ან ალჟბეტა ბატოროვა-ნადაშდი (სლოვაკ. Alžbeta Bátoriová-Nádašdy) (დ. 17 აგვისტო, 1560 — გ. 21 აგვისტო, 1614) — ბატორების ოჯახის გრაფინია. იგი ისტორიაში შესულია როგორც ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი, სისხლიანი გრაფინია, სისხლიანი ლედი.
 
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ელიზაბეტი მის ოთხ მოსამსახურესთან ერთად დამნაშავედ ცნეს ასობით გოგონასა და ახალგაზრდა ქალების მკვლელობისთვის. ჯამში მათი რაოდენობა 600-მდეა, თუმცა რაოდენობა, რისთვისაც ისინი გაასამართლეს იყო 80. 1610 წელს ის დაატყვევეს თავისივე სასახლეში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი 4 წელი გაატარა.
 
მოგვიანებით, უნგრული პროზა მას მოიხსენიებდა როგორც სისხლისმსმელ გრაფინიას. მწერლობაზე დაყრდნობით იგი ქალიშვილების სისხლს სვამდა და საბანაოდ იყენებდა, რომ ახალგაზრდობა შეენარჩუნებინა.
 
იმდროინდელი დიდგვაროვნები დიდი ღირებულებებით არ გამოირჩეოდნენ, ხშირად ნათესავები ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ, ჩვენი მონათხრობის გმირის ბიძა სატანისტი ჯადოქარი იყო, დეიდა, ლესბოსური მიდრეკილებებით გამოირჩეოდა, ხოლო თავად ელიზაბეტას ძმა, რომელსაც ბიძაშვილის მსგავსად, სტეფანი ერქვა, გარყვნილებით იყო ცნობილი. მათ გვარში საკმაოდ ბევრი სულით ავადმყოფი ადამიანი იყო. ფსიქიკური გადახრები თავად ელიზაბეტა ბატორისაც ჰქონდა.
 
მიუხედავად ამისა, ის საკმაოდ კარგ განათლებას იღებდა და არც ჭკუა-გონება აკლდა. ყველაფერს მალე ითვისებდა და თავისი თანატოლი გოგონებისგან აშკარად გამოირჩეოდა. 15 წლისა უკვე თავისუფლად ფლობდა სამ ენას.
 
ადრეული ასაკიდანვე ელიზაბეტა მიხვდა, რომ მისთვის, როგორც დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენლისთვის, ყველაფერი დასაშვები იყო. ის უხეშად ექცეოდა თავის მოსამსახურეებს და აგრესიის შეტევებისას მზად იყო, ცემით სიკვდილის პირამდე მიეყვანა ისინი. ახალგაზრდა სადისტი უდიდეს სიამოვნებას იღებდა ღრმა ჭრილობიდან გადმომავალი სისხლის ყურებისას. თავისი ყველა ნაბიჯის აღწერა მან დღიურში გადაწყვიტა და ეს ყველაფერი 35 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
 
რაღაც პერიოდი მშობლები მას აკონტროლებდნენ და ყველაფრის უფლებას არ აძლევდნენ, მაგრამ 15 წლის ასაკიდან მისთვის ყველა აკრძალვა მოიხსნა, როდესაც ის ცოლად გაჰყვა გრაფ ფერენც ნადაშდას. ცნობილმა მხედართმთავარმა ოსმანთა იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლებით გაითქვა სახელი. თურქები მას უნგრეთის შავ რაინდს უწოდებდნენ. ელიზაბეტამ სამი გოგონა და ერთი ვაჟი გააჩინა, მაგრამ დედობამ ის არ შეცვალა და კვლავინდებურად უპირატესობას ანიჭებდა სასტიკ გასართობებს.
 
თავიდან ის თავის მოსამსახურეებს ხელკეტით სცემდა, თუმცა მალევე მიჰყო ხელი მათ დაჩხვლეტას ნემსებითა და ლურსმნებით, რომლებსაც მათ კბილებსა და მკერდში ასობდა. ეს ყოველივე, როგორც ამბობენ, მას დეიდა კარლამ ასწავლა, რომელიც ელიზაბეტას საყვარლადაც მიიჩნეოდა. იმ დროს ამგვარი გასართობები კანონის საწინააღმდეგოდ არ მიიჩნეოდა, ვინაიდან გლეხები თავიანთი პატრონების მონებად მიიჩნეოდნენ. ვინც თავისი მფლობელისგან გაქცევას ეცდებოდა, მას აწამებდნენ და მოკლავდნენ.
 
50 წლის ელიზაბეტას სისხლიანი ორგიების შემდეგ, როდესაც მის მონაწილეებს წამებით ასალმებდა სიცოცხლეს, იმდენი გვამი გროვდებოდა, რომ მათი დამარხვა ჩვეულებრივი წესით შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომაც გოგონებს პირდაპირ მიწაში ფლავდნენ. ამის დამალვას სასახლეში უკვე ვეღარ ახერხებდნენ, ეკლესიაში მიხვდნენ, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა, თუმცა ელიზაბეტას ოჯახის სიმდიდრისა და გავლენის ეშინოდათ და ამიტომ მღვდლები ხმას ვერ იღებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთმა მღვდელმა ქადაგებისას ელიზაბეტას მკვლელი უწოდა, ასევე მოიქცა მეორე მღვდელიც. ამის შემდეგ ელიზაბეტა გოგონების გვამებს თავად ანაწევრებდა და იატაკის ქვეშ ინახავდა, თუმცა ზოგიერთს მაინც პირდაპირ მდინარეში აყრევინებდა, შემდეგ კი სხეულებს მეთევზეები პოულობდნენ.
 
1609 წლის ზამთარში ბატორის სასახლეში მცირე აზნაურების 25 ქალიშვილს უმასპინძლეს. ელიზაბეტას მათთვის კარგი მანერების გაკვეთილი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ბევრი მათგანისთვის ეს გაკვეთილი ცხოვრების გზის დასასრული აღმოჩნდა. ისინი წამებით მოკვდნენ სასახლის მიწისქვეშა საკნებში.
 
ამჯერად გრაფინიას საზოგადოების წინაშე თავის მართლება მოუხდა, მან მოიგონა ამბავი, თითქოს ერთ-ერთი გოგონა გაგიჟდა და დანარჩენები მოკლა, ეს სიმართლეს არ ჰგავდა, თუმცა მაღალმა საზოგადოებამ მაინც ''თავისიანის'' ირწმუნა და სისხლიანი ორგიები ისევ განახლდა. მოგვიანებით გრაფინიას ქვეშევრდომები იხსენებდნენ, რომ ერთ დღეს მის საძინებელში სისხლის იმხელა გუბე იდგა, რომ მათ ნახშირის დაყრამ მოუწიათ, ისე იატაკზე გავლა შეუძლებელი იყო…
 
მაგრამ ყველაფერი ოდესღაც მთავრდება. სისხლიანი გასართობები საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ელიზაბეტას ხაზინა გამოცარიელდა და 1607 წელს მას თავისი სასახლის გაყიდვა მოუხდა.
 
იმავდროულად, მისმა ნათესავებმა ტრანსილვანიის მმართველს მიმართეს, გიჟი სადისტის შავ-ბნელი საქმიანობა გამოეძიებინა. ელიზაბეტა თვით ტრანსილვანიის მმართველმა ტუჟომ დაკითხა და დაინტერესდა სასახლის საკნებში ნაპოვნი ცხრა გოგონას გვამის ამბით. ელიზაბეტამ განაცხადა, რომ ეს გოგონები გაურკვეველი სენით გარდაიცვალნენ და მათი დაუყოვნებლივ დამარხვა ბრძანა, რათა დაავადება სხვებსაც არ გადასდებოდათ. ეს აშკარა ტყუილი იყო. პარალელურად პარლამენტმა დამოუკიდებლად დაიწყო ელიზაბეტას მიერ ჩადენილი მკვლელობების გამოძიება.
 
საინტერესო ისაა, რომ ამის მიუხედავად, გრაფინია გაჩერებას ვეღარ ახერხებდა და კვლავაც კლავდა გოგონებს. მის საძინებელში ორი ქალის გვამი აღმოაჩინეს. აქ უკვე არანაირი ახსნა-განმარტება აღარ გაჭრიდა. კახწიცის სასახლეში ელიზაბეტას ''წითელი ღამეების'' შესახებ 1611 წლის 2 იანვარს დაწყებულ სასამართლოზე მისი ქვეშევრდომები საზარელ ამბებს ჰყვებოდნენ. ერთმა მათგანმა 36 მკვლელობა გაიხსენა, მეორემ 37, მესამემ 50. მეორე პროცესი 7 იანვარს გაიმართა - დაკითხეს 13 მოწმე, თავად ელიზაბეტა სასამართლოზე არ გამოუძახებიათ, რადგან გრაფმა ტოჟომ გადაწყვიტა, რომ მისი საქმიანობა არ უნდა შეხებოდა მთლიანად ბატორების საგვარეულოს, რომელიც დადებითი კუთხითაც იყო სახელგანთქმული უნგრეთში.
 
ელიზაბეტა კახწიცას სასახლის საძინებელში გამოკეტეს, სასახლეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მცირე ფანჯარა დაუტოვეს, საიდანაც მას საკვებს გადასცემდნენ. 1614 წლის მას ანდერძის დაწერის უფლებაც მისცეს, ამავე წლის 21 აგვისტოს ერთმა ზედამხედველმა, რომელსაც სურდა, თავისი თვალით დაენახა ეს საშინელი ურჩხული, შეიხედა პატარა ხვრელიდან, რომელიც საძინებელს ჰქონდა დატოვებული და დაინახა იატაკზე გართხმული გრაფინიას უსულო სხეული.
 
ლეგენდები:
ლეგენდების თანახმად, ბათორმა ერთ-ერთ მოსამსახურეს გაარტყა სახეში. მსახურის ცხვირიდან წამოსული სისხლი დაეცა კანზე და ელიზაბეტს მოეჩვენა, რომ კანი გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ლეგენდების თანახმათ, ბათორს ჰქონდა რკინის იარაღი, სადაც მსხვერპლი სისხლისგან იწურებოდა. გრაფინიამ ბოლო 4 წელი საკუთარი სასახლის ერთ-ერთ ოთახში კარებამოქოლილმა გაატარა, სადაც სასამართლოს განაჩენის მოლოდინში თავი მოიკლა.
 
ასეთი გახლდათ საბუთები, ფაქტები თუ ლეგენდები. და რა მიიღო ამ ყველაფრით ელიზაბეტმა? დამცირებულმა ქალმა, ქმრისგან მუდმივად დაღალატებულმა და მიტოვებულმა, შვილებმკვდარმა დედამ, თანდაყოლილი დაავადებით, მიიღო ეს: “სისხლიანი გრაფინია”, “ლედი/ქალი დრაკულა” და გინესის რეკორდების წიგნში შესული, როგორც ყველაზე მასიური მკვლელობების ჩამდენი კაცობრიობის ისტორიაში.
 
“ღმერთო, შენ მე მიმატოვე... შენ დამსაჯე, რადგან ასობით უდანაშაულო ადამიანი მოვკალი. მე ვაღიარებ ჩემს დანაშაულს. დანაშაულს ჩემს ყველა საქმეში. გთხოვ, მომივლინე დაავადება, რომ გავთავისუფლდე ტანჯვისგან. არ მინდა თავის მოკვლა, რადგან სამოთხეში მსურს. შემიწყალე უფალო... ალბათ, იმიტომ მსჯი, რომ მე ის მიყვარდა შენზე მეტად... მაგრამ ის ხომ ერთადერთ იყო, ვინც მყავდა ამქვეყნად, შენ კი გყავდა ფრინველები, ხეები, ადამიანები, ქალები. მე ვისურვებდი კაცად დაბადებას, ამ შეთხვევაში ათასობით ადამინს მოვკლავდი, დავწვავდი ჯადოქრებს და ქვეყანას გავწმენდდი ერეტიკოსებისგან... და გავხდებოდი გმირი. მორჩა... ეს ყველაფერი მითია... ბერძნები ყველაფერს ღმერთებს აბრალებდნენ, რადგან ისინი ვერ იგებდნენ: რატომ ოკეანე? რატომ სიყვარული? რატომ სიკვდილი? ჩვენ შეგქმენით შენ, რადგან გვაჩუქო სიყვარული, ურთიერთგაგება და სასოება... რადგან ჩვენ იმდენი კითხვები გვაქვს, და ძალზედ ცოტა პასუხები... მინდა მომიტევო ჩემი საქმეების გამო... ვიქნე შეჭმული მგლებისგან, დაე იყოს ასე... ნაკურთხი წყალი, ჩვეულებრივი წყალია ჩემთვის... რატომ მაშინებ მე? იმიტომ რომ, არ მჯერა შენი? და სულიწმინდის? როდესაც მე მოვკვდები, დავიფერფლები და ჩემგან აღარაფერი დარჩება... სიყვარულს არ ძალუძს ჩემი გადარჩენა... ღმერთო, თუკი არსებობ, მაჩუქე მე სისხლი, მაჩუქე ახალგაზრდობა... მადლობა ჩემო მბრძანებელო!”
(უკანასკნელი სიტყვები ფილმიდან “გრაფინია” 2009 წ.)
 
რაც შეეხება ელიზაბეტზე გადაღებულ ფილმებს:
 
არსებობს 29 ფილმი თუ სატელევიზიო დადგმა. პირველად 70-იან წლებში დაინტერესდნენ და ეკრანებზე 6 ფილმი გამოვიდა, არცერთი ღირებული, მხოლოდ “დრაკულიზაცია”. 80-იან და 90-იან წლებში მინელდა ინტერესი, თუმცა აქა-იქ რამდენიმე უღიმღამო ფირი გაჩნდა.  21- საუკუნეში კი ნამდვილი ბუმი ატყდა: 21 ნაწარმი შეიქნმა. უმეტესობა კვლავ ვამპირის ელფერს ატარებდა და ზოგიერთში ეროტიული სცენებიც კი ჩართეს (“Eternal” 2004). კიდევ ერთი გახმაურებული ჰოლივუდური უნიჭობა იყო 2006 წელს გადაღებული “Stay Alive”.
 
პირველი ფილმი, რომელიც ელიზაბეტი განსხვავებული კუთხით წარმოაჩინა იყო 2008 წელს გადაღებული “Bathory” (ბიუჯეტი 20 მილიონი), მისი როლი შეასრულა ანა ფრიელმა. ფილმი იზიარებს უნგრელი ისტორიკოსის ლარს ნადის თეზისს, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით. ფილმის სლოგანი ასეთია: “რაც მეტი ფაქტია, მით მეტი ლეგენდა არსებობს...”. მშვენიერი აზრია! ფილმი დიდი კინემაგოგრაფიული ელემენტებით ვერ დაიკვეხნის და საკმაოდ დასახვეწიცაა, თუმცა წინამორბედებთან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯია.
“მე შემეძლო გადამეღო საშინელება ვიღაც გრაფინიაზე, რომელიც თავის მოსამსახურეებს კლავს, მაგრამ ეს იქნებოდა ძალიან მარტივი და იაფფასიანი. ეს ლამაზი ლეგენდაა, რომელიც არ დასტურდება. ლეგენდა კი მაშინ გაჩნდა, როდესაც კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის წარმოიშვა დაპირისპირება, და აი ერთ-ერთმა კათოლიკე ბერმა დაწერა, თითქოს გრაფინია სისხლში ბანაობდა სილამაზის შესანარჩუნებლად,” – თქვა ფილმის რეჟისორმა, იური იაკუბისკომ. – “აბა სცადეთ და იბანავეთ სისხლში (იცინის), არც არაფერი გამოვა. გარდა ამისა, ეს ციფრი - 650 ქალწული – წარმოუდგენელია. სლოვაკეთში ახლა ცხოვრობს 6 მილიონი ადამიანი და აბა სცადეთ და მოძებნეთ 650 ქალწული (იცინის)”. 
 გარდა ამისა, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანის ორგანიზმი შეიცავს დაახ. 5 ლიტრ სისხლს, აქედან გამომდინარე 650 ქალწულის სისხლი გრაფინიას 20-30 კვირა ეყოფოდა.
საუკეთო კინოვერსია კი 2009 წელს (უკანასკნელი ფირი ამ ისტორიაზე), მართლაც რომ, “სიყვარულის ქალმა” ჟული დელფიმ გადაიღო. ეს მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია.