EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ზოდიაქოს რომელ ნიშანს უნდა დაუკავშიროთ ბედი? - იაპონური ჰოროსკოპი »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი: Juloboy
თარიღი: 2019-09-19 15:10:17
იაპონურ ჰოროსკოპში 12 ნიშანია: ნეძუმი, უში, ტორა, უსაგი, ტაცუ, ჰები, უმა, ჰისუჯი, სარუ, ტორი, ინუ, ინოსისი.
12 წლის განმავლობაში ყოველ წელს ამა თუ იმ ცხოველის ნიშანი შეესაბამება.
ამ ნიშნების ქვეშ დაბადებულებს თანდაყოლილი თვისებები აქვთ, რაც განსაზღვრავს მათ ბედს. საჭიროა მხოლოდ დაბადების წლის ცოდნა და მოცემულ კალენდარში სულ იოლად იპოვით თქვენს ნიშანს; ყოველი დანაყოფის ბოლოს ჩამოთვლილია ადამიანთა სამი ჯგუფი (ცხოველთა სახელებით).
ა) პირველ ჯგუფში ჩამოთვლილებთან სასურველია მეგობრობა და ქორწინება;
ბ) მეორე ჯგუფში ჩამოთვლილები შეგეფერებიან მეტ-ნაკლებად;
გ) მესამე ჯგუფში მყოფები კი ნამდვილად არ გამოგადგებიან,
ვირთხის წელი
ამ წელს დაბადებულები გამოირჩევიან სასიამოვნო გარეგნობით, მიმზიდველობით, მიზანსწრაფულობით და შრომისმოყვარეობით. მთელი ცხოვრება აგროვებენ ქონებას, მომჭირნეობენ და ცდილობენ, ფული შავი დღისთვის გადაინახონ. მომჭირნეობა მხოლოდ დიდი გრძნობის დროს ავიწყდებათ. გულუხვობას იჩენენ მათთან, ვინც უყვართ. პედანტობამდე აკურატულები არიან. ბევრ რამეში ამჟღავნებენ ალოგიკურობას, არიან პატივმოყვარეები, ყოველთვის ყველაფერს ასწრებენ და ცდილობენ, თავისი გაიტანონ; და აღწევენ კიდეც მას. თავშეკავებულები არიან და ადვილად ბრაზდებიან. საერთოდ, პატიოსნები და გულგახსნილები არიან, მაგრამ ზოგიერთ მათგანს უყვარს ჭორაობა.
ა) დრაკონი, მაიმუნი, ხარი;
ბ) გველი, ვეფხვი, ძაღლი, ღორი, ვირთხა;
გ) ცხენი.
ხარის წელი
ხარის წელში დაბადებულები სანდოები, სიტყვაძუნწები და მომთმენები არიან, მაგრამ დროდადრო იჩენენ ექსცენტრიკულობას და ადვილად კარგავენ მოთმინებას. ამ დროს მათ მძვინვარებას საზღვარი არ აქვს და უნდა მოერიდოთ. საეროდ, გამოირჩევიან სიტყვაძუნწობით, ზოგჯერ მჭევრმეტყველები ხდებიან. აქვთ შესანიშნავი გონებრივი და ფიზიკური მონაცემები. რბილი ხასიათის მიუხედავად, ზოგჯერ წარმოუდგენლად ჯიუტობენ. არ უყვართ წინააღმდეგობა. ზოგიერთი მათგანი სიყვარულს, როგორც სპორტს, ისე უყურებს, რაც ახლობლებთან მათ უთანხმოებას იწვევს.
ა) გველი, მამალი, ვირთხა;
ბ) დრაკონი, კურდღელი, მაიმუნი, ღორი, ხარი;
გ) ცხვარი.
ვეფხვის წელი
ვეფხვის წელში დაბადებულები მგრძნობიარენი არიან. საერთოდ წინდახედულნი, ზოგჯერ ამჟღავნებენ გულფიცხობას. იმსახურებენ პატივისცემას, მაგრამ ხშირად მოსდით კონფლიქტები უფროსობასთან. ხშირად იღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ოღონდ როცა მოგვიანებით ხვდებიან ამას, ღირსეულად აფასებენ სიტუაციას.
ა) ცხენი, დრაკონი, ძაღლი;
ბ) ვირთხა, ხარი, კურდღელი, ვეფხვი, ცხვარი, მამალი, ღორი;
გ) გველი, მაიმუნი.
კურდღლის წელი
ამ წელში დაბადებული ინდივიდუალისტი, ნიჭიერი და პატივმოყვარეა. გამოირჩევა სათნოებით და თავშეკავებულობით. აქვს უნაკლო გემოვნება. იმსახურებს საერთო აღტაცებასა და ნდობას. მატერიალური თვალსაზრისით კარგად აქვს საქმე. ხანდახან წაიჭორავებს, მაგრამ აქაც ტაქტიანია. არ არის ბოროტი. ვინც უყვარს, იმის მიმართ თავაზიანი და ყურადღებიანია, რასაც ვერ ვიტყვით ახლო ნათესავებთან მის დამოკიდებულებაზე. არასოდეს კარგავს თვითკონტროლს. კეთილსინდისიერებასთან ერთად, ახასიათებს პედანტურობაც. ხანდახან მელანქოლიაშიც ჩავარდება ხოლმე. შეუძლია იყოს მშვენიერი მოთამაშე, მაგრამ არ არის აზარტული. არის წინდახედული და კონსერვატიული.
ა) ცხვარი, ხარი, ძაღლი;
ბ) ვირთხა, კურდღელი, დრაკონი;
გ) მამალი.
დრაკონის წელი
დრაკონის წელიწადში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან კარგი ჯანმრთელობითა და საოცარი ენერგიით. ადვილად იღგზნებიან. ზოგჯერ ჯიუტნი და უკმეხნი არიან. არიან ემოციურებიც, პატიოსნები, გაბედულები და ზოგჯერ თავნებებიც. მათი ნდობა შეიძლება! თავიანთ აზრს ყოველთვის ასაბუთებენ. სხვადასხვა უნარით დაჯილდოებულებს არ უყვართ ფულის გასესხება და საჯაროდ გამოსვლა. გულჩვილობისა და ლმობიერების გამო ხშირად სჯაბნიან, ოღონდ ცოტა ხნით. სწრაფად ასწორებენ შეცდომებს, ქორწინდებიან ადრეულ ასაკში ან საერთოდ ოჯახის გარეშე რჩებიან. სარგებლობენ გარშემომყოფთა სიყვარულით.
ა) ვირთხა, გველი, მაიმუნი, მამალი;
ბ)ვეფხვი, ცხენი, ცხვარი, ღორი, დრაკონი;
გ) ძაღლი.
გველის წელი
გველის წელში დაბადებულები რთული და გამოუცნობი ხალხია. გამოირჩევიან თანდაყოლილი სიბრძნითა და სიტყვაძუნწობით. საქმეები ყოველთვის კარგად მიუდით, მაგრამ ხშირად ძუნწობას იჩენენ. არიან ეგოისტები, უყვართ სახელის მოხვეჭა და ხშირად უბრალო შეკრებებშიც კი აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ. ზოგჯერ უკიდურესობაში ვარდებიან იმის გამო, რომ სხვის რჩევას არ ითვალისწინებენ და მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობიან. გარეგნულად მშვიდები, შინაგანად მგზნებარენი არიან. ძლიერ განიცდიან წარუმატებლობას, ზოგჯერ ოჯახურ ცხოვრებაში ამჟღავნებენ ქარაფშუტობას, რითაც ირთულებენ ოჯახურ ყოფას.
ა) ხარი, მამალი;
ბ) ვირთხა, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, ცხვარი;
გ) ვეფხვი, ღორი.
ცხენის წელი
ამ ნიშნის ქვეშ ბევრი პოპულარული ადამიანია დაბადებული. გამოირჩევიან მხიარული ხასიათით. იციან ფულის მოხმარება. არიან გონიერები და გამჭრიახნი, თუმცა ზოგჯერ მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობენ. ხელეწიფებათ ყოველგვარი საქმე, ყურადღებას იქცევენ თვალშისაცემი ჩაცმულობითა და ბუნებრივი ქცევით.
თვითდაჯერებულნი არიან. ცხენის წელში დაბადებული კაცები ქალების სიყვარულით გამოირჩევიან. ყველაფერს ივიწყებენ, როდესაც საქმე გრძნობებს ეხება. უყვართ გართობა და დიდი შეკრებები, მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. არიან დამოუკიდებელნი.
ა) ვეფხვი, ძაღლი, ცხვარი;
ბ) დრაკონი, გველი, მაიმუნი, მამალი, ღორი;
გ) ვირთხა.
ცხვრის წელი
ამ წელში დაბადებულები მიდრეკილებას იჩენენ სიტყვაკაზმული ხელოვნებისადმი. ერთი შეხედვით, მოგეჩვენებათ, რომ მათ უფრო ადვილად გამოსდით ყველაფერი. ხშირად უმწეონი არიან, ახასიათებთ მორცხვობა, პესიმიზმი, გაუბედაობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად გამოტანა. არიან მორწმუნენი. ფული საკმაოდ აქვთ, იტაცებთ კარგი ცხოვრება. აქვთ კარგი გემოვნება.
ა) კურდღელი, ღორი, ცხენი;
ბ) ვეფხვი, დრაკონი, გველი, ცხვარი;
გ) ხარი, ძაღლი.