EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ შეიძლება გავზარდოთ ბამბუკი თესლიდან »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: Juloboy
თარიღი: 2019-10-02 14:33:33
ბამბუკის ჯიშების უმრავლესობა ასწრებს თესლის მოცემას მხოლოდ ერთხელ, ერთი ადამიანის სიცოცხლის მანძილზე და თითქმის ყველა ჯიში აგრძელებს თესლის მოცემას მთელ მსოფლიოში ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში. ამრიგად, თქვენ გექნებათ სულ ერთი ან ორი შესაძლებლობა დარგოთ ბამბუკის რომელიმე განსაზღვრული სახე. ამიტომ მეტისმეტი ძალისხმევა და პედანტურობა ცდაში ყველაფერი სწორად გააკეთოთ სულაც არ იქნება ზედმეტი. თუ თქვენ მოგეცათ შანსი, იხელმძღვანელოთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მაქსიმუმი ბამბუკის ნებისმიერი თესლიდან, რომელიც გაქვთ თქვენ.
1) იყიდეთ ან გააკეთეთ მინი – სათბური ტორფის აბები, რომლებიც გამოიყენება დასარგავად განკუთვნილი ნიადაგის სახით . ფირმა „Jiffy” უშვებს მინი-კვალსათბურებს 72 აბზე და მათი ღირებულება გახლავთ არაუმეტეს 5-10 ლარი. სანერგეებისა და მებაღეობის მაღაზიებში არის ძალიან ბევრი სხვადასვა არჩევანი.ბამბუკის თესლი
2) დადეთ ტორფის აბები ერთი ფენა ბრტყელ საცხობ ლანგარზე. ადუღებამდე მიიყვანეთ წყლით სავსე ქვაბი და ნელა დაასხით ის ლანგარზე, რათა აბები გაჯირჯვდეს. ადუღებული წყალი არა მარტო უკეთესად გაუმკლავდება ამ ამოცანას, არამედ შეასრულებს გარკვეულ სტერილიზაციასაც, რომელიც შეამცირებს შესაძლო წარუმატებლობის ალბათობას. გაიმეორეთ ეს ნაბიჯი მანამ, სანამ არ მოამზადებთ ამ გზით თქვენთვის საჭირო აბებს.
3) დააბრუნეთ აბები მინი-სათბურში. იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერად დასველდებიან ისინი, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ორი დღით სათბურის ღიად დატოვება, სანამ აბები ოდნავ არ შეშრებიან. სინესტე არ გამოგადგებათ, ხოლო აბები მართლაც კარგად ინარჩუნებენ სინოტივეს. იდეალურია, თუ აბები იქნება ნამიანი, მაგრამ არა სველი.
4) გააჩერეთ თესლები 30-გრადუსიან წყალში ერთი დღე-ღამის განმავლობაში. დარწმუნდით, რომ წყალი არ არის ძალიან ცხელი – 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა მოკლავს თესლებს. ნორმაზე ცივი წყალი თესლებს არ დააზიანებს, თუმცა გაახანგრძლივებს აღმოცენების დროს ერთი-ორი დღით.
ბამბუკის მოყვანა
5) საკვებისათვის განკუთვნილი ჩხირებით ან ხის შამფურით გადახსენით და აჩეჩეთ ტორფის აბები.
6) თითოეულ აბში ჩადეთ მხოლოდ ერთი თესლი. რადგან ბამბუკის თესლები იშვიათი და ძვირადღირებული გახლავთ, ამიტომ არ ღირს რისკის გაწევა და ერთ აბში რამდენიმე თესლის ჩადება – რამდენი ამონაზარდიც არ უნდა იყოს, მაინც უნდა დატოვოთ მხოლოდ ერთი, დანარჩენები უნდა გადაყაროთ.
7) მცირე ოდენობით მოაყარეთ ზემოდან „ნარგავისთვის“ განკუთვნილი, ნიადაგის ნარევი თქვენს თესლებს. 1/8 2-5 მმ-ზე საკმარისი იქნება.
8 ) დადგით თქვენი მინი-კვალსათბური საშუალო დატენიანების ადგილას. თუ ცივი ამინდია, მაშინ კარგი იქნება აღმოსავლეთ ფანჯარა; თუ კარგი ამინდია იმისათვის, რომ გააჩეროთ კვალსათბური გარეთ, დადგით ის ზომიერ ჩრდილში. დ ა ი მ ა ხ ს ო ვ რ ე თ: სადაც არ უნდა დადგათ კვალსათბური, ის არ უნდა იღებდეს მზის პირდაპირ სხივებს. მინი – სათბურშიც კი მზის პირდაპირი სხივები გაზრდის ტემპერატურას მომაკვდინებლად მაღალ ცელსიუსამდე, რაც გაანადგურებს თქვენს თესლს.
9) ყოველდღე შეამოწმეთ სათბური იმიტომ, რომ ტორფის აბები შეიძლება სწრაფად გამოშრეს, როგორც კი სინოტივე პირველადი დასველებისაგან აორთქლდება. აღმოცენებამდე თესლებმა შეიძლება განვლონ ძლიერი გამოშრობის ერთი ან ორი ეტაპი. მაგრამ როგორც კი გამოჩნდება ამონაზარდები, ისინი შესაძლოა დაიღუპონ გვალვის რამდენიმე საათში. თუ აბები იწყებს გამოშრობას, მაშინ გამოიყენეთ ბოთლი გამაფრქვევლით და ისევ დაატენიანეთ სუბსტრატი. იმისათვის, რომ დაატენიანოთ აბების მთელი შიდა ნაწილი, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ დაახლოებით საშხეფისოდენა მოცულობის წყალი.
10) ამონაზარდები შეიძლება აღმოაჩინოთ დარგვიდან 10 დღის განმავლობაში, თუმცა ძირითადი ამოზრდა მოხდება მინიმუმ 15-20 დღის შემდეგ. სხვადასხვა სახეებს ამოზრდის სხვადასხვა ვადები აქვთ, ამიტომ არ ღირს ძალზედ ადრე გაიცრუოთ იმედი.
11) თუ რომელიმე ამონაზარდი ძალზედ მაღალი გაიზრდება და შეეხება პლასტიკის სახურავს მაშინ, როდესაც დანარჩენები მხოლოდ ახლა იწყებენ აღმოცენებას, მაშინ წამოწიეთ სახურავი იმისათვის, რომ ფოთლები არ შეეხონ პლასტიკს. ფოთლები, რომლებიც ეხებიან სახურავს, სწრაფად იწყებენ ლპობას, რამაც შეიძლება გაანადგუროს ნარგავი.
12) ერთი თვის შემდეგ თესლების უმრავლესობა, რომლებსაც შეუძლიათ ამოზრდა ამ მეთოდის საშუალებით, მოგცემენ ამონაზარდებს. გადარგეთ ყველა ჯანსაღი ამონაზარდი ნახევარლიტრიან ქოთნებში და მიჰყევით სახელმძღვანელოს შემდეგ პუნქტებს. მაგრამ დროზე ადრე ნუ გადააგდებთ დანარჩენ თესლებს – ჩვენ ვეცდებით მივმართოთ რამდენიმე მეთოდს, რათა მივცეთ მათ სიცოცხლე.
13) თანაბარი პროპორციით აურიეთ ხარისხიანი ნიადაგი ქოთნებისთვის და მულჩა ხის ქერქისგან. ასე თქვენ მიიღებთ ნარევს წყლის ძალზე კარგი უკუდენით, რაც ხელსაყრელია ბამბუკისთვის.
14) ჩაყარეთ ეს ნარევი ქოთნებში მცირე რაოდენობით (1-1,25 სმ).
ბამბუკის ქოთანი
15) გადადგით თითოეული აბი ამონაზარდით ქოთანში და შეავსეთ მის ირგვლივ სივრცე ქოთნისათვის განკუთვნილი ნიადაგით ისე, რომ აბი იყოს ნიადაგის დონეზე ქვემოთ თუნდაც ნახევარი სანტიმეტრით.
ბამბუკის მოყვანა
16) უხვად მორწყით ქოთნები წყლით. რადგან ქოთანში წყლის ძალზე კარგი უკუდენაა, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ უხვად მორწყვა.
17) გადგით ქოთნები ქუჩაში ნახევრად ჩრდილში, სადაც მათ არასოდეს არ მოხვდებათ მზის პირდაპირუი სხივები ორ წუთზე მეტხანს. როგორც ჩანს, გაუგებარი მიზეზების გამო ნარგავის 10% დაიღუპება, მაგრამ დარჩეწნილ ამონაზარდებს ექნებათ არც ისე ცუდი შანსი იქცნენ მოზრდილ მცენარეებად.
18) დაუბრუნდით სინს იმ თესლებით, რომლებიც არ აღმოცენდნენ, და მოხადეთ სახურავი. თუ გსურთ დატოვეთ ის შემდეგი გამოყენებისვის, მაგრამ ამ ნარგავით ის უკვე არ გამოდგება.
19) თუ თქვენს მინი-სათბურში არის პლასტიკის სადგამი, რომელშიც ჩაიდგმება ტორფის აბები, მაშინ ამოიღეთ ის და გააკეთეთ რამდენიმე ხვრელი სინის ფსკერზე.
20) უკან სინში ჩააბრუნეთ ყველა აბი, საიდანაც უკვე ამოღებულია პლასტიკის სადგამი. განათავსეთ ისინი თანაბრად მთელ ზედაპირზე, ისევე, როგორც ადრე – თესლებით ზემოთ.
21) შეავსეთ სივრცე აბების ირგვლივ ნარგავისთვის განკუთვნილი ნიადაგით; თვით აბები მოაყარეთ ამავე ნარევს ზემოდან 5-7 მმ-ზე.
22) გადგით სინი ქუჩაში მზიან ადგილას, ყოველდღე შეამოწმეთ საკმარისად დატენიანებულია ნიადაგი თუ არა – ის უნდა იყოს ნამიანი და არა სველი. რადგან თქვენ გადახადეთ სახურავი და გაზარდეთ მზის სხივების მიღების ოდენობა, ამიტომ მოგიხდებათ ამონაზარდების მორწყვა თითქმის ყოველდღე. მოცემულ ეტაპზე თქვენთვის უფრო მარტივი იქნება ჩვეულებრივი სარწყავის გამოყენება იმიტომ, რომ ახლა ნორმაზე მეტად შეიძლება მორწყვა.
23) იმედია, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში თქვენ მიიღებთ ამონაზარდების დამატებით პარტიას. როგორც კი მზად იქნებიან ისინი, გადადით № 12 ნაბიჯზე და გადარგეთ.
რა დაგჭირდებათ
ბამბუკის 10 ან მეტი თესლი. ნაკლები რაოდენობისას თქვენ არ გექნებათ საკმარისი შანსი იმისათვის, რომ შედეგად მიიღოთ ერთი ჯანსაღი მცენარეც კი.
ბრტყელი საცხობი ლანგარი.
დაახლოებით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი.
მინი-სათბური, რომელიც წარმოადგენს სინს ნარგავისთვის და პლასტიკის სახურავს (თაღს).
ქილა წყლით და თბილი (მაგრამ არა ცხელი) ადგილი, სადაც მას დადგამთ.
ტორფის ერთი აბი ერთ თესლზე, რომელიც გსურთ დარგოთ.
ხის შამფური ან საკვებისთვის განკუთვნილი ჩხირი.
1 ლ ან მეტი ნიადაგის ნარევი ნარგავისთვის.
non.ge