EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ცხრა სამყარო და გზის ოცდაოთხი მიმართულება »

კატეგორია: უცნაური

ავტორი: Demien

თარიღი: 2019-10-07 12:24:53

ცხრა სამყარო და გზის ოცდაოთხი მიმართულება

Runes

ერთერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო, რომელიც სამყაროს აგებულებას აღწერს, კაბალისტური სიცოცხლის ხეა. მის შემადგენლობაში შედის ათი სამყარო, რომელიც ამ სამყაროების გამოვლინების და ქმნადობის ათ საფეხურს შეესაბამება, თავდაპირველი იდეიდან დასასრულამდე. ათი სამყარო ერთმანეთს ოცდაორი გზით უკავშირდება, რომლებიც თავის მხრივ ტაროს ოცდაორ არკანს და ებრაული ალფავიტის ოცდაორ ასოს შეესაბამება. ნორდიკულ ტრადიციაშიც ვხვდებით სამყაროს სიმბოლოს, მაგრამ ის სულ სხვა პრინციპით არის აგებული. სხვებისგან განსხვავებით აქ ვერ ვხედავთ ქმნადობის მხოლოდ ერთ წყაროს, ვინაიდან ნორდიკული მითები გვიყვებიან ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ძალების გაერთიანებაზე. აქ, შექმნილ სამყაროებში არის სიცოცხლეც და სიკვდილიც, როდესაც კაბალას ყურადღება ფოკუსირებულია სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებულ დუალიზმზე: სიკვდილი და „ბოროტება“ ქმნადობის სტურქტურაში არ განიხილება. შესაბამისად, ამის ფონზე იქმნება სიცოცხლის ხის გიგანტური ჩრდილი, „სიკვდილის ხე“. ნორდიკულ ტრადიციაში ამ მოვლენას გარკვეულწილად ჰელდრასილი და ჰელის ცხრა სამყარო შეესაბამება. მიუხედავად ამისა, ნორდიკულ სისტემაში მკვეთრად გამოხატული დუალიზმი არ იკვეთება. აქ სიცოცხლე და სიკვდილი ერთიანია. ღმერთები და მათი მტრები, გოლიათები, ხშირად თანამშრომლობენ.
 
ნორდიკული სამყაროს ხე, იგდრასილი, შეიძლება სიცოცხლის ხეს შევადაროთ. მისი გამოხატვა შეიძლება ისე, რომ კაბალისტურ ხეს ჰგავდეს, მაგრამ ის მოიცავს ოცდაოთხ გზას, შესაბამისი რუნებით. რუნები - კვანძების ასპექტებია, მათ „ურდის (ვიურდის) ქსელს“ უწოდებენ, რომლებიც კოსმოსს და სხვადასხვა სამყაროებს აერთიანებს. სამყაროს ხის გზები, ისევე როგორც რუნები, სამ ატად იყოფა, სადაც თითოში რვა რუნა შედის.
 
რა თქმა უნდა შესაძლებელია მიმართულებების რამდენიმე ვარიანტის განხილვა, ატების, მათი სახელების და სამყაროების მდებარეობის გათვალისწინებით. აქ გამოყენებულია მეთოდი, რომელიც ეყრდნობა „უტარკს“ (და არა „ფუტარკს“), იმ იდეის გათვალისწინებით, რომ ყველაფერი ორი პირველყოფილი ურთიერთსაპირისპირო ენერგიით შეიქმნა. გამოყოფილია სამი ატი. ურუზი - რომელიც სიმბოლიზირებს ცეცხლის და ყინულის სამყაროებიდან წამოსულ ენერგიის ნაკადს და საფუძველია ყველა სამყაროს შექმნის. ნაუტიზი - რომელიც დროის და ბედისწერის ბორბლის სიმბოლოა. ეს ის კოსმიური ძალებია, რომლებიც არ ექვემდებარებიან ადამიანის მხრიდან კონტროლს, მაგრამ რუნების საიდუმლოს შეცნობის შემდგომ, ადამიანს საშუალება ეძლევა აკონტროლოს ბედისწერა და სამყაროები მიდგარდის გარეთ. ბერკანა - ადამიანთა სამყარო, მათი ცხოვრებები და სულიერი თვისებები. ის ასევე დაკავშირებულია ინიციაციასთან (სულიერ განვითარებასთან) და აღდგენასთან (აღდგომა, გაცოცხლება). აქ ტურსების სამყოფელი გამოყოფილია ადამიანებისგან, რომელთაც უნარი აქვთ სრულყოფილი სულის ფლობის (ლიკ, ვორდ, ონდ, ჰამრ, ფიულგა, ჰურგ და მინნი - აქ ერთიანდებიან), და რომელიც მოქცეულია ორ პოლუსს შორის, მაგრამ არცერთის მიმართ არ გააჩნია მიზიდვა.
 
უტარკი და ოცდაოთხი გზა
.................................
ატი - ურუზი (ურ)
.................................
 
ურუზი (ურ). ნიფლჰეიმი - ჰელჰეიმი: ვერმელგერი და პირველქმნილი წყლები, რომლებმაც შექმნეს კოსმოსი/სამყარო.
 
ტურისაზი (ტურს). ნიფლჰეიმი - ეტუნჰეიმი: ნიფლჰეიმში იქმნებიან ყინულოვანი გოლიათები, რომლებიც ეტუნჰეიმში სახლობენ.
 
ანსუზი (ას). მუსპელჰეიმი - ასგარდი: სიცხისგან იქმნებიან ღმერთები. ღვთიური დინამიური ენერგია.
 
რაიდო (რეიდ). ნიფლჰეიმი - სვარტალჰეიმი: პირველქმნილი გოლიათის სხეულიდან იქმნებიან ცვერგები. ოთხ ცვერგს ოთხივე მხრიდან სამყარო უჭირავს.
 
კანო (კენ). მუსპელჰეიმი - ალვჰეიმი: მუსპელჰეიმიდან ალვჰეიმში მოხვედრილი ნაპერწკალი გარდაიქმნება სინათლედ და იქმნება მზე, ალვ-გლანსი.
 
გებო (გიფუ). ასგარდი - მიდგარდი: ღმერთები ადამიანს ჩუქნიან სიცოცხლეს და სულის თვისებებს. ადამიანი თავისმხრივ ღმერთებისთვის ძღვენს გასცემს.
 
ვუნიო (ვუნია). მუსპელჰეიმი - ვანაჰეიმი: სინათლე და ენერგია. სიხარული და ნაყოფიერება. ვანების რუნა.
 
ჰაგალაზი (ჰაგალ). მიდგარდი - ჰელჰეიმი: სიკვდილი და ის, რაც დაფარულია. ადამიანის ინიციაცია რუნების საიდუმლოში.
 
........................................
ატი - ნაუტიზი (ნაუდ)
........................................
 
ნაუტიზი (ნაუდ). ჰელჰეიმი - ეტუნჰეიმი: ურდი და მიმირი. მისია (ბედი, როლი) და მეხსიერება. ინახავს რუნების საიდუმლოს.
 
ისა (ის). ეტუნჰეიმი - სვარტალვჰეიმი: მიწისქვეშა სამყაროში ყინულის შრეები/პლასტები, რომელიც ჰელისკენ მიმავალ ადამიანს გზას უღობავს.
 
იერ (იარა). ასგარდი - ვანაჰეიმი: ასების და ვანების შეხვედრა. ოდინი და ფრეია.
 
პერტ (პერტრა). ეტუნჰეიმი - ალვჰეიმი: მიმირის ჭა (ან ურდი), რომელიც აერთიანებს მეხსიერებას და აზრებს.
 
ეივაზ. სვარტალჰეიმი - ვანაჰეიმი: ფალიკური პრინციპი, რომელიც აერთიანებს ძირითად ინსტიქტებს და ნაყოფიერებას.
 
ალგიზ. ალვჰეიმი - ასგარდი: ბუნება, როგორც ღვთიური სიწმინდე. ფეიას სახლი ხეებს შორის.
 
სოულუ (სოლ). ალვჰეიმი - ვანაჰეიმი: ალვგლანს - მზე, როგორც ვანაჰეიმის და ალვჰეიმის მმართველი ღმერთის, ფრეირის სოლარული ბუნება.
 
ტეივაზ (ტიურ). ჰელჰეიმი - სვარტალჰეიმი: ჯოჯოხეთური მგელი - ფენრირი, ტიურის მიერ გლეიპნირის ჯაჭვით დაბმული, რომელიც ცვერგებმა დაამზადეს.
 
......................................
ატი - ბერკანა (ბიარკ)
......................................
 
ბერკანა (ბიარკ). მიდგარდი - ვანაჰეიმი: აღორძინება (აღდგომა). ვანების ნაყოფიერების ძალა.
 
ევაზ. ასგარდი - ეტუნჰეიმი: გოლიათების და ასების თანამშრომლობა. სლეიპნირის დაბადება. უტგარდში ცხენით მოგზაურობა.
 
მანაზ. მიდგარდი - სვარტალჰეიმი: ადამიანის ფორმირება (ფორმის შექმნა).
 
ლაგუზ (ლაგუ). ჰელჰეიმი - სვარტალჰეიმი: წყარო, სადაც მიწისქვეშა წყლები ამოდის.
 
ინგუზ (ინგ). ვანაჰეიმი - ჰელჰეიმი: თესლი, რომელიც მიწისქვეშა სამყაროს ანაყოფიერებს.
 
ოდალ. მიდგარდი - ეტუნჰეიმი: ადამიანთა სამყარო შეზღუდული და დაცულია ქაოსის ძალებისგან.
 
დაგაზ. მიდგარდი - ალვჰეიმი: ადამიანური ინტელექტი. განათლება. კულტურა. სიცხადე.
 
ჰეფუ (ფე). ასგარდი - სვარტალჰეიმი: ღმერთების საგანძური, მიწისქვეშ მცხოვრები ცვერგებისგან მოპოვებული.
 
 
runes.ge