EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რუნები ან რუნული წარწერები »
კატეგორია: უცნაურიავტორი: Demien
თარიღი: 2019-10-07 14:01:34
ზიგფრიდ კიუმერი თვლიდა, რომ რუნები ასრულებენ როლს ხიდისა, რომელიც ადამიანს უძველეს „არიულ“ ღმერთებთან აკავშირებს. იგი მიიჩნევდა, რომ თითოეული რუნა შეესაბამება ადამიანის სხეულის მდგომარეობას. აგრეთვე მას აუცილებლად მიაჩნდა რუნათა სხვადასხვა კომბინაციების მღერა. შედეგად, ამ მოსაზრებების გავლენით, ადოლფ ჰიტლერმა რუნები ნაცისტურ სიმბოლიკაში გამოიყენა. კიუმერი წერდა:
„რუნული მაგია ხუთი კოსმოსური სფეროდან გამომავალი სხვადასხვა ენერგეტიკული ნაკადის მართვის შესაძლებლობას იძლევა. ამისთვის აუცილებელია საკუთარი ფიზიკური სხეულისთვის შესაფერისი პირობების შექმნა — ანუ საჭირო რუნული პოზის მიღება — და ენერგეტიკული ნაკადების აღქმისთვის საკუთარი ცნობიერების მომართვა. ეს კეთდება სპეციალური რუნული ბგერების დახმარებით, რომლებსაც ძველი გერმანელები უწოდებდნენ „გალდს“ (galdr — „შელოცვა“, „მაგიური სიმღერა“).“
რუნა ანსუზ (Ansuz)
მერკურის ენერგეტიკა, აქვს მჭიდრო კავშირი საჰასრარა,აჯნა და ვიშუდჰა ჩაკრებთან.
გამოყენების სფერო არ არს შეზღუდული.
საკვანძო სიტყვაა : მიღება,გაგება. ეს ეხება უმაღლესი ძალებისაგან ნიშნის ან ცოდნის მიღებას ან მის მოლოდინს. ანსუზს აქვს პირდაპირი კავშირი ოდინთან, ხოლო მისი მოპირდაპირ მხარე უკავშირდება ლოკის. ხშირად ხდება როდესაც ამობრუნებული ანსუზი გვეუბნება „ღმერთებისგან პასუხს ვერ მიიღებთ, მიმართეთ ლოკის“.
რუნის დასახელების ფუძე არის სიტყვა Ac / Os , რაც ძლევამოსილს,ბელადს,საუკეთესოს საუკეთესოთა შორის ნიშნავს.
ოდინი სინათლის,სიბრძნისა და ძალის სიმბოლოა, ხოლო ლოკი ცბიერების, ხრიკების, სიბნელისა და სინათლის ერთდროულად (მასში ორივე მხარე არის).
ეს არის ცოდნის,რჩევის მიღების, ინფორმაციის მიღების და ასშ… რუნა.
ზოგჯერ საჩუქარს,ძღვენს,წყალობასაც კი ნიშნავს ,რადგან გაფრთხილება ან ცოდნა შეიძლება ჩავთვალოთ წყალობად. ეს რუნა ასევე მოგვიწოდებს ჩვენზე უფრო ავტორიტეტულებისა და ბრძენთა პატივისცემას.
რუნის მნიშვნელობა ხშირად არის მეტყველება, პირდაპირი გაგებით ლაპარაკი, ლაპარაკი ღმერთებთან, დიდ ძალებთან, ავტორიტეტულ სულებთან, ძველ და ბრძენ სულებსა თუ არსებებთან. რუნას აქვს საკმაოდ მჭიდრო კავშირი ოსტატობასთან, ისევე როგორც მაგიურთან(და განსაკუთრებით მასთან), სხვა საქმეების დაუფლებასთან.
ანსუზის მნიშვნელობები სწორ პოზიციაშია : კონტაქტი, საუბარი, ინტელექტი, შთაგონება, წერილი, ცოდნა, ინფორმაცია, კავშირის/კომუნიკაციის საშულებები,სიბრძნე, გაგება, თანაგრძნობა, გახსნილობა,ნდობა, ცნობიერება, ღვთიური ძალა, ღვთიური დაცვა, ოდინი.
ანსუზის მნიშვნელობები ამობრუნებულ პოზიციაშია : არ სურთ თქვენი მოსმენა, ტყუილი, პირისპირ გატყუებენ, ჭორები, გაუგებარი საუბარი (არაგრამატიკულობა,უცოდინრობა), ინტრიგა, უნდობლობა,მანიპულაცია, ბოდიალი, კავშირის გაწყვეტა, უაზრო ლაქლაქი, პასუხს არ გვცემენ,პასუხს უნდა ვეძიოთ „ქვედა სამყაროებში“, პასუხები აქვს ლოკის, თავად ლოკი.
ხშირად ამობრუნებული ანსუზი ასახავს ქმედებებს, რომლებიც არ მოგვიტანს შედეგს, უაზრო ქმედებას უაზრო შედეგით . როგორც ამბობენ „it’s a win – win opportunity” (ორივე შემთხვევაში მომგებიანი საქმეა) აქ ზოგჯერ პირიქითაა , რაც არ უნდა გააკეთო წაგებული ხარ.
ანსუზი ძირითადად გამოიყენება დაცვით ან „გამხსნელ“ კომბინაციებში, დამოუკიდებლად გამოკვეთილად ახასიათებს ეს ორი თვისება (როგორც აქამდე ვახსენე,მისი შესაძლებლობები არ არის შებოჭილი და ფაქტობრვად ნებისმიერი არსის სტავებსა და კვანძებში გამოიყენება)
მკითხველისთვის : არ სცადოთ დამოუკიდებლად მუშაობა ან ექსპერიმენტების ჩატარება რუნებით, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სახიფათო მაგიის სფეროა. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მომმართოთ.
რუნა ფეჰუ (Fehu;Feh)
აქვს ძალიან ცხელი ენერგეტიკა (სიცხიანი ადამიანებისთვის არ შეიძლება ამულეტების ტარება,რომლებშიც ფეჰუ არის გამოყენებული. თუ ჭარბობს ცივი რუნები,შეიძლება დასაშვები იყოს მაგრამ ეს უკვე კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული). საქმის შესრულების , სურვილების ასრულების, დაკმაყოფილების (ფინანსური,ფიზიკური,სასიყვარულო) რუნა. ზოგჯერ ეხება მორალურ და სულიერ ღირებულებებსაც (იმის აწონ-დაწონვას რაც გაგვაჩნია), დაფასების რუნა.
ეს რუნა ხშირად უჩენს ადამიანს კითხვას, რა უფრო ღირებულია მისთვის? ფიზიკური უზრუნველყოფა და ფუფუნება თუ სულიერი ფასეულობები,ცოდნა და სიყვარული?.. ის გვაძლევს შესაძლებლობებსა და იღბალს, მაგრამ არ უყვარს ძუნწები , ვინც არ იხდის სამადლობელს ან სხვებს არ ეხმარება. ფეჰუ რაღაცით წააგავს ბიზნესმენს ან ბანკირს, რომელსაც აქვს ქონება (ნებისმიერი სახისა და ზომის,მატერიალური და ანტიმატერიალური), შეგვიძლია ვთხოვოთ დახმარება და ის დაგვეხმარება,ის ხშირად არც კი ითხოვს მოცემულის უკან დაბრუნებას, მაგრამ თუ მას უმადურად მოვებყრობით და სამადლობელს არ გადავუხდით ან თავად გავძუნწდებით, ის ვალს “პროცენტით გადაგვახდევინებს”, რაც მოგვცა იმასაც წაიღებს და კიდევ რამესაც მიაყოლებს თან… (ეს უკვე დამოკიდებულია სიტუაციაზე).
რუნას აქვს პირდაპირი კავშირი მიწიერებასთან, ფიზიკურ ღირებულებებთან, თუმცა შეიძლება გამოვიყენოთ კაცისა და ქალის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად (სხვა ორიენტაციის წყვილებსაც ანალოგიურად ეხებათ), ეხმარება ადამიანს რაღაცის შეძენასა და შენარჩუნებაში, სამუშაოს პოვნაში , შემოსავლისა და მოსავლის გაუმჯობესებაში. ძირითადად მოქმედებს ჩაკრების ქვედა სექციაზე (მანიპურა და მასზე დაბლა). სასიყვარულო ურთიერთობებისათვის (სათანადო მნიშვნელობის სხვა რუნებთან ერთად) ადამიანს მოუტანს უფრო მეტ წარმატებას ურთიერთობაში. მაგ: თუ ერთ ადამიანს მოსწონს/უყვარს მეორე, მისი ნებისმიერი თბილი და კარგი ნაბიჯი უფრო მეტად დაფასდება,როგორც აქამდე ვახსენე ეს არის დაფასების რუნა.
„იმოქმედე და შენი შრომაც დაფასდება" .
ზოგიერთ შემთხვევაში ფეჰუს შეიძლება ქონების მცველიც ვუწოდოთ. ის გვეხმარება
რაიმეს შენარჩუნებაში, ქონების, მოსავლის, მოვლენების განვითარების ტემპის, ურთიერთობების და ა.შ.
სწორ პოზიციაში მისი მნიშვნელობებია : ფული, ღირებულებები, კარგი თვისებები/ხარისხი, საკვები, სამყოფი,მოსავალი, წარმატება,
ჯანმრთელობა,იღბალი,სექსი,
განვითარება,ზრდა,
გამრავლება, სიმდიდრე, საფასური/ანაზღაურება (ხელფასი,გადასახადი), სასურველის მიღება,
შენაძენი (ყიდვა/გაყიდვა), კარგი სამსახური, შრომა, ხელგაშლილობა.
ამობრუნებულ პოზიციაში მისი მნიშვნელობებია: დანაკარგები,
სიძუნწე,ხელმოკლეობა, ფლანგვა, უაზრო ხარჯები, დაბალი კვალიფიკაცია (პროდუქტის, საქონლის, სამუშაოს,
მშრომელის ცუდი ხარისხი), ვალები, პასიურობა/სიზარმაცე, კრედიტის გადახდა, სიღარიბე, დაღლილობა, ცუდი შეგრძნებები, ყველაზე რადიკალურ შემთხვევაში – გაკოტრება.
დღესდღეობით Fehu ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რუნაა (რა თქმა უნდა, სიმდიდრე და ფინანსები ყველას უყვარს). ძველად, ვიკინგები და სლავები მას იყენებდნენ რეიდების დროსაც (ისინი ძირითადად დაბყრობებით იყვნენ დაკავებულები ან მიწათმოქმედებით), საბრძოლოდ მოსამზადებლადაც (რათა იღბალი ჰქონოდათ) და ,რა თქმა უნდა , მიწათმოქმედებაში, შრომაში,მუშაობაში. გამოიყენებოდა ის ასევე განძების დასაცავად,დასამალად. ქონების გამრავლებისთვის, საქონლის (ცხოველების) გამრავლებისთვის, ოჯახის გაფართოებისთვის (ასევე გამრავლებისთვისაც), სიხარულისა და სითბოს გაზრდისთვის.
ასევე ხშირად (ხალხის დიდი ნაწილისთვის ნაკლებად ცნობილია) ის გამოიყენება ცეცხლის ენერგიის მართვისთვის, გაზრდისთვის. პირადი პრაქტიკიდან ვიტყვი , რომ მას ხშირად ვიყენებდი რთულ პირობებში ცეცხლის დასანთებად ან მცირე ალის გასაზრდელად და სხვა.
რუნა ეფექტურია ნებისმიერ ზემოთ ხსენებულ თემებთან დაკავშირებულ ამულეტებში (მას აუცილებლად სჭირდება სათანადო “მეწყვილეების”/კომბინაციის შერჩევა, რადგან ცალკე 1 ფეჰუ ძალიან დიდ შესაძლებლობებსაც არ იძლევა/უფრო ზუსტად მისი მიმართვა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი რუნის, ბევრად უფრო დიდ და მასშტაბურ შედეგს მოგვცემს)
(მკითხველისთვის : არ სცადოთ დამოუკიდებლად მუშაობა ან ექსპერიმენტების ჩატარება რუნებით, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სახიფათო მაგიის სფეროა. დაინტერესების შემთხვევაში სჯობს მიმართოთ მცოდნეს)
რუნა ვუნიო (Wunjo;Wynu)
ვუნიო ყოველთვის პოზიტიურ ხასიათს ატარებს, ამობრუნებულიც კი გაცილებით მსუბუქია ვიდრე სხვა რუნები და სერიოზულ პრობლემებს არ ასახავს. პირადად მე მას შევადარებდი პატარა ბავშვს. ვუნიო არის პატარა , ალალი, მომღიმარი, თბილი და ნათელი ბავშვი, რომელიც დაღლილ და მოწყენილ მშობელს,რომელიც თან მუშაობს და ფიქრობს, მიეპარება და ეტყვის – “ნახე რა გაგიკეთე” , პატარა არცთუ ისე “ოსტატურად” დახატულ ნახატს გაუწვდის და ეს უბრალო,მაგრამ ძალიან საყვარელი და თბილი ფერებით სავსე ნახატი მოულბობს მშობელს გულს, მოულბობს კი არა იმ პრობლემებს სულ მთლად დაავიწყებს.
სწორ მდგომარეობაში Wunjo-ს მნიშვნელობებია : სიხარული, სურვილების რეალიზება,სიამოვნება,ბედნიერება,
წარმატება,თანხმობა, “ექსტაზი”- სიხარულისა და სიამოვნებისგან, დაკმაყოფილება,კომფორტი და სიმყუდროვე,კარგი მოსავალი,საჩუქრები,პოზიტიური დასასრული. თუ რუნა სხვა (პოზიტიურ ან საშუალოდ პოზიტიურ) რუნებთანაა მისი დადებითი მნიშვნელობა იზრდება და მისი პოზიტივი მოქმედებს სხვა რუნებზეც.
ამობრუნებულ მდგომარეობაში : მოწყენილობა, სიზარმაცე, მცირე კრიზისი, დეპრესია (მაგრამ ძალიან მსუბუქ ფორმაში),წადილის არ ასრულება, მოსაწყენი სამუშაო, მოსაწყენი-მდორე ურთიერთობები.
ჩემი აზრით, ვუნიო არს ფუტარკის ერთ-ერთი (თუ ყველაზე მეტად არა) პოზიტიური და საყვარელი რუნა, ძალიან მსუბუქი, როგორც მეგობარზე ვიტყოდი “ძალიან კარგი და საყვარელი ტიპია, ბულკა ბავშვი”. ძალიან ეფექტურია მოწყენილი ადამიანებისთვის, ხშირად გამოიყენებოდა დეპრესიის საკურნებლად , იღბალთან და წარმატებასთან დაკავშირებული საკითხების კიდევ უფრო გასაპოზიტიურებლად, სასიყვარულო ურთიერთობებში (პოზიტიურ ურთიერთობებს ასახავს და მოაქვს სიამოვნება და ბედნიერება) .
საკმაოდ ეფექტურია ამულეტებში,რომლებსაც ევალებათ განწყობაზე,პოზიტივზე,ურთიერთობების გახალისებაზე ზემოქმედება.
(მიუხედავათ იმისა,რომ რუნა არის მსუბუქი მაინც არ სცადოთ ექსპერიმენტების დამოუკიდებლად ჩატარება,ცოდნის გარეშე გამოყენება, სჯობს მიმართოთ მცოდნეს)
რუნა პერთო (Pertho;Perth)
პირადმა გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გასახსნელი რუნაა , რადგან დამოუკიდებლად ფაქტობრივად არანაირად არ ავლენს ძალას,აუცილებელია მიზანი ან სხვა რუნებთან დაკავშირება,რეალური მონდომება მისი წვდომის – ანუ ის დამოუკიდებლად არ გაიხსნება. (ეს ვითომ “არანაირი” ძალის გამოვლინება,ხშირად მაცდურია… პერთო თავის ძალას ძალიან შეფარულად ატარებს,მაგრამ უდაოდ ძლიერია და საფრთხილო). აქვს მჭიდრო კავშირი მაგიასთან, ფსიქიკასთან, ხედვასთან (ხშირი მეწყვილეა ლაგუსისთვის, ერთად საკმაოდ სერიოზულ კომბინაციებს იძლევიან). რუნა უბიძგებს და ხელს უწყობს ქვეცნობიერისა და ცნობიერის, სულიერი ცვლილებების დაჩქარებასა და შეუფერხებელ დინებას. თვითშეცნობის რუნა. ხშირად შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური სიკვდილის აქტი (შინაგანი მე-ს სიკვდილი . დაახლოებით ის,რასაც აკეთებენ სუფისტი ,ბუდისტი ან სხვა ბერები – ისინი მარხავენ საკუთარ ძველ მე-ს და შეხედულებებს, ქმნიან ახალს.) არასწორმა ნაბიჯებმა შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი დინების,ხედვის ან სხვა პროცესების ჩაკეტვა (დიდი შანისა,რომ ეს შეუმჩნევლად და ჩუმად მოხდება) რაც გვაიძულებს უფრო მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
საკვანძო სიტყვაა – ძებნა. შეუცნობადის შეცნობა, ის იკვლევს გზას ადამიანის “მე-ს” საპოვნელად.
პერთო არის ცა, შეუცნობელი, ის ხშირად ასოცირდება ფენიქსთან, მისი გზები იდუმალია და ყოველთვის დაფარული იქნება, მისაღწევი მიზანი არასდროს არ მოდის მარტივად. ეს არის ძიების რუნა, ის ასახავს დაძაბულ ძიების პროცესს, რაიმე სფეროში ერთგვარ “ნათლობას” (ოფიციალურ შეჭრას, გაწევრიანებას, ინიციაციას) , დაკავშირებულია არსებობის ყველაზე ღრმა ასპექტებთან, ბედის ფუნდამენტთან, მუდმივ და იდუმალ კითხვებთან.
“თუ გინდა წინსვლა,ჭეშმარიტი მე-ს პოვნა – ჯერ უნდა დაივიწყო ყველაფერი რაც აქამდე იცოდი,ძველი “მე” უნდა მოკვდეს. ” „მიზანი მხოლოდ სერიოზული შრომითა და მონდომებით მიიღწევა“. რუნა ძალიან მჭიდრო კავშირშია ოკულტურ ხელოვნებასთან, ეზოთერიკასთან, მაგიის ხელოვნებასთან,ემოციებთან, ზოგიერთ შემთქვევაში (გააჩნია რა რუნები უდგანან გვერდში) ჯანმრთელობასთან, ორი ადამიანის ემოციურ ან სექსუალურ კავშირთან.
პერთოს მნიშვნელობები სწორ პოზიციაშია: გასაღები, იდუმალი ცოდნა, საიდუმლო ხელოვნება, შინაგანი ცვლილებები (თვითშეცნობა) , კარგი პერსპექტივა, კარგი აღქმა,შესაძლებლობები,კარის გაღება, თასი, იდუმალი კითხვები, ზოგიერთ შემთქხვევაში (როდესაც რუნებს ვუსვამთ კითხვას) შეიძლება ნიშნავდეს დახურულ სივრცეს, კუბოს, შესაძლებელია ორსულობას ან მშობიარობას (ყოველივე ეს დამოკიდებულია კონტექსტზე)
მნიშვნელობები ამობრუნებულ პოზიციაში: ძველი საიდუმლოების გახსნა (რამეს თუ ფარავდა ადამიანი, რამე თუ იყო უცნობი, გამოაშკარავება), წადილის არ ასრულება, პასუხების არ მიღება, უარი, მომავლის დაფარვა-შეუცნობლობა, გაურკვეველი და დაფარული სიტუაციები, კონსერვატიულობა, მოგონებები, ემოციები, სევდა, ფსიქიკური პრობლემები. ზოგიერთ კონტექსტში შეიძლება ნიშნავდეს აბორტს ან მუცლის მოშლას , ასევე შესაძელებია (კითხვის დასმისას) რუნები ამბობდნენ „არა, არ გიპასუხებ“ (დამოკიდებულია კონტექსტზე).
პრაქტიკაში მქონდა ასეთი შემთხვევა: როდესაც ვსწავლობდი, ერთ-ერთი რუნის გახსნა გამიჭირდა, თითქოს და ძალით „დამემალა“ და გადავწყვიტე სხვაზე გადამეტანა ყურადღება (პარალელურად მემუშავა ორის გახსნაზე, ერთი თუ არა მეორე გაიხსნებოდა და დროსაც არ დავკარგავდი. მთავარი მიზეზი კი გახლდათ ის, რომ პირველით მუშაობა უკვე დაწყებული მქონდა და ვერ გადავდებდი გვერდზე, მაგრამ ერთ ადგილზე გაჩერებაც არ შეიძლებოდა.) დაემთხვა ისე, რომ მეორე რუნად „გამომიგზავნეს“ პერთო (დარწმუნებული ვარ , რომ ეს დაგეგმილი იყო), რაღაც დროის პერიოდი ვფიქრობდი პერთოზე, ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, ვიფიქრე რომ ისიც არ იხსნება და უფრო მოვუმატე ფიქრს …რაღაც დროის შემდეგ, როდესაც აბსოლუტურად არ ველოდი ამას, გაიხსნა პირველი რუნა, მომენტში მოვდუნდი და გონება გამეთიშა, უცებ თავში გაიელვა აზრმა (დაახლოებით ის შეგრძნებაა, როდესაც ყველაფერი ცხვრწინ გაქვს და ბოლოს აღმოაჩენ ამას) და იმავე მომანტში მეორეჯერ გაიელვა… მივხვდი პირველი რუნის არსს პერთოს მეშვეობით… ხოლო პერთოს წვდომაში დამეხმარა მიზანი, რომ გამეხსნა პირველი რუნა. პერთომ შეასრულა ერთგვარი „ინჰიბიტორის“ ფუნქცია (დააჩქარა და გაააქტიურა რეაქცია), მას სჭირდება მიზანი. იმისთვის რომ გასაღებმა რამე გააღოს – საჭიროა ბოქლომის ქონა (რამე უნდა იყოს ჩაკეტილი). ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება ამ რუნასთან, შემდგომი პრაქტიკები (დღემდე) კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს და გამოყენების გზებს მიჩვენებს, მართლაც იდუმალი რუნაა.
(კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ , ექსპერიმენტებს აარიდოთ თავი, დაინტერესების ან საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ მცოდნეს)
რუნა ეფექტურია რაიმე ცოდნის გასახსნელად, აღმოჩენებისთვის, რომელიმე პროცესის გასაძლიერებლად, სხვა სტავების გასაძლიერებლად (გააჩნია სტავს),ჯანმრთელობაზე, ემოციურ ან სექსუალურ კავშირებსა და პროცეზებზე მოქმედებისთვის, ფსიქიკაზე ზემოქმედებისთვის – ეს არის ძირითადი რისი თქმაც შემიძლია, რეალურად ეს ძალიან იდუმალი რუნაა და უამრავი გამოყენება აქვს.
რუნა ურუზ (Uruz)
რუნა ურუზ — ყველაფრის დასაწყისი
ქმნილების პირველი ფაზა
სანამ რაიმე ყოფიერებას იძენს, იგი დამუხტული უნდა იქნეს არსებობის განზრახვით. საჭიროა მისი ენერგეტიზაცია. ურუზი ერთდროულად აღნიშნავს გამოუვლენელს, რომელშიც რაღაც ფორმირდება, და მაინიცირებელ ძალას, რომელიც შესაძლებელს ხდის ნებისმიერ გამოვლინებას. ეს რუნა შეგვიძლია შევადაროთ ელექტრული ენერგიის განმუხტვას, რომელიც „ელექტრული ნათურის კონტაქტებს შორის „გამოხტება“ ხოლმე, როდესაც სინათლეს ანთებთ. ელექტრული ნაკადი სწრაფად მოძრაობს წინ და უკან, წარმოქმნის სინათლეს და ინარჩუნებს მის არსებობას.
სინათლე, რომელიც გამოუვლენელის წყვდიადიდან გაჩნდა „საწყისთა საწყისში“ იყო არა კაშკაშა, როგორც მზის სინათლე, არამედ იგი უფრო წააგავდა რბილ, ვერცხლისფერ მთვარის ნათებას, რომლის უკანაც ამავდროულად უზარმაზარი ძალა იმალება. მაგალითად, მთვარის მკრთალი სინათლის უკან დგას მძლავრი ძალა, რომელიც წყლის უზარმაზარ მასებს ამოძრავებს და არეგულირებს ყველა მიწიერი არსების ციკლურ დინებებს.
ბევრი რუნოლოგი თვლიდა, რომ ურუზი წარმოადგენს ველური, უკვე გადაშენებული ბიზონისმაგვარი ხარის, აუროხის სიმბოლოს, რომელიც ორ მეტრამდე სიმაღლის იყო და გავრცელებული იყო ჩრდილოეთ ევროპაში დაახლოებით XVII საუკუნის შუამდე. ეს წარმოდგენა გაჩნდა ზეპირ-სიტყვიერი ტრადიციის არასწორი გაგების შედეგად.
გამოსახულება გვაგონებს ცხოველის რქებს, რომელსაც რქები მიწისკენ აქვს დაშვებული, მაგრამ ესაა არა ხარის სიმბოლო, არამედ ღვთაებრივი ძროხის – აუდუმბლის, რომელიც ჩრდილოურ მითოლოგიაში ქმნილების კოსმიურ დედას განასახიერებდა. „აუდუმბლა“ ნიშნავს „ძუძუთი მკვებავს“ ანუ საკვების წყაროს. ეს რუნული სიმბოლო საკუთარ თავში მოიცავს არა აგრესიული ხარის, არამედ ბალახისმჭამელი ძროხის ძალას! მისი ენერგია წააგავს ნასოსის მმოქმედებას, რომელიც წყალს მიწისქვეშა ჭებიდან ქაჩავს.
აუროხთან შედარებას სხვა დატვირთვაც აქვს. ამერიკელი ინდიელებისთვის ხარი წარმოადგენდა დიადი სულის ტოტემს – „იმის, ვისგანაც ყველაფერი დანარჩენი წარმოიშობა“. ხარი იძლეოდა ხორცს გამოსაკვებად, ძარღვებს შნურებისთვის და ძაფებისთვის, ძვლებს – სხვადასხვა იარაღისთვის, ტყავს – ტანსაცმლის და ვიგუამების დასამზადებლად. ხარის თავის ქალა გრძნეულის ბორბალში განასახიერებდა დიადი სულის გამოვლინებას. აუროხს დაახლოებით იგივე სიმბოლური დატვირთვა აქვს ჩრდილოეთ ევროპის უძველესი ტომებისთვის.
ამრიგად, ურუზი წარმოადგენს პოტენციალს, რომელიც ყველაფრის საწყისში დევს. იგი შეიცავს ყველა იმ საგნის განვითარების თესლს, რაც ყოფიერებაში ვლინდება. მხატვარი თავის ცხოვრებას ცარიელი ტილოდან ან თეთრი ფურცლიდან იწყებს.ეს მხოლოდ „სივრცეა“. თუმცაღა ამ სივრცის წყალობით მხატვარს შეუძლია, რომ თავის იდეებს ხილული ფორმა შესძინოს. „არაფრისგან“ იგი ხელოვნების ნიმუშს ქმნის.
ლატერალურ აზროვნებაში სივრცე შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც მანძილი ორ წერტილს შორის. ორი წერტილი (ანუ ურთიერთწინააღმდეგობა) უკვე მოიცავენ საკუთარ თავში სივრცის ცნებას! შესაბამისად, ურუზი – ესაა პოტენციალი, რომელიც საშალებას აძლევს საგნებსა და მოვლენებს, რომ ყოფიერება მოიპოვონ „არაფრისგან“ და გამოვლინდნენ მოძრაობის ძალის მეშვეობით.
თუმცა ურუზი ხშირად ასოცირდება ციხე-სიმაგრესთან ანუ ამტანობასთან, ეს არაა უხეში ფიზიკური ძალა. ეს რბილი, მაგრამ მძლავრი ძალაა, რომელიც წვიმებს იწვევს და ნიადაგიდან ტენიანობა ამოაქვს, რათა მან კვლავ შეძლოს მიწაზე დაღვრა მაცოცხლებელი წვიმის სახით და სიცოცხლის ახალი ფორმების დაბადება. ურუზს თავისთავად არ გააჩნია ფორმა, მაგრამ საშუალებას აძლევს მას, რომ სინამდვილედ გამოვლინდეს. ესაა სასიცოცხლო ენერგია, რომელიც ბუნებაში ახალი ზრდის დაწყებამდე არსებობს – ნიადაგსა და თესლში.
ურუზის დიაგონალური ხაზი შეგვიძლია შევადაროთ დაფარულ „მე“-ს – ადამიანის მდუმარე ქვეცნობიერ არსს, რომელიც აკავშირებს ცნობიერ „მე“-ს, აღმავალ ვერტიკალურ ხაზს ადამიანის სულის მაღალ „მე“-სთან, რომელიც წარმოდგენილია დაღმავალი ვერტუკალური ხაზით. მეოთხე „სული“, რომელსაც მე სხეულებრივ „მე“-ს ვუწოდებ, – ესაა ფიზიკური სხეულის არსი, რომელიც წარმოადგენს ჭურჭელს სხვა დანარჩენი სამი „მე“-სთვის, რომელთა არსებობაც შეზღუდულია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობით. ურუზის სიმბოლური გამოსახულება აღნიშნავს, რომ ყველაფერი შეგვიძლია აღვიქვათ სამი საშალებით – ფიზიკურად, მენტალურად და სულიერად – ჩვენი სხეულის „ჭურჭლის“ მეშვეობით.
პოტენციალი: «სივრცე», რომლისგანაც მთელი ყოფიერი ვლინდება.
საკვანძო თვისებები: უსაზღვრო პოტენციალი, უსაზღვრო შესაძლებლობები, განახლება, ენერგიის გამონთავისუფლება, უმართავი ძალა, მოულოდნელი ცვლილებები.
პრაქტიკული გამოყენება: ურუზი ემსახურება შემოქმედებითი ენერგიის გამონთავისუფლებას, რომელიც უეცარ ცვლილებებს იწვევს. ეს ენერგია წინ უძღვის აქტივობის ახალ ციკლს. შესაბამისად, იგი სასარგებლოა იქ, სადაც საჭიროა ახალი იდეები, მდგომარეობის ცვლილება, მორალური სულის ძალის მკვეთრი ამაღლება.
გამოწვევა: იქონიეთ სიმამაცე, რომ უარი თქვათ იმ ყველაფერზე, რაც უკვე აღარ გჭირდებათ. ეს ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.
ურუზ რუნას შეუძლია დაგეხმაროთ:
თქვენი იდეების განხორციელებაში, მათ ყოველდღიურ რეალობად გარდაქმნაში;
სასიცოცხლო ენერგიის განახლებაში და საკუთარ თავში ყველაფერ ზედმეტზე უარის სათქმელად სიმამაცის პოვნაში;
შინაგანი ძალის მოპოვებაში, რათა დაემშვიდობოთ წარსულს და ყველაფერი თავიდან დაიწყოთ; გარემოებებზე ზეგავლენის მოხდენაში, რათა სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ მოეწყოს.
თქვენი ქმედით-უნარიანობის ამაღლებაში;
გამბედაობის და განზრახვის გაძლიერებაში, რათა უფრო მეტად განამტკიცოთ საკუთარი თავი.