EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კირილიცა. ძველი სლავური ენის ერთ-ერთი ანბანი, რომელიც საფუძვლად დაედო რუსულ ანბანს »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2019-10-07 15:40:56
ძველი სლავური ენის ერთ-ერთი ანბანი, რომელიც საფუძვლად დაედო რუსულ ანბანს. ინგლისურად Cyrillic, რუსულად кириллица
კირილიცა (ასევე ტრადიციული სახელი პირველი ორი ასო-ნიშნის, „აზისა“ და „ბუკის“, მიხედვით — აზბუკა — aзбука) — არაერთი სლავური და არასლავური ენის (მაგ.; ჩუვაშური, ბურიატული, თათრულ-ბაშკირული, უდმურტული, აფხაზური, ოსური) დამწერლობა ევროპასა და აზიაში.
ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ საჭირო შეიქმნა ანბანის შემოღება სლავური ენის ფიქსაციისათვის. 863 წელს თესალონიკელმა ძმებმა კირილემ და მეთოდემ შეადგინეს სლავური ენის ანბანი — გლაგოლიცა. 863-866 წლებში მათ ბერძნულიდან თარგმნეს სახარება, სამოციქულო წიგნი, დავითნი და სხვა. კირილესა (869) და მეფოდეს (885) სიკვდილის შემდეგ სლავური დამწერლობის ცენტრმა აღმოსავლეთში — ბულგარეთში გადაინაცვლა. ბულგარულ ენაზე ითარგმნა დიდძალი რელიგიური და საერო ხასიათის ლიტერატურული ნაწარმოებები, საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ ორიგინალურ ლიტერატურას. ღვთისმსახურება მხოლოდ სლავურ ენაზე ტარდებოდა. ამ პერიოდში ბულგარეთში შეიქმნა გლაგოლიცაზე უფრო ზუსტი და სრულყოფილი ანბანი — კირილიცა. ვარაუდოვენ, რომ კირილიცას ავტორია კირილესა და მეთოდეს მოწაფე კლიმენტი. კირილიცას საფუძვლად დაედო ბერძნული უნციალური ანბანი (22 ასო), ხოლო დანარჩენი ასოები (Б, Ѕ, Ж, Ш, Ц, Ч, Ѱ, Ы, Ъ, Ь, Ѣ, Ꙗ, Ю, Ѥ, Ѧ, Ѫ, Ѩ, Ѭ) გადმოიტანეს სხვა ენების ანბანებიდან (ებრაული და სხვა) ან შეადგინეს ასოების კომბინაციით.
კირილიცაზე წერენ ყოფილი იუგოსლავიის ზოგიერთ ქვეყანაში (სერბია, ბოსნია) და იქ მას „ჩირილიცას“ უწოდებენ.
კირილიცას ანბანი