EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კალმახა (ხის სოკო)-გამრავლების ინსტრუქცია-ორი ვარიანტი »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2019-10-08 14:00:01
დღესდღეობით კალმახამ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა, ვიდრე შამპინიონებმა. მათგან განსხვავებით კალმახას ერთი დიდი უპირატესობა გააჩნია– შეუძლებელია იგი თეთრ შხამა სოკოში შეგეშალოთ.
კალმახა (ხის სოკოს)–ხეთამხალი (Pleurotus ostreatus) ერთერთი საუკეთესო საკვებად ვარგისი სოკოა.
ამოდის გადაჭრილი ფოთლოვანი ხის კუნძებზე ჯგუფებად, ლპობად წიფელზე, თელაზე, ვერხვზე და სხვა, აპრილიდან შემოდგომამდე.
ეს სოკო მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებისგან იცავს, ასევე ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
სოკო დაბალენერგეტიკული საკვებია, ამიტომაც გამოდგება დაბალკალორიული დიეტებისათვის. სავარაუდოდ, ის შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებსაც.
ხის სოკოს სახელით ცნობილი კალმახა, საწარმოო სოკოდ ჩამოყალიბდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს მეწარმეებში.
კალმახას გამრავლების ინსტრუქცია
კალმახას გამრავლების 2 მეთოდს გთავაზობთ – ჩალაზე პოლიეთილენის პაკეტებში და ხის ნაპობზე.
სოკოს გამრავლება ჩალაზე პოლიეთილენის პაკეტებში
თავდაპირველად მოამზადეთ ჩალა. ბაქტერიების, ობის და სხვა სოკოების გასანადგურებლად აუცილებელია მისი სტერილიზაცია. არსებობს სტერილიზაციის 2 ვარიანტი:
ჩააწყვეთ ჩალა დიდი ზომის ჭურჭელში (შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდი, ძველი ქვაბი), დაასხით წყალი და დუღილის ტემპერატურაზე ხარშეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ ჩალა 20–25 გრადუსამდე.
შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე და უფრო მარტივი საშუალება: ჩააწყვეთ ჩალა დიდი ზომის ჭურჭელში, დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ გასაცივებლად. შემდეგ წყალი გადაასხით, ჩალას კი კვლავ მდუღარე დაასხით. 20–25 გრადუსამდე გაცივების შემდეგ ჩალა მზად არის დასამყნობლად.
შემდეგ პროცესი ასე უნდა წარიმართოს:
დიდ ტომარაში მონაცვლეობით ჩააწყვეთ ჩალა და დაქუცმაცებული დასამყნობი სუბსტრატი. დასამყნობი სუბსტრატის ერთი პაკეტი საკმარისია სველი ჩალის 15–20 კილოგრამზე, რაც შეესაბამება დაახლოებით 50×100 ზომის პოლიეთილენის პაკეტს. პაკეტის ავსების შემდეგ შეკარით იგი და თითოეულ პაკეტზე დანით 3–5 სმ ზომის დაახლოებით 10 ნასერი გააკეთეთ.
თუ დასარგავ მასალას დაბალი ტენიანობის ჰაერზე გაახარებთ, მაშინ პაკეტზე ნაკლები რაოდენობის ნასერების გაკეთებაა საჭირო. (საჭიროების შემთხვევაში ნასერები მოგვიანებითაც შეგიძლიათ დაამატოთ). გამზადებული პაკეტები მოათავსეთ ნახევრად ჩრდილიან ადგილას (სადაც მზის შუქი პირდაპირ არ მოხვდება).
სოკოს ზრდისთვის იდეალური ტემპერატურა 15–25 °C–ია. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო მალე მრავლდება სოკო (შესაბამისად, უფრო მალე იხარჯება საკვები ნივთიერებები ჩალაში). ამიტომ, კარგი იქნება, თუ მოახდენთ ტემპერატურის კორექტირებას იმის და მიხედვით, თუ რა რაოდენობის სოკო გჭირდებათ. თუ სოკოს მოსავალი გადააჭარბებს მათი მოხმარების ზღვარს, გადაიტანეთ პაკეტები უფრო გრილ ადგილას.
თუ სოკოს მეტი რაოდენობა დაგჭირდათ, შესაბამისად, პაკეტები უფრო თბილ ადგილას უნდა მოათავსოთ. კალმახა მოსავალს 3–4 თვის მანძილზე იძლევა, შემდეგ საკვები ნივთიერებები პაკეტში იხარჯება და საჭიროა ახალი კულტურის დამყნობა, რაც შესაძლებელია ახალი ჩალის ძველზე დამყნობის გზითაც.
ერთი პაკეტიდან შესაძლებელია 2–4 გკ სოკოს მოსავლის მიღება.
სოკოს მერქანზე გამრავლება
კალმახა ბუნებაში ფოთლოვანი ხეების მერქანზე იზრდება, ამიტომ შინაურ პირობებში შესაძლებელია მისი გამრავლება 30–80 სმ სიგრძის ხის ნაპობებზე. ამისათვის ყველა ფოთლოვანი ხის ნაპობია გამოსადეგი. (მხოლოდ არა წიწვოვანი).
მორებს ვხერხავთ 30-50 სანტიმეტრის სისქის და 20-50 სანტიმეტრი დიამეტრის ნაჭრებად. მიცელიუმს გავშლით თხელ ფენად.
სოკოს თესავენ ახლად მოჭრილ ხეზე, ან დათესვის წინ მორის ნაჭრებს 24-48 საათის განმავლობაში წყლით ასველებენ (იმ შემთხვევაში თუ ხე ახალი მოჭრილი არ არის).
შემდეგ მათ ათავსებენ სარდაფში ან რაიმე დახურულ სათავსში. ძირში გაუფენენ ნახერხს და ერთმანეთზე დაალაგებენ მორის ნაჭრებს, რომლებზეც წინასწარ არის დატანილი 1-2 სანტიმეტრი სისქის სოკოს მიცელიუმი. ზედა ფენას აყრიან ნახერხს, რომ არ გამოშრეს. უკეთესი იქნება თუ ჰაერს დავატენიანებთ (მაგ: დავასხათ წყალი იატაკზე).
ორი ორნახევარი თვის შემდეგ გამოიტანენ გარეთ და ჩაფლავენ მიწაში 15-20 სმ სიღრმეზე, ერთმანეთისგან, მინიმუმ, 30-35 სანტიმეტრის მოშორებით. ყველაზე დიდ მოსავალს მეორე და მესამე წელს იძლევა. ერთი მორის გადანაჭერიდან შესაძლებელია, საშუალოდ, 10-12 კილოგრამი სოკოს მიღება.
გარდა ამისა, ხის ნაჭრებში თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ნახვრეტები ან ხერხით გაუკეთოთ ნასერები, რომლებშიც მოათავსებთ სანამყენე სუბსტრატს. ამის შემდეგ ხის ნაპობები ჩააწყვეთ ტომარაში და დატოვეთ 2–3 თვის განმავლობაში სოკოს ქსოვილების აღმოსაცენებლად.
შემდეგ მიცელიუმის დაფარული ხის ნაპობები მოათავსეთ ბაღის ჩრდილოვან ნაწილის ნიადაგში 1/3–ით.
გვალვის დროს მოასხურეთ წყალი. მოსავლის აღება ხის ნაპობებიდან 2–7 წლის განმავლობაშია
agrokavkaz.ge