EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« კრატოსი - ომის ღმერთი »

კატეგორია: კინოსამყარო

ავტორი: Demien

თარიღი: 2019-10-08 14:25:55

კრატოსი - ომის ღმერთი
kratos_god_of_war
კრატოსი - ნახევარღმერთი, რომელიც პირველად გამოჩნდა თამაშში God of War - 2004 წელს. ასევე ის ვიცით ბერძნულ მითოლოგიაშიც, თუმცა იქ ისეთი ძლიერი და სისხლმოწყურებული არ ყოფილა,როგორიც ვიდეო თამაშებში და შემდეგ თამაშის მიერ გამოცემულ კომიქსებში. მისი შემქმნელია დევიდ ჯეფი. მისი ხმის ჩამწერები არიან ტერეინს კერსონი და კრისტოფერ ჯადგი.
ბერძნულ მითოლოგიაში კრატოსი არის პალასისა და სტიქსის შვილი.კრატოსის მიზანია შური იძიოს და მთლიანად გაანადგუროს ოლიმპო ღმერთებიანად და ნახევარღმერთებიანად, რადგან თვლის, რომ ოლიმპოელებმა მას უღალატეს და დასჯის ღირსნი არიან.ზოგან მას ზევსის და კალისტოს შვილადაც მიიჩნევენ, რომელიც ქალღმერთი ათენას ნახევარძმა, არტემისის, აპოლონის, ჰერმესის, ჰერკულესის ნახევარძმა და დეიმოსის ძმაა. კრატოსის ცოლია ლისანდრა, შვილები კი კალიოპე და ეთრეუსი არიან. კრატოსის ბიძა პოსეიდონია. მისი დიდი ბაბუა კი თვით კრონოსია. ასევე შემდეგ ირკვევა, რომ ომის ღმერთი - არესიც მისი ნახევარძმაა. კრატოსს ღმერთების მხრივ მრავალი მონათესავე ნახევარღმერთი და ღმერთი ჰყავს.
 
დაბადების ადგილი: სპარტა.
მხარე : თავიდან ანტი-გმირი, შემდეგ ბოროტი (ვილიანი).
ნამდვილი სახელი: კრატოსი.
ზედმეტსახელები: ომის ღმერთი. თეთრი მეომარი. სპარტის მოჩვენება. დაწყევლილი მოკვდავი. არესის მუშტი. სპარტელი. მონიშნული მეომარი. მსოფლიოს გამანადგურებელი. მოკვდავი. ბავშვების მკვლელი. დაცემული ღმერთი.
სქესი - მამრობითი.
რასა : თავიდან ნახევარღმერთი,შემდეგ ღმერთი.
თვალის ფერი : მომწვანო მოწითალო.
თმის ფერი : არ აქვს თმა, ისე შავი.
 
 
kratos_god_of_war
 
​მისი ძალები და შესაძლებლობები:
⋆კრატოსი თავიდან ნახევარ-ღმერთი იყო, შემდეგ კი სრულყოფილი ღმერთი გახდა. გააჩნია ღვთიური ფიზიოლოგია.
⋆ზეადამიანური ფიზიკური ძალა: კრატოსი ბრძოლაში თანაბრად ედგა არესს, მითოლოგიის და თამაშის არესი კომიქსების არესზე დიდ ძალას წარმოადგენს. ასევე კრატოსმა აწია ასობით ტონიანი სასახლის ნანგრევები, ფიზიკური ძალის დახმარებით დააგდო გველეშაპი და ერთად მოისროლა რამდენიმე დათვი. კრატოსს დაახლოებით 100 000 ტონის აწევა თავისუფლად შეუძლია.ასევე აწია დიდი მასის ხეები.
⋆ზეადამიანური გამძლეობა - კრატოსი იმდენად გამძლეა, რომ პოსეიდონის დარტყმებს და წყლის ბლასთებს უძლებს, ჰადესის ცეცხლს, ზევსის ელვებს, არესის დარტყმებს, ჰერკულესის ჭიდილს და დიდი მანძილებიდან გადმოვარდნას მარტივად უძლებს. ასევე უძლებს ძალიან დაბალ და ძალიან მაღალ ტემპერატურასაც.
⋆კრატოსს აქვს შესაძლებლობა მოკლას უკვდავი არსებები. ამის მაგალითი ოლიმპოელი ღმერთები არიან.
⋆გააჩნია ზეადამიანური სისწრაფე, მარტივად ფარავს კილომეტრობით მანძილს.
⋆აქვს კლდეებზე და მაღალ ადგილებზე ცოცვის უნარი.
⋆აქვს უნარი შეიგრძნოს მომავალი საფრთხე.
⋆პიროკინეზი, აკონტროლებს და აჩენს ცეცხლს.
⋆ენერგიების მანიპულაცია.
⋆ელექტროკინეზი.
⋆რეგენერაციის უნარი - კრატოსის რეგენერაცია იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა კიდურების აღდგენაც შეძლოს. მარტივად აღიდგინა დამწვარი სხეული, ასევე პოსეიდონის და არესის მიერ დაჟეჟილი სხეულიც მალე გაიმთელა და ჭრილობებიც წამებში შეიხორცა.
⋆შეუძლია ისროლოს გამანადგურებელი ბლასთები.
⋆კრიოკინეზი, აკონტროლებს ყინულს.
⋆უკვდავება.
⋆მისი სხეული და კანი არის ძალიან ძნელად დაზიანებადი.
⋆უბერებლობა.
⋆სინათლის ძალის კონტროლი.
⋆ზეადამიანური ღმერთული რეფლექსები, რეაქცია, ყნოსვა, სმენა, მხედველობა.
⋆მაგია.
⋆სულების მანიპულაცია.
⋆დროის მანიპულაცია.
⋆გამოცდილია და ფლობს უამრავ საბრძოლო ხელოვნებას.
⋆გამოცდილია ომებში და თავდასხმებში.
⋆დახელოვნებულია ხმლებით და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლაში.
⋆მისი დაღლა თითქმის შეუძლებელია.
⋆დროის შენელება-ასწრაფების უნარი.
⋆ნეკრომანტია.
⋆აქვს გამძლეობა მაგიის მიმართ.
⋆მისტიური ძალებიც გააჩნია.
 
kratos_god_of_war
 
​მისი შეიარაღება და აღჭურვილობა:
გააჩნია ოლიმპიური ჯაჭვები. ღვთიური მეტალის ხმალი. არტემისის ხმალი. გააჩნია უტეხი  ჯავშნები. უჟანგავი მეტალის ხმლები. ჰადესის ნაჭედი ჯოჯოხეთური ხმლები. ბარბაროსული ჩაქუჩი. მაგიური შუბები. ჰადესის ბრჭყალები. ნემესისის თოკები. მედუზას გაზი. პოსეიდონის და ზევსის არტეფაქტები. ჰადესის ჯოჯოხეთური არმია. ტიფონის დანა, რომლითაც ცეცხლს აკონტროლებს. კრონოსის ჯავშნები. ატლასის მიწისძვრის წარმომქმნელი და ტალღური არტეფაქტი. ჰერმესის საფრენი აპარატურები. სულების არტეფაქტი. პოსეიდონის უტეხი სამკაპი. ყინულის ფრთები. ჰელიოსის თავი. მზის თავდაცვითი ბარიერი და ფარი.
 
 
kratos_god_of_war
 
აქვე მისი რამდენიმე დამსახურება:
1).კრატოსმა ერთმანეთზე მიყოლებით გაანადგურა და დაამარცხა ოლიმპოელი ღმერთები.
2).თავებს აცლის ჯოჯოხეთის ფურიებს.
3).ერთმანეთზე მიყოლებით ხმლების გარეშე ჟლიტავს ნახევარ-ღმერთებს.
4).ჩვეულებრივ ებრძვის ჰერკულესს და არესს.
5).ხელჩართულ ბრძოლაში ამარცხებს ზევსს, პოსეიდონს, ჰადესს და სხვა უამრავ ღმერთს.
6).ამოწყვიტა ოლიმპოელი ასასინების ჯარი.
7).მოისროლა ასობით ტონა სასახლის ნანგრევები.
8).შუაზე გააპო მედუზა.
9).მზის ღმერთს მოაცალა თავი.
10).თავისზე ათასჯერ დიდი ტიტანები მოკლა.
11).მოკლა უძველესი მინოტავრები.
12).გაანადგურა ოლიმპოს საუკუნოვანი მტრები, დრაკონები, გველეშაპები, დემონები, ტიტანები და უამრავი არსება მოსპო.