EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სპაგეტი ბოლონეზე (სპაგეტი ბოლონიურად) »
კატეგორია: გურმანიავტორი: lolipop
თარიღი: 2019-10-14 16:45:33
სპაგეტი ბოლონეზე იტალიურ სამზარეულოს მიეკუთვნება, უფრო კონკრეტულად კი ის ფესვებს იღებს ბოლონიიდან. პირველად მე-18 საუკუნის ბოლოს მოუმზადებიათ. ბოლონეზეს სოუსს ასევე იყენებენ ლაზანიის მოსამადებლად.
სპაგეტი ბოლონეზე უგემრიელესი კერძია, მზადდება დიდხანს, სოუსმა 4 საათი უნდა იდუღოს, თუმცა თქვენი მხრიდან ბევრ ძალისხმევასა და დროს საერთოდ არ მოითხოვს.
მოსამზადებლად დაახლოებით საათნახევარია საჭირო. რეცეპტი ერთადერთი და განუმეორებელი არ არის. იტალიის სხვადასხვა მხარეში (და მითუმეტეს – იტალიის გარეთ), ბოლონიური სოუსის რეცეპტში აუცილებლად იპოვით განსხვავებას.
ინგრედიენტები
სპაგეტი - 500 გ
საქონლის ხორცის ფარში - 300 გ
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 2 კბილი
გახეხილი პომიდორი - ან პომიდვრის კონესრვი, 1 ჭიქა
სტაფილო 1 ცალი
თეთრი მშრალი ღვინო - 200 მლ
დაფნის ფოთოლი
ხმელი ბაზილიკი
მარილი და წიწაკა
მომზადება:
მდუღარე წყალში ჩავყაროთ ცოტა მარილი და მოვხარშოთ სპაგეტი 10-15 წთ. გადავავლოთ
ცივი წყალი და გავაჩეროთ საწურზე სანამ სოუსს მოვამზადებთ. ტაფაზე მოვშუშოთ გატარებული ხორცი წვრილად დაჭრილ ხახვთან და ნიორთან ერთად. დავუმატოთ გახეხილი სტაფილო, დავასხათ ღვინო და ვადუღოთ, სანამ ბოლომდე დაშრება. დავუმატოთ პამიდორი, დაფნის ფოთოლი, ხმელი ბაზილიკი და მარილი. ვადუღოთ სოუსის გასქელებამდე. სპაგეტი ჩავაბრუნოთ ქვაბში და დავასხათ ცხელი სოუსი. კარგად ამოვურიოთ.
სერვირებისას დავახეხოთ პარმეზანი.
ან
მოსამზადებლად დაგვჭირდება:
გატარებული ხორცი, საქონლის – 400 გრ
სპაგეტი – 400 გრ
ნიორი – 2 კბილი
ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი
ხახვი – 1 ცალი
სტაფილო – 100 გრ
პომიდორი – 800 გრ
საქონლის ხორცის ბულიონი – 400 მლ (ამზადებენ ბულიონის კუბიკისგანაც)
წითელი ღვინო – 1 ჭიქა <3
მარილი და წიწაკა – გემოვნებით
პარმეზანი – დახეხილი, თავზე მოსაყრელად
მწვანილი – როზმარინი, ბაზილიკი, ორეგანო (უმჯობესია ცოცხალი)
მომზადება:
1. ვაცხელებთ ღრმა ტაფას საშუალო ცეცხლზე და ვიწყებთ ზეთში გატარებული ხორცის მოშუშვას, მარილთან და წიწაკასთან ერთად, სანამ ხორცი არ გაყავისფერდება. ამის შემდეგ, ხორცი გადაგვაქვს ცალკე, თასში.
2. იმავე ტაფაზე ზეთში ვაგრძელებთ დაჭრილი ხახვის მოშუშვას, 5-6 წუთით, შემდეგ თანდათან ვამატებთ დაჭყლეტილ ნიორს, წვრილ კუბიკებად დაჭრილ სტაფილოს, მარილს, წიწაკას და ვშუშავთ, სანამ ყველაფერი არ დარბილდება. ამის შემდეგ ტაფაში თასიდან გადმოგვაქვს ხორციც, მთელი თავისი წვენით და ამბებით :)
3. ტაფაში ვამატებთ გატარებულ პომიდორს, ბულიონს, ღვინოს და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვდგამთ, თითქმის 45 წუთით, სანამ ყველაფერი ძალიან კარგად არ მოიხარშება და არ ჩასქელდება
4. როცა თითქმის მზად იქნება, ვუსინჯავთ გემოს და ვკმაზავთ მარილით, წიწაკით და მწვანილით. როგორც უკვე გითხარით, ტრადიციულად, ძალიან უხდება ცოცხალი ორეგანო, ბაზილიკი და როზმარინი. თუ ცოცხალი არ გაქვთ, გამოიყენეთ გამხმარი მაინც.
5. ბოლო ეტაპზე, ალბათ მიხვდით, რომ სპაგეტი უნდა მოხარშოთ, ტრადიციულად – მარილიან წყალში (აქვე იხ. ხშირად დაშვებული შეცდომები და რჩევები: როგორ მოვხარშოთ მაკარონი), გადაწუროთ და ჩაუშვათ ბოლონეზეს სოუსით სავსე ტაფაში.
6. გადაიტანეთ თეფშზე, მოაყარეთ დახეხილი პარმეზანი და მიირთვით გემრიელად <3
რამდენიმე რჩევა:
სოუსის მოსარევად გამოიყენეთ ხის კოვზი.
სოუსი დიდხანს ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. არ დააჩქაროთ პროცესი და არ მოუმატოთ ალს.
თუ გიყვართ, დაამატეთ ნიახურიც. უხდება.
იხილეთ რესტორნები, სადაც შეგიძლიათ ბოლონეზეს მირთმევა.