EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ მოვუაროთ ღრძილებს (ხალხური მეთოდები) »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი:
თარიღი: 2013-02-05 16:46:49
საერთო ჯამში, კბილების ჯანმრთელობა დამოკიდებულია ღრძილებზე. თუმცა ბევრს ავიწყდება ამის შესახებ და შედეგად იღებენ ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა პაროდონტოზი, გინგივიტი, დაროდონტიტი. არსებობს რღძილების გაჯანსაღებისა და მკურნალობის არაერთი ხალხური მეთოდი.
1. იმისათვის, რომ მიაღწიოთ პირის ღრუს სიჯანსაღეს, საჭიროა კბილების ყოველი გახეხვისას გაიკეთოთ ღრძილების მცირეხნიანი მასაჟი. ღრძილების მასაჟი არის მარტივი და იდეალური საშუალება, რომელიც გამოიყენება პირის ღრუს სხვადასხვა სახის დაავადებების პროფილაქტიკისათვის. ის აქრობს შეშუპებას, აუმჯობესებს ცვლის პროცესებსა და სისხლის მიმოქცევას. ეს ყველაფერი, ამავდროულად, აჯანსაღებს კბილებსაც. სწორად შესრულებული მასაჟი ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის გადინებას, რის შედეგადაც იკურნება ღრძილებიდან სისხლდენა.
2. ღრძილების მასაჟის დაწყებამდე წაისვით კბილის პასტა, რომლის შემდეგენლობაშიც შედის სპეციალური სასარგებლო ბიოდანამატები. გაიკეთეთ რღძილების მასაჟი საჩვენებელი და ცერა თითების გამოყენებით. პროცედურა დაიწყეთ ყბის შუა ნაწილიდან, თანდათან გადაინაცვლეთ გვერდებზე. თითების მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს ზევიდან ქვევით და ქვევიდან ზევით. თითების საშუალებით წრიული მოძრაობების შესრულებისას, შეეცადეთ, ღრძილების მასაჟი იყოს უმტკივნეულო და მარტივი. მასაჟის ხანგრძლივობა უნდა იყოს 5-7 წუთამდე. გაიმეორეთ პროცედურა რეგულარულად, დღეში ერთი-ორჯერ.
3. ღრძილები დაიმასაჟეთ კბილის ჯაგრისის საშუალებით. თქვენ დაგჭირდებათ ახალი ჯაგრისი, რომელსაც აქვს მსუბუქი ჯაგარი. პროცედურის დაწყებამდე ჩაყავით ჯაგრისი ცხელ წყალში დასარბილებლად. მასაჟის დროს ჯაგრისი ხშირად ჩაყავით ცხელ წყალში, იმისათვის, რომ არ დაიზიანოთ ღრძილები. ასეთი მასაჟის შესრულების ტექნიკა მარტივია: ფრთხილად დაიმასაჟეთ ღრძილები ჯაგრისით გარეთა მხრიდან ზევით-ქვევით და მარცხნივ-მარჯვნივ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მოძრაობები უნდა იყოს ნელი. შეანაცვლეთ ჰორიზონტალური და ვერტიკალური მოძრაობები. პროცედურის ხანგრძლივობამ უნდა შეადგინოს დაახლოებით 5 წუთი. მასაჟის დასრულების შემდეგ, პირში გამოივლეთ სააფთიაქო ან თქვენს მიერ დამზადებული ღრძილების ელექსირი.
4. მოამზადეთ ღრძილების გამაჯანსაღებელი მცენარეული ბალახებით დამზადებული ელექსირი. თანაბარი პროპორციით აიღეთ ფარსმანდუკი, ბეგქონდარა და გვირილას ფოთლები. 1 ჩაის კოვზ ნაზავს დაუმატეთ 1 ჭიქა ადუჭებული წყალი, დატოვეთ თბილ ადგილზე ერთი საათის განმავლობაში, გაფილტრეთ და დაუმატეთ 0.2 გრ მუმიო. მიღებული საშუალება გამოივლეთ პირში 2 წუთის განმავლობაში, დილით და ღამით კბილების გახეხვისას.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები: